"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის მე-10 ტურის შეხვედრა ქუთაისის "ტორპედოსა" და თბილისის "დინამოს" შორის ჩხუბის გამო ვერ დასრულდა. აღნიშნულ ინციდენტს სადისციპლინო კომიტეტი განიხილავს და უახლოეს მომავალში გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.

მატჩს ტრიბუნიდან თვალს არ ადევნებდა მასპინძელთა ფან-კლუბი "ჯუნგლები", რომელიც სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში წერია, რომ ისინი სტადიონზე მანამდე არ მივლენ, ვიდრე გუნდის მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე თანამდეობას არ დატოვებს.

"ბევრი კითხულობს თუ რატო არ არიან "ჯუნგლები" დღევანდელ შეხვედრაზე. ჩვენი მოთხოვნა მთავარი მწვრთნელის გია ცეცაძის თანამდებობიდან გათავისუფლებაა და პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ
დატოვებს!!! ეს გუნდი სულ იყო არის და იქნება ხალხის და ხალხის აზრს თუ პატივს არ ცემთ არც ჩვენ გცემთ პატივს!!!", - წერია განცხადებაში.

altჩხუბი, ტრიბუნებიდან საგნების სროლა, მაყურებლების მოედანზე შევარდნა - "ტორპედოსა" და თბილისის "დინამოს" მატჩი ჩაიშალა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 50 /
ხედავთ აქ ქუთაისლებზე უფროა გართულება როგორც კომენტარებიდან ჩანს. უფროსებმა მაინც მიხედეთ ამ საქმეს და აუხსენით და მოუყევით პატარებს ტირპედოს და დინამოს ურთიერთობის ისტორია თორემ მხოლოდ ახლო წარსულის, ერთი თამაშით იქმნიან შთაბეჭდილებას, გაბოროტდებიან და ისევ ყველას საერთო პრობლემაა
sormona
01 მაისი 2022 11:50
1
მაგას კიდევიმიტომთუ ამიტომ ვჩხუბობო.გამართლება არ არის ახსნა უნდა?რამაზ შენგელიას სახელობისაა ეგ სტადიონი და თბილისი დინამოში გაატარა თითქმის მთელი კარიერა,იქ გახდა ვარსკვლავი,ქუთაისელი ბიჭი.მის გვერდით რამდენი ქუთაისელი იყო,ჭომას ქუთაისელობა არ იციან,კოსტავასი და გაბელიას ქუთაისში ნათამაშებობა?დინამოს შემადგენლობის თითქმის ნახევარი,ყოველთვის ქუთაისში სკოლა გამოვლილი ფეხბურთელი იყო და თუ ესეც არ იციან,რაღა გულშემატკივრები არიან?დინამო და ტორპედო ყოველთვის განუყოფელნი იყვნენ,ძმებივით და მართლაც ძმებივით,ყველაზე უფრო უკომპრომისოდ,ერთმანეთის წინააღმდეგ თამაშობდნენ,ძმებივით ესენიც ხშირად ჩხუბობდნენ,მაგრამ მუდამ ძმებად რჩებოდნენ და გაჭირვებაში ერთმანეთს ზედ ეფარებოდნენ.სხვანაირად არც შეიძლებოდა და არც ახლა შეიძლება.მაშინ სხვა წყობა და სისტემა იყო,ხალხო,სხვანაირად არ შეიძლებოდა და არც დინამოს და მით უმეტეს არც ტორპედოს ბრალი იყო,მისი ტალანტები დინამოში რომ მიჰყავდათ.თბილისის დინამო რომ არ შეექმნათ,შინაგან საქმეთა სამისტროს გუნდი,ამ ტალანტებს მოსკოვის დინამო,ან ცსკა წაიყვანდა და რომელი სჯობდა?დინამო მაშინ ფაქტობრივად საქართველოს ნაკრები იყო,რომელიც ამავე დროს ფეხბურთელს საბჭოთა ჯარში გაწვევისაგან იცავდა და დღეს საქართველოს ნაკრებში რომ ფეხბურთელს ნებისმიერი გუნდიდან დაუძახონ,ეგაა საწყენი?ამის გამო გულში ბოღმის ჩადება,სრულ უცოდინარობად მიმაჩნია.ალბათ უფრო მეტი უნდა გაიკითხოთ უფროსებში,რა და როგორ იყო,უფრო მეტი უნდა იკითხოთ,სპორტული ლიტერატურა,ისტორია.აქ ჩემი ნათქვამი მთლიანად მიემართება დინამოს ფანებისკენაც,რადგან ვერც დინამო ივარგებდა ქუთაისიდან წამოსული შევსების გარეშე.ამ დაუსრულებელ ძალადობას თუ ბილწსიტყვაობას,ვერც მოედანზე მომხდარი ინციდენტები გაამართლებს,ვერც ცუდი მსაჯობა და ვერც უხეშობა.რაც მოედანზე ხდება,ფეხბურთის ფედერაცია განიხილავს და დასასჯელს დასჯის.აგერ დასაჯა კიდეც.გულშემატკივრის ხულიგნობას კი, მხოლოდ ერთი ახსნა აქვს,ესაა უკულტურობა,უზრდელობა,სხვისი უპატივცემულობა და ამას ძალიან ადვილად შეიძლება მოჰყვეს ტრაგიკული შედეგები.მერე დაიწყებენ,უბედური შემთხვევა იყოვო,მაგრამ ათასჯერ რომ გაისროლო ქვა,ადამიანების ჯგუფისაკენ,ერთხელ მაინც ვიღაცას მოხვდება თავში და შემთხვევით მოხვდაო,ვერავინ იტყვის.შემთხვევით სწორედ იმ კაცს მოხვდა,მაგრამ ვიღაცას რომ უნდა მოხვედროდა, ეს კანონზომიერება იქნება.ამას კონკრეტულად ამ თამაშის შესახებ არ ვამბობ,ზოგადად გულშემატკივრებს შორის დაპირისპირებებზე ვამბობ და ამაზეც უნდა დავფიქრდეთ,სანამ უბედურება არ დატრიალებულა.უბედურება,რომელიც ვერაფრით იქნება,უბედური შემთხვევა
სოსო
02 მაისი 2022 21:48
0
რამოდენიმე კომენტარს ვეთანხმები და რატომ ვიტყვი.... ბევრს არ მოეწონება და გამლანძღავს ... სიმართლეს ყოველთვის ებრძვიან ... დავიწყოთ იმით რომ ბათუმის დინამოსთან თამაშში სრულიად ანშლაგი იყო... მაყურებელი მივიდა კვარას სანახავად ... თბილისის დინამოსთან თამაში ყოველთვის საინტერესოა და სულ ბევრი ქუთაისელი მიდის ... მიდის და რატომ? საბალეშიკოთ? არა საგინებლად .... მოდით სხვა თამაშებზე და ნახავთ რა რაოდენობის მაყურებელია ... მეტს აღარ გავაგრძელებ და ერთს ვიტყვი, რომ იძახიან ტორპედო ხალხის გუნდია ... ეგრე აღარაა... კერძოა და თვითონ გადაწყვეტს ყველაფერს ... ხალხის გუნდი როცა იყო გაქანებული კორუფცია და ნეპოტიზმი იყო გუნდში ... ამას რატო არ აპროტესტებდით??? ახლაც კი არაფერს ამბობთ ... გამგები გაიგებს
ლუკა
01 მაისი 2022 11:02
3
ნახევრად ნათქვამი აფუჭებს საქმეს ყოველთვის, რას ნიშნავს გამგები გაიგებს? პოლიტიკაა ეგეც თუ რა , თქვი ოჯახაშენებულო თუ სათქმელია.
La masia
01 მაისი 2022 17:56
0
ესენი ყველაზე უწესო ხალხია მთელს მსოფლიოს ფანებში,ეს ის ხალხია 50 ათას რომ ახდევინებს კლუბს ჯარიმას ყოველწლიურად თავიანთი უსაქციელობ8ს გამო.ესენი საერთოდ არ უნდა დაუშვა სტადიონზე!
გოჩა
01 მაისი 2022 10:40
2
ამ ქუთაისელებმა ხომ გადაიჯუნგლეს თავზე რა. თქვენ ვინ გეკითხებათ მწვრთნელის მოხსნა არ მოხსნის საკითხს? ადგილის შენარჩუნებაზე თამაშობენ, მეტი რაღა უნდათ
დავით
01 მაისი 2022 09:03
2
მწვრთნელის კი, მარა ცეცაძე მწვრთნელია, დაესწარი ერთ ვარჯშს და მოუსმინე, გაიხსენე ფურთხება, გინება, სამტრედიიდან თესი და მიხვდები მემგონი.
dima
01 მაისი 2022 14:26
0
ჰე მიდი გაუყენეთ ცეცაძე დისლაიქების ავტორების კლუბებში, ქუთაისში არ არის საჭირო!
sormona
30 აპრილი 2022 23:15
0
ბრავო "ჯუნგლებს"! მოსკოვის"ლოკომოტივის" ფან კლუბმა "სოუს-იუნაიტიდ" ვინმე კრილოვის თავკაცობით მთელი რუსეთის რკინიგზას და მთელ რპლ-აჯობა და სიომინის მიმართ დაშვებული უსამართლობა არ გადაყლაპა.თავისას მიაღწიეს.
აკა
30 აპრილი 2022 22:12
0
უკვე ოლიმპიაკოსს ვბაძავთ?მთლად ხო არ აუშვით აფრები ძმებო?დაგავიწყდათ ცოტა ხნის წინ ფედერაციამ და მსაჯებმა გვიხსნეს მერანთან,დაგვავიწყდა?უმადურები ვართ და საკუთარ თავზე დიდის წარმომდგენები თორემ ცეცაძეზე უკეთეს მწვრთნელს რითი ვიმსახურებთ?
Წავა ეს ცეცაძე უკვე გადაწყვეტილი აქ კაცს,მაგრამ ვინმე ისურვებს კი ტორპედის გაწვრთნას როცა ოლიმპიაკოს და მანჩესტერს ადარებთ გუნდს?ისე ზიდანთან ხო არ გვეწარმოებინა მოლაპარაკება? Ტუხელს ხო არ დაველაპარაკოთ? Და მერეც რო წავაგოთ ისევ ცეცაძეს ვაგინოთ თუ როგოა საქმე?გამოდით ილუზიებიდან და დაეშვით მიწაზე.ამ თბილისელების ბოღმა როდემდე უნდა გვახრჩობდეს კიდევ?ოღონდ თბილისელებზე უკეთესები ვიყოთ და ხვალინდელი დღე თუნდაც ნუ გათენებულა?კარგით რა მართლა უკვე...
kutaisi
30 აპრილი 2022 21:38
7
პროვინციის გუნდებია ნაპოლი,იუვენტუსი მილანი,ინტერი,სამპდორია,პარმა,დედაქალაქი კი რომია,რომელი ეს გუნდი ჩამოუარდება თავისი ისტორიით რომაულ კლუბებს.
zuras
01 მაისი 2022 14:38
0
არასდროს გამიხარდება ქართული კლუბის ცუდი, ყოველთვის მიუღებელია რადიკალიზმი, რაც ქუთაისში მოხდა წააგო მთელმა ქართულმა ფეხბურთმა! რაც მე თბილისის დინამოსთვის მიგულშემატკივრია და მინერვიულია ევროტურნირებზე თორემ შიდა ჩემპიონატში რათქმაუნდა ყველა თავის გუნდს გულშემატკივრობს.
რაც შეგეხება შენ მეგობარო ქუთაისელი ხარ თუ მოგაქვს თავი ქუთაისლად ცდები და ცდება ის პროვინციელიც ზურა რო ქვია თორემ ქუთაისი პროვინცია არ არის და არც ყოფილა
sormona
01 მაისი 2022 09:46
0
ყველა გამოხმაურება
მსოფლიოში ყველაზე უკულტურო გულშემატკივარ ყავს ქუთაისის ტორპედოს.
სიმართლე
30 აპრილი 2022 21:30
12
ნეტა რამის თავი მაინც გქონდეს. საიდან დაასკვენი ეხლა რომ კომენტარის ავტორი ნაცია? ისე არცერთი რომ არ ვარგა ვერ ხვდები? იმთმა მე თუ არა მიშა მოვაში რომ გაცხოვრეს 10 წელი ამის არ გიტყდება?
სიმართლე-ს-ს
01 მაისი 2022 08:53
3
გვეტყვი მაგას პირში თუ კლავიატურის ლომიხარ,დატოვე კოორდინატები და შეგეხმიანებით,ისე არ გიტყდება ნაცი რომ ხარ და 2008-ში ომიდან კაბაჩაცმული რომ გარბოდით ნაცები
სიმართლე-ს
01 მაისი 2022 01:59
11
ქეცბაია ოლიმპიაკოსიდან სწორედ გულშემატკივრების მოთხოვნის საფუძველზე გუშვეს, თანაც ისე რომ თამაში არ ქონდა წაგებული,მაგრამ გულშემატკივრებს მისი თამაშის სტილი არ მოწონდათ და გამოხატავდნენ უკმაყოფილებას,ყველა გუნდს თავისი სათამაშო ხელწერა და თამაშის სტილი უნდა ქონდეს როგორც ოლიმპიაკოსს.მწვრთნელი უნდა აკმაყოფილებდეს გუნდის ყველა მოთხოვნებს და შესაბამისად უნდა ირჩეოდეს ის.
imereli
30 აპრილი 2022 20:40
5
vetanxmebi qutaiselebs cecadze misi shtabi mxolod xelfaze fikrobs ise mstvrnelobis azrze ararian
Iberia
30 აპრილი 2022 20:07
1

სიახლეები პოპულარული