კვარაცხელიასა და ჯუღელის საჩუქარი ქართველებს - როცა ქვეყანა ფეხბურთზე მეტს ნიშნავს

AutoSharing Option
როგორც გენიალური ქართველი მსახიობი ვასილ ჩხაიძე გენიალურ ქართულ ფილმ "შერეკილებში" ამბობს, "დადგა ჟამი ჩვენი განშორებისა!" მალე ცათმფრენი ჰაერში უნდა აიჭრას და მფრინავები ოცნებების ასრულების გზას დაადგნენ. იქამდე კი რთული სამუშაო პროცესის დასასრული ბათუმის წვიმიან საღამოს გაიმართება - ხვიჩა კვარაცხელია დინამოს გამოემშვიდობება. ახლა, როდესაც საქართველოს რეგიონების მოედნები "კვარას" ვეღარ ნახავენ, შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა ხვიჩას საქართველოში ჩამოსვლას და ზოგადად, იმ გზაზე, რომელიც კვარაცხელიამ "ნაპოლიმდე" მამუკა ჯუღელთან ერთად გაიარა.

ხვიჩა კვარაცხელია სანამ მოსკოვის "ლოკომოტივში" გადავიდოდა, შეთავაზება ლისაბონის "სპორტინგიდან" ჰქონდა.
რეალისტურად შევხედოთ მოცემულობას: ხვიჩას უდიდესი პლუსი ტექნიკა და დრიბლინგია. მაშინ კვარა ფიზიკურად ისეთი ძლიერი არ იყო, როგორც ახლა. ტექნიკითა და დრიბლინგით ხვიჩას კონკურენციაში შესვლა პორტუგალიელ და ბრაზილიელ ფეხბურთელებთან მოუწევდა. საკმარისი იქნებოდა კი მისი პლუსები განვითარებისთვის საჭირო სათამაშო დროის მისაღებად? ალბათ, არა. პოლიტიკური და სოციალური საკითხი გვერდით რომ გადავდოთ და წმინდა სპორტული თვალსაზრისით ვიმსჯელოთ, საერთო დონის მხრივ, უკრაინაში ომის დაწყებამდე რუსეთის პრემიერლიგა პორტუგალიის სუპერლიგაზე მაღლა იდგა (უეფას საკლუბო კოეფიციენტები და ტრანსფერმარკტის მიხედვით გუნდების საშუალო სატრანსფერო ღირებულება რომ ავიღოთ). ხვიჩას "სპორტინგში" პროგრესის მისაღწევად უფრო მეტი დრო დასჭირდებოდა, რადგან ძირითადად, თამაში "სპორტინგის" ახალგაზრდულ გუნდში მოუწევდა.

ხვიჩა "რუბინში" გაიხსნა, საქართველოს ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანეს მოთამაშედ სწორედ იქ ჩამოყალიბდა. ამიტომ კვარაცხელიას რუსეთში წასვლას ნეგატიურად ვერ შევაფასებთ, მიუხედავად იმისა, რომ "სპორტინგი"-"პორტუს" თამაშის ხილვა უფრო გვესიამოვნებოდა, ვიდრე "ლოკომოტივი"-"სპარტაკის" ან "რუბინი"-"ურალის". პორტუგალიაში ხვიჩას, ძირითადად, სათადარიგოთა სკამზე მოუწევდა ჯდომა, 18 წლის ფეხბურთელი კი მხოლოდ ვარჯიშებსა და მეორე გუნდში თამაშით ვერ ვითარდება. ხვიჩა უმაღლეს დონეზე სათამაშოდ რუსეთში მოემზადა, მას განვითარებაში ხელი "რუბინში" შეუწყვეს და ეს რეალობაა.

მაგრამ ფეხბურთელისთვის მხოლოდ ევროპული ფეხბურთის ნაწილად გახდომა მიზანი შეუძლებელია იყოს. ასეა ხვიჩაც. ის პირველ რიგში ადამიანია, მერე - კაცი, მერე ქართველი და შემდეგ ფეხბურთელი. როგორც ნებისმიერ ჩვენგანს, კვარას ძალიან უყვარს თავისი სამშობლო. გახსოვთ, "რუბინში" რთული პერიოდი რომ ჰქონდა, საქართველოს ნაკრებში როგორ თამაშობდა? ამ ადამიანს საკუთარი ქვეყანა ფეხბურთზე მეტად უყვარს, საქმიანობის იმ სფეროზე მეტად, რისი წყალობითაც ცნობილი, დაფასებული და წარმატებული გახდა. ეროვნულ გუნდში ხვიჩას 17 მატჩი აქვს ჩატარებული და მასთან ერთად ნაკრები მხოლოდ 3-ჯერ დამარცხდა. ხვიჩამ კი საპასუხოდ გინება, ლანძღვა და შეურაცხყოფა იმიტომ მიიღო, რომ რუსეთის ჩემპიონატი უკრაინაში ომის დაწყებისთანავე არ დატოვა. ხვიჩას წამოსვლას ომის გაჩერება არ შეეძლო, ფეხბურთელი არც "რუბინში" აპირებდა დარჩენას, ომის საწინააღმდეგო პოსტი "ინსტაგრამში" გამოაქვეყნა. მეტი რა უნდა ექნა? იარაღი აეღო ხელში და საბრძოლველად წასულიყო?

გასათვალისწინებელი ერთი ფაქტორია - მისი კრიტიკის დროს ხშირად გამოიყენებოდა აზრი, რომლის მიხედვითაც, უკრაინელები ჩვენი ისტორიული მეგობრები არიან, ჩვენი კარგად ესმით და ქართველ ფეხბურთელს რუსეთი მანამ უნდა დაეტოვებინა, სანამ ამას სხვა ქვეყნის წარმომადგენლები გააკეთებდნენ. უკრაინელებისა და ჩვენი მეგობრობის საკითხი ნათელია; ჩვენც და ისინიც რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ყოველდღიურ ბრძოლაში რომ ვართ ჩართულები, ესეც, თუმცა ერთი არაპოპულარული შეკითხვის დასმაც შეიძლება: თუ უკრაინელებს ჩვენი ყველაზე კარგად ესმით და ჩვენი ერები ერთმანეთთან იმაზე ახლოს არიან, ვიდრე რომელიმე სხვა დასავლურევროპულ ხალხთან, 2008 წელს, საქართველოში მიმდინარე ომის დროს, რუსეთის ჩემპიონატიდან რატომ არცერთი უკრაინელი არ წამოსულა? რაც უკრაინელებს არ გაუკეთებიათ, ზუსტად იმის გამო რატომ ვლანძღავთ და ვაგინებთ იმ ადამიანს, რომელიც ფეხბურთით მთელი ჩვენი საზოგადოების გახარებას ახერხებს?!

და ვისი დამსახურება იყო მისი კარიერის მსგავსი განვითარება? მხოლოდ კვარაცხელიასი? იქნებ აგენტისაც? ამ საკითხზე თითქმის არავინ საუბრობს, რადგან მამუკა ჯუღელზე კარგის თქმისგან ჩვენი კოლეგები თავს იკავებენ. რატომ? იმიტომ, რომ რუსული ტერმინებით საუბრობს და ფეხბურთელები რუსეთში მიჰყავს. ბრიტანეთმა არგენტინას ფოლკლენდის კუნძულები წაართვა, მათთან ბრძოლაში ათასობით არგენტინელი დაიღუპა და ის არგენტინელი აგენტები, რომლებსაც ფეხბურთელები ინგლისში მიჰყავთ ან თავად ნისლიან ალბიონზე გადასული მოთამაშეები ქვეყნის მოღალატეები არიან? ეს ფეხბურთის სფეროა, სპორტის და არა ომის. აქ საუბარი ომზე გვაქვს და არა პოლიტიკაზე. ცხადია, სპორტსა და პოლიტიკას შორის დიდი კავშირი არსებობს, მაგრამ ეს პრობლემას საერთოდ არ წარმოადგენს, რადგან პოზიტიურ პოლიტიკურ კავშირებს ერთმანეთთან საომარ მდგომარეობაში მყოფი სახელმწიფოებიც ინარჩუნებენ. რუსეთს უკრაინის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი 8 წელია ოკუპირებული აქვს, ჩვენმა მოძმე ქვეყანამ კი მოსკოვიდან ელჩი მხოლოდ მას შემდეგ გამოიწვია, რაც რუსებმა კიევის აღება დააანონსეს.

