ბათუმელებმა მეტოქეს მისალმება არ აცადეს, ჯოვინო ფლამარიონმა უკვე მე-2 წუთზე სეზონში მე-5 გოლი გაიტანა - რადინის ჩაწოდების შემდეგ, შოვნაძეს აუღებელი თავური დაურტა.
მე-6 წუთზე წყალტუბოელებმა ირაკლი აზაროვის შეტევაში ჩართვით ისარგებლეს და მარჯვენა ფლანგიდან სწრაფი იერიში განავითარეს, რასაც მამუკა კობახიძის შეცდომა მოჰყვა. კუხიანიძე მეკარე ალავიძემ საჯარიმოში წესების დარღვევით შეაჩერა და გაფრთხილებაც მიიღო. თერთმეტმეტრიანი თავად დაზარალებულამა შეასრულა, თუმცა ბათუმელთა მეკარემ ბურთი მოიგერია. "სამგურალმა" გოლის გატანა კუთხურიდან სცადა, რაც კინაღამ გამოუვიდა.
25-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას კარის აღება შეეძლო, თუმცა მეკარე შოვნაძემ კარგი რეაქცია გამოავლინა და "კვარას" არ გაატანინა. აქვე, ტრავმის გამო, შეხვედრის გაგრძელება საქართველოს ნაკრების წევრმა ლადო მამუჩაშვილმა ვეღარ მოახერხა.
ბათუმელების დაცვის ხაზში პრობლემები სახეზე იყო, თუმცა სერგო კუხიანიძე ამას სათანადოდ ვერ იყენებდა. ტაიმის ბოლოს ჯოვინოს დუბლის შესრულება შეეძლო, თუმცა წყალტუბოელთა კიპერმა აქაც კარგად ითამაშა.
მეორე ტაიმის დასაწყისში, გრიგოლ ჩაბრაძემ მასიაშვილთან ორთაბრძოლაში სერიოზული ტრავმა მიიღო, ყელის არეში იდაყვი მოხვდა და მოედანზე სასწრაფო დახმარების შემოყვანა გახდა საჭირო. ამ ეპიზოდმა შეხვედრაზე ნეგატიური გავლენა მოახდინა და თამაშის ტემპი დაეცა. თანაც, მინდვრის საფარი იდეალურისგან შორს იყო.
84-ე წუთზე კვარაცხელიამ ბრწყინვალედ იმოქმედა და რამდენიმე მეტოქეს ეფექტურად გაუმკლავდა, ბოლოს კი წესების დარღვევით შეაჩერეს. ჯარიმა თავად ხვიჩამ შეასრულა, თუმცა არაზუსტად.
ბოლო წუთებში, ბათუმელთა რიგებში ჯანო ანანიძეც ვიხილეთ, კვარაცხელიას კი დასვენების საშუალება მიეცა. სტუმართა მე-2 გოლი შეცვლაზე შემოსული ფეხბურთელების იყო - გუგა ფალავანდიშვილმა ელგუჯა ლობჯანიძეს გაატანინა. ფალავანდიშვილი ამაზე არ გაჩერედა და მოწინააღმდეგის კარი თავადაც აიღო - 0:3.
10.04.22. ზესტაფონი. "დავით აბაშიძე"
"სამგურალი" - "დინამო ბათუმი" 0:3
გოლები: 0:1 ფლამარიონი (2), 0:2 ლობჯანიძე (90+1), 0:3 ფალავანდიშვილი (90+6)
გამოუყენებელი პენალტი: კუხიანიძე (7)
მომდევნო ტურში, 18 აპრილს, "დინამო" გაგრას" უმასპინძლებს, "სამგურალი" კი თბილისის "დინამოს" ეწვევა.
არაბიძის სადებიუტო და ხუციშვილის საოცარი გოლი ჰამზიჩის კარში - "ტორპედომ" გაიმარჯვა [VIDEO]
კვარაცხელიას დებიუტი ბათუმის "დინამოში" და გამარჯვება "თელავთან" [VIDEO]
დღეს მთელი საქართველო რუსეთის ძალმომრეობას აგინებს,უკრაინაში და რაც ჩვენ სტადიონებზე ხდება,იგივე ძალმომრეობა არ არის?!ჯერ მხოლოდ გინებაა და ისე ვატყობ,წელსაც ვერ გადავრჩებით ფანებს შორის ცხვირპირის მტვრევას.ეტყობა მათშიც პატარა რუსეთი დევს და გარეთ გამოსასვლელად იბრძვის.ყველა კლუბს,თავისი ფანები ჰყავს და გუნდის ხელმძღვანელობამ ალბათ ძალიან კარგად იციან,ვინ როგორ იქცევა.მგონი დროა,მათთან მუშაობაც დაიწყონ კლუბების საზოგადოებასთან ურთიერთობების მუშაკებმა.სხვანაირად კიდევ უარესს უნდა ველოდოთ. ალბათ დამაყრიან დისლაიქებს,მაგრამ იქნებ ვინმე დაფიქრდეს კიდეც.დისლაიქებს კი,როგორმე ავიტან.რასაც ვწერ,ვინმეს სიძულვილით ხომ არ ვწერ.ფაქტია,რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება.