"აცადეთ რა ამ ბიჭს თამაში! რომ იწყებთ, "ნაპოლი" ამდენს იხდის, "არსენალი" ამდენს, გეტყვით, რომ..." - სალუქვაძე კვარაცხელიაზე

AutoSharing Option
გადაცემა "იმედის ფსონში" ჟურნალისტმა ლევან სალუქვაძემ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა:

"ყველაზე დიდი ამბავი არის ის, რომ ყველანი ველოდებით ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტს ბათუმის "დინამოს" შემადგენლობაში. ბევრი ამბავი და მითქმა-მოთქმა იყო ამ ბიჭის გარშემო...

კარგია, რომ "რუბინიდან" წამოვიდა... ბათუმის "დინამოში", რომ იყოს ცუდი ინფრატრუქტურა, ცუდი ქალაქი, ცუდი სტადიონი, ვიტყოდით იქ რა უნდაო, მაგრამ საშუალო ევროპული დონის გუნდებს მაგალითად, ზაგრების "დინამოს", "შერიფს", "ლუდოგორეცს", "კლუჟს", ვინც პერიოდულად ჩემპიონთა ლიგაზე გადიან, ამათ სიაში, რომ დაუყენო გვერდზე ბათუმის "დინამო" ვინმეზე ნაკლები გუნდია?!

მე მგონი რომ არა...
სტადიონი იდეალური, ქალაქი იდეალური, პრეზიდენტი თან ყვება... აჟიოტაჟი და სიტუაცია გუნდის ირგვლივ ძალიან კარგი! ხანდახან გია გეგუჩაძის მიმართ რაღაცა კრიტიკული კი მითქვამს, მაგრამ ჩაჯინებული კაცი კი არა ვარ. ეს პროექტი არის მისი საუკეთესო, რაც კი ოდესმე გაუკეთებია. სხვა საქმეც გაუკეთებია, მაგრამ როცა ვხედავ, რომ ყველაფერი კარგად მიდის, სწორად მუშაობს, ამას ვამბობ და როცა მომეჩვენა, რომ რაღაც არასწორად იყო, მაშინაც არ ვყოფილვარ ჩუმად. 

მე რომ ვიყო კვარაცხელიას ადგილზე, კლუბში ზაფხულში ევროტურნირების დროსაც დავრჩებოდი... წავა დიდ გუნდში ხვიჩა, ეს ადრე თუ გვიან ალბათ ასეც მოხდება, მაგრამ რო დაიწყება ხოლმე "ნაპოლი" ამდენს იხდის, "არსენალმა" უნდა წაართვას, აცადეთ რა ამ ბიჭს თამაში! იმ "ნაპოლიზე" და "არსენალზე" რამდენიც გინდა წერო, თუ წაყვანა უნდა, მაინც წაიყვანს! შენ რომ უთხრა არ წაიყვანოო, მაინც წაიყვანს! 

არ უნდა ესეთი საუბარი ვითომ, რომ გული მოვიფხანოთ... ჩვენ ვიცით ხვიჩას ტალანტი და "ნაპოლი" იხდის 5 მილიონით მეტს თუ "არსენალი", ამით არაფერი არ ემატება ჩვენს წარმოდგენებს... დაანებეთ ცოტახანი თავი მაგ ბიჭს ითამაშოს, ჩემთვის მთავარი არ არის მის სანაცვლოდ 15 მილიონს გადაიხდიან თუ 27-ს... ჩემთვის მთავარია, კარგ გუნდში გადავიდეს და თუნდაც უფასოდ წავიდეს!

აი "აიაქსმა" რომ უთხრას წამოდი და უფასოდ ითამაშეო, არ უნდა წავიდეს? - მერე შეიძლება ისეთი რაღაცა ქნას, 2 წელიწადში 80 მილიონად გაიყიდოს! 

ის 80 მილიონი მერე "აიაქსის" იქნება... ჩვენ ისე ვითვლით, ეს 15-20 მილიონი ჩვენი გვგონია, რაც ასე არ არის! რას დარდობთ 80 მილიონად იყიდიან თუ 2 მილიონად?

რაღაც გარკვეული ჯგუფი დარდობს ამაზე და რაც მეტს იშოვიან მით უკეთესი, ვისაც ამ ფეხბურთელიდან რაღაც ეკუთვნის, შეიძლება ერთი ნაბიჯი და გაუშვან სადმე უფასოდ კლუბში, ეხლა აღებულის 5-ჯერ მეტი იყოს 2 წელიწადში...

ამიტომ ვაცადოთ რა ბიჭს, წავიდეს და ითამაშოს", - თქვა სალუქვაძემ.
მკითხველის კომენტარები / 16 /
ნეტა საქართველოს ფეხბურთს მიაღწიოს იმ დონეზე რომ ფეხბურთელის გაყიდვას კი არა ყიდვაზე ვფიქრობდით და საუკეთესო ფეხბურ თემები კი არ მიდიოდნენ საქარ თვალში თამაში უფრო აინტერესებდნენ.
ნოდარი
03 აპრილი 2022 21:54
1
ხო ლიგაზე გასვლაზე უკეთესს ვერ მიაღწევს ამ ეტაპზე ვერც ნაპოლიში და მით უმეტეს ვერც არსენალში.
დდდ
03 აპრილი 2022 10:16
10
მართლა აცადეთ რა, ევროპის გრანდი არ დარჩა, სადაც ვითომ უნდა გადასულიყო და ბიჭი ბათუმის დინამოში აღმოჩნდა, რასაც სიზმარშიც ვერავინ წარმოიდგენდა. სამწუხაროდ ეს რეალობაა.
gio
03 აპრილი 2022 09:58
2
რა არის გიო სამწუხარო?!ბიჭმა ძლივს თავი დაიხსნა,საიმანოვისაგან.ბათუმი მას ისე გაუშვებს,ხელს არაფერში შეუშლია,თან რუბინის ნაცვლად,ქართული გუნდი აიღებს მის გამოსასყიდს,რომელიც ქართული საზომით,უზარმაზარი იქნება.რაკი კვარაცხელია ყურადღების ცენტრშია,ბათუმის დინამოს თამაშებს,მრავალი სკაუტი თუ სპეციალისტიც ნახავს და ზურიკო დავითაშვილი და ირაკლი აზაროვიც შესაძლოა ევროპისაკენ წავიდნენ.ირაკლიზე თურქები და ბერძნები რომ ნადირობენ,დარწმუნებული ვარ,გაცილებით უკეთეს გუნდში შესძლებს წასვლას.ასევე ზურიკოსაც გამოუჩნდება მსურველი.ეს ამ ზაფხულის პერსპექტივები და სამომავლოდაც ხომ ჰყავს ბათუმს პერსპექტიული ბიჭები,ისინიც ბევრს ისწავლიან ამ ბიჭებისაგან.ორი სამი კაციც რომ გავიდეს ბათუმიდან ევროპაში,მერე ყურადღება მოიმატებს და სხვებსაც გაეხსნებათ გზა.ვფიქრონ ძალიან დიდი საქმე გაუკეთეს ქართულ ფეხბურთს,ხვიჩამაც,ზურიკომაც,ჯუღელმაც და ბათუმის დინამოს ხელმძღვანელობამაც.მთავარია ეს შანსი ფინანსურთან ერთად,საფეხბურთო კუთხითაც კარგად გამოვიყენოთ.ზაფხულში ბათუმის თამაშები,ჩემპიონთა ლიგაზე,მერე ნაკრების თამაშები...ეს ნიშნავს,რომ ხვიჩაც,ზურიკოც,ირაკლიც და კიდევ რამდენიმე ბიჭი,მუდამ ევროპელების რადარებზე იქნებიან და თუ თავი მოაწონეს....მთავარია არ იჩქარონ და კაპიკებად არ გაიქცნენ,რადგან კაპიკებად ნაყიდს,მერეც კაპიკის ფასი ექნება.ეს უკვე გამოვცადეთ.
სოსო
03 აპრილი 2022 16:32
0
ეს ვინარი რაგაც გონია ტავი წადიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი
kaka
03 აპრილი 2022 08:39
8
ეგ რომელი ქანთარიაა, ბოტასები რომ ჩაეიტანა რაიხსტრაგიდან?
ფრანს-ლორენცო პიზეტო ტიბო!
03 აპრილი 2022 08:05
4
ისე ცოტა პატივისცემა, რომ გამოგეჩინათ ქართველი გმირის, მელიტონ ქანთარიას მიმართ, ნამდვილად კარგი იქნებოდა. ეს ხუმრობაც არ არის, უფრო პიროვნების შეურაცყოფაა!
ფრანც-ლორენცო პიზეტო ტიბოს-სს
03 აპრილი 2022 19:34
1
აცალოთ იქნებაო და მივა კიკუ ამეღამ ფაცხაში, ხვალეც მივა და ზეგეც მარა ამით ჩვენ დიაკვანს აფერი დააკლდება ასეა ეს და ასე მგონია მე..
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
03 აპრილი 2022 08:03
5
100% ცოტა ხანს შეეშვით ხვიჩას.
გიორგი
03 აპრილი 2022 01:05
3
ეს კაცი ყოველთვის აბდა უბდა აზრებს აფრქვევს. ტრანსფერები ფეხბურთის ნაწილია და არავის აქვა უფლება მის გარდა რამე თქვას? თან რა სულელური შედარება მოყავს, ან რა შუაშია მის მიერ ჩამოთვლილი გუნდები? ბათუმი მართლა ულამაზესია და სტადინოც მშვენიერი აქვს. მგონი სულ დაავიწყდა ეს გუნდები ყველა ლიგაზე ნათამაშებია და რეიტიგში დინამო ზაგრები ალბათ მარტო შახტარს ჩამოუვარდება აღმოსავლეთ ევროპაში.
G.LA
02 აპრილი 2022 22:31
19
სადაცაა გავსკდებით ამდენი ტრაბახით და ბაქი-ბუქობით.(რაც ქართველებს გვახასიათებს) აცადეთ მათლაც რაა,რა უბედურებაა ამდენი ტყუილი და ტრაბახი?
თორნიკე
02 აპრილი 2022 22:28
1
ნაღდია, სრულად ვეთანხმები... რეალურად დასამტკიცებელი აქვს ყველაფერი და შემდგარ ვარსკვლავად ნუ ვაქცევთ და რეალურად მარადმწვანე პერსპექტიულ ახლაგზარდათ ნუ დავტოვებთ... მოქმედებს ეს ყველაფერი, 21 წლის ბიჭია... შეეშვით და ათამაშეთ მშვიდად. ზაფხულში ევროტურნირების შესარჩევზე მე დავრჩებოდი და თუ მოხდებოდა სასწაული და ჯგუფშიც გავიდნენ ხო უეჭველი კიდე დავრჩებოდი სანამ ტურნირს არ გამოეთიშებოდა... მარა იქამდე აცადეთ მშვიდად თამაში
რა მაფიაა?
02 აპრილი 2022 22:11
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული