ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

კვარაცხელიამ ბათუმის "დინამოში" პირველად ივარჯიშა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ "რუბინის" დატოვების შემდეგ ბათუმის "დინამოსთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა და დღეს თავის ახალ გუნდთან ერთად "აჭარაბეთ არენაზე" პირველად ივარჯიშა.

ბათუმის "დინამოს" ისედაც მრავალრიცხოვანი და ერთგული გულშემატკივარი ჰყავს და ახლა ამ გუნდისადმი ინტერესი და მხარდაჭერა უფრო გაიზრდება.

ეროვნული ლიგის მე-6 ტურში ბათუმის "დინამო" "თელავს" უმასპინძლებს - მატჩი 2 აპრილს 20:30 საათზე დაიწყება.