"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის მე-10 ტურის შეხვედრა ქუთაისის "ტორპედოსა" და თბილისის "დინამოს" შორის ჩხუბის გამო ვერ დასრულდა. აღნიშნულ ინციდენტს სადისციპლინო კომიტეტი განიხილავს და უახლოეს მომავალში გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.

მატჩს ტრიბუნიდან თვალს არ ადევნებდა მასპინძელთა ფან-კლუბი "ჯუნგლები", რომელიც სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში წერია, რომ ისინი სტადიონზე მანამდე არ მივლენ, ვიდრე გუნდის მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე თანამდეობას არ დატოვებს.

"ბევრი კითხულობს თუ რატო არ არიან "ჯუნგლები" დღევანდელ შეხვედრაზე. ჩვენი მოთხოვნა მთავარი მწვრთნელის გია ცეცაძის თანამდებობიდან გათავისუფლებაა და პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ
დატოვებს!!! ეს გუნდი სულ იყო არის და იქნება ხალხის და ხალხის აზრს თუ პატივს არ ცემთ არც ჩვენ გცემთ პატივს!!!", - წერია განცხადებაში.

altჩხუბი, ტრიბუნებიდან საგნების სროლა, მაყურებლების მოედანზე შევარდნა - "ტორპედოსა" და თბილისის "დინამოს" მატჩი ჩაიშალა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 50 /
ხედავთ აქ ქუთაისლებზე უფროა გართულება როგორც კომენტარებიდან ჩანს. უფროსებმა მაინც მიხედეთ ამ საქმეს და აუხსენით და მოუყევით პატარებს ტირპედოს და დინამოს ურთიერთობის ისტორია თორემ მხოლოდ ახლო წარსულის, ერთი თამაშით იქმნიან შთაბეჭდილებას, გაბოროტდებიან და ისევ ყველას საერთო პრობლემაა
sormona
11:50 01-05-2022
1
რამოდენიმე კომენტარს ვეთანხმები და რატომ ვიტყვი.... ბევრს არ მოეწონება და გამლანძღავს ... სიმართლეს ყოველთვის ებრძვიან ... დავიწყოთ იმით რომ ბათუმის დინამოსთან თამაშში სრულიად ანშლაგი იყო... მაყურებელი მივიდა კვარას სანახავად ... თბილისის დინამოსთან თამაში ყოველთვის საინტერესოა და სულ ბევრი ქუთაისელი მიდის ... მიდის და რატომ? საბალეშიკოთ? არა საგინებლად .... მოდით სხვა თამაშებზე და ნახავთ რა რაოდენობის მაყურებელია ... მეტს აღარ გავაგრძელებ და ერთს ვიტყვი, რომ იძახიან ტორპედო ხალხის გუნდია ... ეგრე აღარაა... კერძოა და თვითონ გადაწყვეტს ყველაფერს ... ხალხის გუნდი როცა იყო გაქანებული კორუფცია და ნეპოტიზმი იყო გუნდში ... ამას რატო არ აპროტესტებდით??? ახლაც კი არაფერს ამბობთ ... გამგები გაიგებს
ლუკა
11:02 01-05-2022
3

სიახლეები პოპულარული