კვარაცხელია და დავითაშვილი კვირკველიას წინააღმდეგ - მატჩის დღე

AutoSharing Option
დღეს, 18 აპრილს, ეროვნულ ლიგაში მე-8 ტურის მატჩები ჩატარდება. ყველაზე დიდ ინტერესს ბათუმში გასამართი შეხვედრა იწვევს, სადაც ადგილობრივი "დინამო" "გაგრას" დაუხვდება.

ხვიჩა კვარაცხელიამ ხალხმრავალი ბათუმური პუბლიკის წინაშე ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ტაიმი ითამაშა, ახლა კი სასტარტო შემადგენლობაში ველით. უკვე გია გეგუჩაძის გუნდთან ერთადაა საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრი ზურიკო დავითაშვილი. ბათუმელთა თავკაცის საფიქრალი შემადგენლობის სწორად დაკომპლექტება და როტაციაცაა. ეს უფრო შეტევას ეხება, თორემ დაცვაში ნაკლები კონკურენციაა.

Sportall.Ge

რაც შეეხება "დინამოს" დღევანდელ მეტოქეს - "გაგრაში" ხომ საბა კვირკველია ჩაირიცხა. ამხელა მასშტაბის მცველი საქართველოში
ბევრი ნამდვილად არაა და ახლა როგორ კონდიციებშიც უნდა იყოს, მის კლასთან დაპირისპირება მარტივი არ იქნება. გაგრელთა წინა ხაზში მათე ვაწაძეა, რომელმაც უკვე 4 გოლის გატანა შეძლო და აშკარად განსხვავებულ უნარებს ავლენს, რასაც ქართველი ფორვარდებისგან ხშირად ვერ ნახავ.

მოგეხსენებათ, ბათუმელები 16 ქულით პირველ ადგილზე არიან, გორის "დილას" - 1, ხოლო თბილისის "დინამოს" 2 ქულით აღემატებიან. "გაგრას" ჯერჯერობით მხოლოდ 8 ქულა აქვს და სატურნირო მდგომარეობის გამოსასწორებლად სერიოზული მეტოქე ჰყავს.

ბათუმში გასამართი შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება და მას გიორგი კიკაჩეიშვილი განსჯის.

რაც შეეხება ტურის სხვა შეხვედრებს: "სიონი" - "ტორპედო" (16:00 სთ), "დილა" - "თელავი", "დინამო თბილისი" - "სამგურალი" (ორივე 19:00 სთ), "საბურთალო" - ""ლოკომოტივი" (21:00 სთ).

altვაწაძის მე-4 გოლი, კვირკველიას სასტარტო, მეკარის ტრავმა და ფრე ზესტაფონში [VIDEO]

altოფიციალურად: დავითაშვილი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია

altხვიჩას ფინტები გულგრილს ვერ დაგტოვებთ - კვარაცხელია "სახურავზე ავიდა" [VIDEO]

altკვარაცხელია ბათუმელთა სასტარტოში - სწრაფი გოლი, გამოუყენებელი პენალტი და ტრავმები [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 8 /
Rame saiti mitxarit ra onlain ro vuyuro
Soso
18 აპრილი 2022 20:21
0
Erovnuli Liga HD1 you tube - ზე.
გიორგი
19 აპრილი 2022 03:01
0
რა ვი ალბანეთთან მშვენივრად შემოვიდა კობახიძე.
ირაკლის
18 აპრილი 2022 15:51
5
ეტყობა მარტო ალბანეთთან ნახე კობახიძის თამაში, თორე საქართველოს ჩემპიონატში 2 მეტრიდან რომ ასწრებს თავდამსხმელები მაგას არ იტყოდი. (ნუ კობახიძის ნათესავი თუ არ ხარ)
irakli
18 აპრილი 2022 16:44
1
ირაკლი მეგობარო მე ვარ ბათუმელი, დღესაც სტადიონზე ვიქნები რათქმაუნდა და ვიცი რასაც ვამბობ პლუს ალბანეთთან თამაშით თუ უნდა განიხილებოდეს ეგ საკითხი ამოვჭრათ კადრები სადაც ის ბურთს შეეხო და გავაკეთოთ ანალიზი მხოლოდ ის 2-3 კუთხური ალბანეთის სასიკეთოდ არაფრისგან გაუკეთა საჩუქრად კაშიამაც კი ვერ დამალა უკმაყოფილება თამაშის დროს.. და დამიჯერეთ ეგ ამხანაგური იყო პლუს ალბანეთი და კიდევ სულ რაღაც თამაშის მესამედი ითამაშა..
შავი კაცი
18 აპრილი 2022 16:35
0
მიკვირს სპორტული ჟურნალისტების რატო არ ინტერესდებით ბათუმის დინამოს მცველებით, იქნებ რამე გაარკვიოთ მუშაობს თუ არა დინამო დაცვითი ფაზის გაძლიერებაზე,ფაქტია რომ ძალიან სისტია კობახიძე, რომ არა აზაცკი კატასტროფა იქნება დაცვაში და ეს კატასტროფა ეგრევე დაგვეტყობა როცა შესარჩევი ციკლი დაიწყება ევროსარბიელზე!!!
ნუთუ მხოლოდ ქართული ფეხბირთის გულშემატკივრები ვხედავთ,არ მჯერა რომ არ გესმით ჩვენი გულისტკივილი!!!
შავი კაცი
18 აპრილი 2022 14:03
0
მე ბევრი არ მაქვს ნანახი კობახიძის თამაში, მაგრამ ნაკრებში რაც ვნახე, მშვენივრად გამოიყურებოდა.
შოთა-მილანი
18 აპრილი 2022 16:51
1
მეც მაინტერესებს კობახიძის თამაში თუ ნანახი აქვს სანიოლს ნაკრებში რა ლოგიკით იძახებს და გამოძახებას თავი რომც დაანებო ათამაშებს კიდეც -))))))))))
irakli
18 აპრილი 2022 14:38
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული