კვარაცხელიას დებიუტი ბათუმის "დინამოში" და გამარჯვება "თელავთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-6 ტურში ბათუმის „დინამომ“ საკუთარ მოედანზე „თელავი“ 1:0 დაამარცხა.

მატჩმა ბათუმის „დინამოში“ კვარაცხელიას გადასვლის გამო განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, თამაში ლამაზი სანახავი იყო, მასპინძლები დიდ უპირატესობას ფლობდნენ და 33-ე წუთზე პენალტით მამუჩაშვილმა დააწინაურა. შესვენების შემდეგ „დინამოში“ შეცვლაზე კვარაცხელია შევიდა, რომელსაც სტადიონზე შეკრებილი მრავალრიცხოვანი გულშემატკივარი ოვაციებით შეხვდა. ის აქტიურად ჩაერთო თამაშში, აჭარულმა გუნდმა მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერა, რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა, გაფრინდაშვილის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, საბოლოოდ კი შეხვედრა 1:0 დასრულდა.

გია გეგუჩაძის გუნდი 13 ქულით ლიდერია, ხოლო "თელავი" 7 ქულით
მეოთხე პოზიციაზეა.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
დინამო (ბთ) - თელავი 1:0
გოლი: მამუჩაშვილი (33, პენ)

დინამო (ბთ) (4-2-3-1): ალავიძე, მამუჩაშვილი, კობახიძე (კ), აზაცკი, აზაროვი, ფალავანდიშვილი (გაფრინდაშვილი 46), ალთუნაშვილი (ზარია 66), რადინი, ფლამარიონი (ლობჯანიძე 75), ჯიღაური (ჩაბრაძე 84), ფანცულაია (კვარაცხელია 46)

თელავი (4-2-3-1): სანიკიძე, ფაცაცია (ღაღანიძე 75), თევზაძე, თოლორდავა (კ), კაპანაძე, ქანთარია, მარაქველიძე (მახარობლიძე 46), აშორტია (ფირანიშვილი 75), ქოჩლაძე (ჯიქია 46), პავიშიჩი (მუჯირი 65), გოშთელიანი

მკითხველის კომენტარები / 49 /
დავიწყებ იქედან, რომ მაისურზე ქაჩავდა და ხელით აჩერებდა მცველი, რასაც მოჰყვა კვარას გაბრაზება და შეკამათება, სრულიად ბუნებრივი რეაქციაა და თავში ავარდნასთან არანაირი კავშირი არ აქვს. როგორც ვხედავ არ ელევა ხალხს ბრალდებები მის მიმართ.
გამადიდებელი ლუპის ქვეშ გყავთ მუდმივად, აბა იქნებ ფეხი დაუცდეს, ან რაღაც იმ ნორმის ფარგლებში ვერ ჩაჯდეს თქვენ რომ გაქვთ დაწესებული და დაუწყებთ ეგრევე გადავლას.
მერე მეორე , მინდა იმ კომენტარს გამოვეხმაურო, ვინც წერს შაქარაშვილივით მოექცევიანო თუ რაღაც აბსურდი.
ხალხო!! ამ დამოკიდებულებით რატომ აღვივებთ შუღლს სპორტსმენებში, ეგ რომ წაიკითხოს სპორტსმენმა რამხელა დაბრკოლებაა მისთვის აზრზე ხართ?
სულ მარტო ვიყავი აქ კვარას მიმართ ბულინგს და უსამართლობის ტალღას რომ ვაპროტესტებდი მაგრამ ერთი წამითაც არ მიფიქრია ის უკიდურესობა რაც თქვენ დაწერეთ.
ეგეთი ნამდვილად არ მგონია ქართველი ხალხი. არაფერი ემუქრება მას აქ და რუსები ფულს გადაუხდიანო ეგ საიდან მოიტანეთ არვიცი. რაღაც ფანტასტიკის სფერო აღწერეთ რამაც ცუდად იმოქმედა ჩემზე :))
მეტი ადეკვატური ანალიზი გავაკეთოთ და ნაკლები ვიფანტაზიოროთ ჯობია...
Winter
02:49 03-04-2022
5
მეორე ტაიმში გამოვიდა და ეგრევე უხეში თამაში დაიწყეს მის წინააღმდეგ.
თვითონაც ვეღარ მოთოკა მერე ნერვები.
იქნებ ზაფხულამდე ისე მივიდეს ტრავმა არ აკიდონ საქართველოს ჩემპიონატში.
Herbst
23:16 02-04-2022
5

სიახლეები პოპულარული