მამუკა ჯუღელს კი ფეხბურთელები რუსულ კლუბებში მიჰყავდა, გაცილებით მაღალ დონეზე თამაშის საშუალებას აძლევდა, ვიდრე ბევრს შეეძლო. მოთამაშეები იმაზე გაცილებით მეტ ანაზღაურებას იღებდნენ, ვიდრე სხვა ქვეყანაში გადაუხდიდნენ. 2005 წლიდან მოყოლებული დღემდე, საქართველოს ნაკრების მოთამაშეების ძალიან დიდი ნაწილის აგენტი მამუკა ჯუღელი იყო. რეალურად რომ შევხედოთ, ამ ადამიანს ქართული ფეხბურთისთვის ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული. თემურ ქეცბაიას ყველა ჩვენგანი ტაშს უკრავდა, როცა ანორთოსისში ქართველი მოთამაშეები წაიყვანა და სანაკრებო მატჩების წინ სათამაშო პრაქტიკა მისცა. მაგრამ რატომ უნდა დავუკარგოთ მსგავსი საქმეები ჯუღელს? თან, თითქმის 20 წლის მანძილზე საქართველოს ჩემპიონატიდან მოთამაშეები ევროპის სიძლიერით მეექვსე ლიგაში მიჰყავდა და არა მხოლოდ მიჰყავდა, იმასაც ახერხებდა, რომ მის ფეხბურთელებს ეთამაშათ.

კიდევ ერთი საკითხია, რა კრიტერიუმით უნდა შევაფასოთ აგენტის მუშაობა? მას ვალდებულება ფეხბურთელსა და მის ოჯახთან აქვს. თუ მოთამაშე კმაყოფილია, ნიშნავს, რომ აგენტი კარგად მუშაობს.

ყვავს თავისი ბახალა ულამაზესი ეგონაო, ეგრე ვართ ჩვენც. გვგონია, რომ საქართველოში ისეთ ფეხბურთელებს ვზრდით, მადრიდის "რეალსა" და "ბარსელონაში" თუ არა, "დორტმუნდსა" და "აიაქსში" მაინც უნდა თამაშობდნენ. არადა, რეალობა სულ სხვანაირია. 21-ე საუკუნეში საქართველოდან წასულმა მხოლოდ ერთმა ფეხბურთელმა აიწყო ხანგრძლივი, წარმატებული კარიერა ევროპის ტოპ 5 ლიგაში და ეს ზურაბ ხიზანიშვილი იყო. გიორგი მამარდაშვილი ყველაფერს ახლა იწყებს...

კიდევ ვიღაცებს მამუკა ჯუღელის რუსული ტერმინებით საუბარი არ მოსწონს. არადა, თითოეული ჩვენგანი რამდენ რუსულ სიტყვას ვამბობთ დღეში? მაინცდამაინც ინგლისურ-ფრანგული სლენგებით უნდა ისაუბროს ადამიანმა? პაღდოონ! ამიტომ, რუსული სიტყვების გამოყენებისათვის ადამიანის გაკრიტიკება სრულიად უადგილოა, რამდენადაც უნდა გვეზიზღებოდეს რუსეთის სახელმწიფო და მისი დიქტატორი. რუსი არაა სლუცკი, რომელმაც კვარაცხელიას განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანა?!

მამუკა ჯუღელმა კიდევ ერთი კარგი გადაწყვეტილება ნუკრი რევიშვილსა და ლადო დვალიშვილთან ერთად მიიღო. ცხადია, ეს ხვიჩას სურვილიც იყო. ბუნებრივია, კვარაცხელიას ბათუმის "დინამოში" გადმოსვლას ვგულისხმობთ. ხვიჩა ჩამოვიდა თუ არა საქართველოში, სტადიონები გაივსო, თბილისის "დინამოს" თამაშზე ათობით ათასი ადამიანი მოვიდა, როცა ჩემპიონატის შეხვედრებს რამდენიმე ასეული გულშემატკივარი ესწრება. ეს იყო ის საჩუქარი, რაც მამუკა ჯუღელისა და ხვიჩა კვარაცხელიასგან ქართველმა გულშემატკივარმა მიიღო. როდის ითამაშებს 18 მილიონ ევროდ შეფასებული ფეხბურთელი საქართველოს ეროვნულ ლიგაში? როდის ნახავს მაყურებელი წყალტუბოს სტადიონზე "ნაპოლის" დონის მოთამაშეს? მას შემდეგ, რაც ჯუღელმა კვარაცხელიასა და დავითაშვილისთვის თავისუფალი აგენტის სტატუსის მოპოვება მოახერხა, ხვიჩას თურქული გრანდები იწვევდნენ. 3 თვეს "გალათასარაის", "ფენერბაჰჩეს" ან "ტრაბზონსპორის" მაისურით გაატარებდა, სატრანსფერო ღირებულებაც მოიმატებდა, მეტ გასამრჯელოს გამოიმუშავებდა, მაგრამ საქართველოში წამოვიდა. ეს არ უნდა აღვნიშნოთ, არაფერი უნდა ვთქვათ, რომ ამ ადამიანებმა დიდი ფეხბურთი ქართულ სტადიონებს დაუბრუნეს?

