თბილისის "დინამოს" მეკარე დავით კერესელიძემ 4 მარტს, ბათუმში, იქაურ "დინამოსთან" მატჩის დროს ტრავმა მიიღო.
მას რომის კლინიკა Villa Stuart-ში მხრის ოპერაცია ჩაუტარდა, რომელიც წარმატებით დასრულდა. 22 წლის კიპერის რეაბილიტაციის სავარაუდო პერიოდად 5 თვე სახელდება. წყარო: FC Dinamo Tbilisi