ძალიან ბევრი ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი გვინახავს ბოლო პერიოდში, რომლებმაც კარიერაში ბევრ ვერაფერს მიაღწიეს. შესაძლოა, ხვიჩას დარი ტალანტი არ ჰქონდათ, თუმცა იმდენი მაინც შეეძლოთ, იტალიის სერია A-ს საშუალო დონის გუნდში მაინც მოხვედრილიყვნენ, თუმცა ვერ შეძლეს. მამუკა ჯუღელმა კი პასუხისმგებლობა აიღო და კვარაცხელია "ნაპოლიში" იდეალურ დროს მიიყვანა. ტექსტი შერეკილების ციტირებით დავიწყეთ და ეგრე დავასრულებთ კიდეც. ხვიჩას მომავალზე საუბრისას, მისი ტრანსფერის განხილვისას ძალიან ბევრს თავი პროფესორად მოჰქონდა და ამბობდნენ, მამუკა ჯუღელი კვარაცხელიას კარგ გუნდში ვერ წაიყვანსო, მაგრამ "ვინ ყოფილა გამოტვინებული?"

alt"ხვიჩა სკამის ფორმას მიიღებს, ნაკრები ვერაფერს მიაღწევს" - არის ასეთი "კადრები", უკადრებელის მკადრები

მკითხველის კომენტარები / 76 /
პირდაპირი მნიშვნელობით, საკუთარ მამას არ გაუკეთებია ხვიჩასთვის, რაც მამუკამ გაუკეთა, აი რასაც ქვია მისი სურათი უნდა დაიკიდოს თავთან და დილა-საღამოს მადლობა შესწირის,
სანი
28 ივნისი 2022 21:28
15
zura222 დიდი .!. ვინმე ხარ.
....
28 ივნისი 2022 21:22
1
ხშირად იძახიან რომ რუსეთი სპორტში ჩამპალი ქვეყანაა და მხოლოდ ევროპაა განვითარება, ოლიმპიადაზე კარგად ჩანს ხოლმე რომ რუსეთი ყოველთვის სამეულშია თითქმის და სად არიან ხომლე ევროპული ქვეყნები? ამერიკა,ჩინეთი, რუსეთი, თითქმის ყოველთვის ეს შედეგი იდება ხოლმე.
გიორგი
28 ივნისი 2022 20:48
25
განსაკუთრებით დოპინგის შეშხაპუნებით.არარსებობს არცერთი სპორტის სახეობა დისკვალიფიკაცია არქონდეთ დოპინგის გამოყენებისთვის და მოსყიდვებით.
დოპინგი?
28 ივნისი 2022 21:40
2
კი, აბა რა! უბრალოდ მერე დოპინგ ტესტებს არ აგზავნიან და დამპალი მსოფლიო უპრობლემებს ამ ელემენტარულ რაღაცას პატიოსან რუსებს.
მიჩინიო
28 ივნისი 2022 21:40
2
ყველა გამოხმაურება
ეგ რუსები არ იყვნენ ხვიჩას გოლ ნახევარას რომ ეძახდნენ და დასცინოდნენ გოლებს ვერ იტანსო?ჩემთვის კი მთავარი იყო ნაკრებში გაეტანა და გაჰქონდა კიდეც,არ მახსენდება მისი ცუდათ ჩატარებული თამაში ნაკრებში და ამისთვის მადლობაა კვარაა!!
გიორგი
28 ივნისი 2022 19:52
1
ოსვალდო არდილესი
gıorgı
28 ივნისი 2022 18:20
0
მიყვარს ეს ბიჭი ძალიან და არანორმალურად ვგულშემატკივრობ, რაც გამოჩნდა იქედან ვგულშემატკივრობდი და ნერვები დამაწყდა მარტში მის მიმართ საშინელი კომენტარები რომ იწერებოდა. კბილებით ვიცავდი ყველგან იმიტომ რომ დამოუკიდებელ საქართველოში საუკეთესო ფეხბურთელად მიმაჩნია, ვფიქრობ, რომ მთელს სულს და გულს დებს თამაშებში, ნაკრების გაცოხლებას, ეროვნული ლიგის გაცოცხლებას და ყველაფერ კარგს მას ვაბრალებ რაც ქართულ ფეხბურთში მოხდა...
ყოველთვის დავიცავ უცოდინარი, უმაქნისი ადამიანებიაგან კიდევ.
უბრალოდ ერთი თხოვნა მექნება, ნუ ცდილობთ დადებით კონტექსტში დაგვანახოთ რუსეთი, და ჩვეულებრივ მოვლენად აქციოთ ნიჭიერი ბავშვების რუსეთში გადინება, ნუ ცდილობთ ყველას ნაცები გვეძახოთ და სიძულვილი ანთხიოთ ჩვენს მიმართ, ვისაც არაფერ რუსულთან არ გვინდა საერთო გვქონდეს და ნიჭიერი ბავშვების ყაზანში და ურალში თამაშის მომხრეები არ ვართ.
ისეთ სიძულვილით აღსავსე კომენტარებს ვკითხულობ რავიცი, მე ხვიჩას დაცვის მეტი აქ არაფერი მიკეთებია და რას გვაბრალებს ეგ ხალხი ვერ ვხვდები.
თვითონ ხვიჩა ამბობდა,რომ წასვლა უნდოდა რუსეთიდან და აქ უკეთ იციან მისი მომავალი თურმე.. ღმერთს მადლობა, რომ ეგ მოხდა და ის არასპორტული, ბნელი, არაპროფესიონალი და ოკუპანტი ქვეყანა დატოვა.
როგორ ლამაზადაც არ უნდა შევფუთოთ რუსეთი არ გამოდის მაინც და ჯობია რაც არ მოგვწონს ვთქვათ და ევროპული დონის ფეხბურთელი რომ გეყოლება მათ რუსეთში ჩალპობაზე პროტესტის გამოთქმის უფლება დაგვიტოვოთ!!!
აქ ზოგიერთი იმდენად ვერ იტანს ევროპას, მგონი როტორში ურჩევნია ან გროზნოს ახმატში ხვიჩა იყოს ვიდრე იმ "გარყვნილ" ევროპაში.
:))))
სასაცილოც აღარ არის.
Skeleton
28 ივნისი 2022 17:02
11
ასე მჭიდროდ რომ არ იყოს ყველა სფერო დაკავშირებული რუსულ პოლიტიკასთან და თან კაცის მკვლელ პოლიტიკასთან სულ სხვანაირად იქნებოდა ყველაფერი, მართლა გამიჯნული რომ იყოს სპორტი, კულტურა და პოლიტიკა...
მაგრამ არაა ასე!
ყველას გვაქვს უფლება არ გვინდოდეს ჩვენი ნიჭიერი ბავშვების მაგ ქვეყანაში გასვლა.
ევროპაში გაცილებით მეტს მიაღწევდა ჩვენი ხალხი, რუსეთი და რუსეთის მომხრეები რომ არ გვექაჩებოდეს უკან.
ლიტერატურის მეტი რა შექმნეს კარგი? მთელი რესურსი დამყრობლურ პოლიტიკას გადააყოლეს.
150 მილიონი არიან კარგი ადამიანები როგორ არ ჰყავთ და კარგი პიროვნები, ბოლოს და ბოლოს ჩემი ყველაზე საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟი (თავადი მიშკინი) რუსია.
არანაირი პიროვნული მიუღებლობა არ მაქვს მათი, უბრალოდ შეუძლებელია რუსეთის როგორც სახელმწიფოს მიმართ დადებითად განეწყო და იქ დროის გატარება მოგინდეს. ყველაფერი მოწამლულია იმპერიალისტური განწყობებით.
Skeleton
28 ივნისი 2022 20:26
2
მთავარია სულით და ხორცით გიყვარდეს შენი სამშობლო და ქართველები თორემ სად ითამაშებს ამით ნუ განსაზღვრავთ ნურავის.სიომინიც რუსია მაგრამ რამდენი ფეხბურთელი წაიყვანა ქართველი?ბოსკამპმა ზაზა მოკვეთა იმის გამო რომ მანქანით ჩამოვიდა მოსკოვიდან სიომინი კი მამასავით ექცეოდა ბოსკამპი წავიდა წაგებული დარჩა საქართველო.
მმმმმ
28 ივნისი 2022 18:46
7
ავტორმა "ათიანში" გაარტყა. ფეხბურთელი თუ კმაყოფილია და იძახის, აგენტი ჩემი ოჯახის წევრივითააო, ჩვენ რას ვერჩით? ჩვენ ვინ გვეკითხება? კაცმა საქმე გააკეთა და მადლობის მაგივრად რატომ ვაგინებთ? რა დაგვიშავა? ამაზე კახელებმა იციან კარგად თქმა - ვირო, მადლიო...
სანდრო
28 ივნისი 2022 17:02
5
ქოცების სიძულვილით სავსე კომენტარებდ რომ დებთ, მაშინ მათი პასუXიც დათეთ ან კიდე საერთოდ ნუ დადებთ ისეთ კომენტარს, სპორტს, რომ არ ეხება. არა სწორად იქცევით საიტის ადმინისტრაციავ.
irakli81
28 ივნისი 2022 16:40
5
ზუსტად მაგიტომ ბლოკავენ ჩემს კომენტარებს
ძმას
28 ივნისი 2022 18:04
3
ხვიჩამ ყურადღება ლოკომოტივში და რუბინში თამაშით კი არა, ნაკრებში თამაშით მიიქცია და ესპანეთთან და შვედეთთან გატანილი გოლებით.მანამდე რუბინში გოლები ვეღარ გაჰქონდა და რუსული პრესა და რუსები საცინათ იგდებდნენ და ნაკრებში რო მაგარი გოლები გაიტანა მერე დაიწყეს რო ნაკრებში ყველაფერს დებს და რუბინში თავს ინახავსო
ირაკლი
28 ივნისი 2022 16:33
6
"თუ მოთამაშე კმაყოფილია, ნიშნავს, რომ აგენტი კარგად მუშაობს." >>> დამთავრდა ბაზარი, ზუსტად ასეა. ფეხბურთელს აქვს თავისი ცხოვრება, 10 წელი თამაშობს ისედაც პროფესიონალურ კარიერაში, სადაც უნდა, იქ ითამაშებს. აგენტმა ჩვენი სურვილები უნდა დააკმაყოფილოს თუ ფეხბურთელის? რუსეთის დროშის დანახვაც მზარავს, მაგრამ ეს სიმართლეა. ისიც სიმართლეა, რომ დაბალი დონის ფეხბურთელები გვყავს, პოლონეთის ჩემპიონატში არ ათამაშებენ და რაის პორტუგალია და სპორტინგი. თან ეს სპორტინგი ახალგაზრდა პორტუგალიელებს და ბრაზილიელებს ზრდის, ახალგაზრდა ქართველები, უკრაინელები, რუმინელები და სომხები ფეხებზე ჰკიდია. ექიმია, იურისტია, მსახიობია თუ ჟეშტიანჩიკი, რავა ყველამ სხვაზე უკეთესად იცის ფეხბურთი არ ქვეყანაში. ასეთი ყოვლისმცოდნეები თუ ვართ, ასეთი წაქცეული ქვეყანა რატომ გვაქვს? აცადე ბიძია პურის გამოცხობა იმას, ვინც იცის. რუსეთში ითამაშებს თუ ინგლისში, ჩემს შვილებს არავინ არაფერს მისცემს, თუ მე დილიდან საღამომდე არ ვიმუშავე. ჯუღელი რომ მოვიდეს და მითხრას, პარკეტს ასე ნუ აგებ, ისე დააგეო, წადი ბიძია, შენს საქმეს მიხედე მეთქი ვეტყვი და იმანაც მასე უნდა მითხრას, ტრანსფერებზე ჭკუის სწავლებას თუ დავუწყებ.
კათოლ
28 ივნისი 2022 16:24
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული