კვარაცხელიასა და ჯუღელის საჩუქარი ქართველებს - როცა ქვეყანა ფეხბურთზე მეტს ნიშნავს

AutoSharing Option
როგორც გენიალური ქართველი მსახიობი ვასილ ჩხაიძე გენიალურ ქართულ ფილმ "შერეკილებში" ამბობს, "დადგა ჟამი ჩვენი განშორებისა!" მალე ცათმფრენი ჰაერში უნდა აიჭრას და მფრინავები ოცნებების ასრულების გზას დაადგნენ. იქამდე კი რთული სამუშაო პროცესის დასასრული ბათუმის წვიმიან საღამოს გაიმართება - ხვიჩა კვარაცხელია დინამოს გამოემშვიდობება. ახლა, როდესაც საქართველოს რეგიონების მოედნები "კვარას" ვეღარ ნახავენ, შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა ხვიჩას საქართველოში ჩამოსვლას და ზოგადად, იმ გზაზე, რომელიც კვარაცხელიამ "ნაპოლიმდე" მამუკა ჯუღელთან ერთად გაიარა.

ხვიჩა კვარაცხელია სანამ მოსკოვის "ლოკომოტივში" გადავიდოდა, შეთავაზება ლისაბონის "სპორტინგიდან" ჰქონდა.
რეალისტურად შევხედოთ მოცემულობას: ხვიჩას უდიდესი პლუსი ტექნიკა და დრიბლინგია. მაშინ კვარა ფიზიკურად ისეთი ძლიერი არ იყო, როგორც ახლა. ტექნიკითა და დრიბლინგით ხვიჩას კონკურენციაში შესვლა პორტუგალიელ და ბრაზილიელ ფეხბურთელებთან მოუწევდა. საკმარისი იქნებოდა კი მისი პლუსები განვითარებისთვის საჭირო სათამაშო დროის მისაღებად? ალბათ, არა. პოლიტიკური და სოციალური საკითხი გვერდით რომ გადავდოთ და წმინდა სპორტული თვალსაზრისით ვიმსჯელოთ, საერთო დონის მხრივ, უკრაინაში ომის დაწყებამდე რუსეთის პრემიერლიგა პორტუგალიის სუპერლიგაზე მაღლა იდგა (უეფას საკლუბო კოეფიციენტები და ტრანსფერმარკტის მიხედვით გუნდების საშუალო სატრანსფერო ღირებულება რომ ავიღოთ). ხვიჩას "სპორტინგში" პროგრესის მისაღწევად უფრო მეტი დრო დასჭირდებოდა, რადგან ძირითადად, თამაში "სპორტინგის" ახალგაზრდულ გუნდში მოუწევდა.

ხვიჩა "რუბინში" გაიხსნა, საქართველოს ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანეს მოთამაშედ სწორედ იქ ჩამოყალიბდა. ამიტომ კვარაცხელიას რუსეთში წასვლას ნეგატიურად ვერ შევაფასებთ, მიუხედავად იმისა, რომ "სპორტინგი"-"პორტუს" თამაშის ხილვა უფრო გვესიამოვნებოდა, ვიდრე "ლოკომოტივი"-"სპარტაკის" ან "რუბინი"-"ურალის". პორტუგალიაში ხვიჩას, ძირითადად, სათადარიგოთა სკამზე მოუწევდა ჯდომა, 18 წლის ფეხბურთელი კი მხოლოდ ვარჯიშებსა და მეორე გუნდში თამაშით ვერ ვითარდება. ხვიჩა უმაღლეს დონეზე სათამაშოდ რუსეთში მოემზადა, მას განვითარებაში ხელი "რუბინში" შეუწყვეს და ეს რეალობაა.

მაგრამ ფეხბურთელისთვის მხოლოდ ევროპული ფეხბურთის ნაწილად გახდომა მიზანი შეუძლებელია იყოს. ასეა ხვიჩაც. ის პირველ რიგში ადამიანია, მერე - კაცი, მერე ქართველი და შემდეგ ფეხბურთელი. როგორც ნებისმიერ ჩვენგანს, კვარას ძალიან უყვარს თავისი სამშობლო. გახსოვთ, "რუბინში" რთული პერიოდი რომ ჰქონდა, საქართველოს ნაკრებში როგორ თამაშობდა? ამ ადამიანს საკუთარი ქვეყანა ფეხბურთზე მეტად უყვარს, საქმიანობის იმ სფეროზე მეტად, რისი წყალობითაც ცნობილი, დაფასებული და წარმატებული გახდა. ეროვნულ გუნდში ხვიჩას 17 მატჩი აქვს ჩატარებული და მასთან ერთად ნაკრები მხოლოდ 3-ჯერ დამარცხდა. ხვიჩამ კი საპასუხოდ გინება, ლანძღვა და შეურაცხყოფა იმიტომ მიიღო, რომ რუსეთის ჩემპიონატი უკრაინაში ომის დაწყებისთანავე არ დატოვა. ხვიჩას წამოსვლას ომის გაჩერება არ შეეძლო, ფეხბურთელი არც "რუბინში" აპირებდა დარჩენას, ომის საწინააღმდეგო პოსტი "ინსტაგრამში" გამოაქვეყნა. მეტი რა უნდა ექნა? იარაღი აეღო ხელში და საბრძოლველად წასულიყო?

გასათვალისწინებელი ერთი ფაქტორია - მისი კრიტიკის დროს ხშირად გამოიყენებოდა აზრი, რომლის მიხედვითაც, უკრაინელები ჩვენი ისტორიული მეგობრები არიან, ჩვენი კარგად ესმით და ქართველ ფეხბურთელს რუსეთი მანამ უნდა დაეტოვებინა, სანამ ამას სხვა ქვეყნის წარმომადგენლები გააკეთებდნენ. უკრაინელებისა და ჩვენი მეგობრობის საკითხი ნათელია; ჩვენც და ისინიც რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ყოველდღიურ ბრძოლაში რომ ვართ ჩართულები, ესეც, თუმცა ერთი არაპოპულარული შეკითხვის დასმაც შეიძლება: თუ უკრაინელებს ჩვენი ყველაზე კარგად ესმით და ჩვენი ერები ერთმანეთთან იმაზე ახლოს არიან, ვიდრე რომელიმე სხვა დასავლურევროპულ ხალხთან, 2008 წელს, საქართველოში მიმდინარე ომის დროს, რუსეთის ჩემპიონატიდან რატომ არცერთი უკრაინელი არ წამოსულა? რაც უკრაინელებს არ გაუკეთებიათ, ზუსტად იმის გამო რატომ ვლანძღავთ და ვაგინებთ იმ ადამიანს, რომელიც ფეხბურთით მთელი ჩვენი საზოგადოების გახარებას ახერხებს?!

და ვისი დამსახურება იყო მისი კარიერის მსგავსი განვითარება? მხოლოდ კვარაცხელიასი? იქნებ აგენტისაც? ამ საკითხზე თითქმის არავინ საუბრობს, რადგან მამუკა ჯუღელზე კარგის თქმისგან ჩვენი კოლეგები თავს იკავებენ. რატომ? იმიტომ, რომ რუსული ტერმინებით საუბრობს და ფეხბურთელები რუსეთში მიჰყავს. ბრიტანეთმა არგენტინას ფოლკლენდის კუნძულები წაართვა, მათთან ბრძოლაში ათასობით არგენტინელი დაიღუპა და ის არგენტინელი აგენტები, რომლებსაც ფეხბურთელები ინგლისში მიჰყავთ ან თავად ნისლიან ალბიონზე გადასული მოთამაშეები ქვეყნის მოღალატეები არიან? ეს ფეხბურთის სფეროა, სპორტის და არა ომის. აქ საუბარი ომზე გვაქვს და არა პოლიტიკაზე. ცხადია, სპორტსა და პოლიტიკას შორის დიდი კავშირი არსებობს, მაგრამ ეს პრობლემას საერთოდ არ წარმოადგენს, რადგან პოზიტიურ პოლიტიკურ კავშირებს ერთმანეთთან საომარ მდგომარეობაში მყოფი სახელმწიფოებიც ინარჩუნებენ. რუსეთს უკრაინის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი 8 წელია ოკუპირებული აქვს, ჩვენმა მოძმე ქვეყანამ კი მოსკოვიდან ელჩი მხოლოდ მას შემდეგ გამოიწვია, რაც რუსებმა კიევის აღება დააანონსეს.

მამუკა ჯუღელს კი ფეხბურთელები რუსულ კლუბებში მიჰყავდა, გაცილებით მაღალ დონეზე თამაშის საშუალებას აძლევდა, ვიდრე ბევრს შეეძლო. მოთამაშეები იმაზე გაცილებით მეტ ანაზღაურებას იღებდნენ, ვიდრე სხვა ქვეყანაში გადაუხდიდნენ. 2005 წლიდან მოყოლებული დღემდე, საქართველოს ნაკრების მოთამაშეების ძალიან დიდი ნაწილის აგენტი მამუკა ჯუღელი იყო. რეალურად რომ შევხედოთ, ამ ადამიანს ქართული ფეხბურთისთვის ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული. თემურ ქეცბაიას ყველა ჩვენგანი ტაშს უკრავდა, როცა ანორთოსისში ქართველი მოთამაშეები წაიყვანა და სანაკრებო მატჩების წინ სათამაშო პრაქტიკა მისცა. მაგრამ რატომ უნდა დავუკარგოთ მსგავსი საქმეები ჯუღელს? თან, თითქმის 20 წლის მანძილზე საქართველოს ჩემპიონატიდან მოთამაშეები ევროპის სიძლიერით მეექვსე ლიგაში მიჰყავდა და არა მხოლოდ მიჰყავდა, იმასაც ახერხებდა, რომ მის ფეხბურთელებს ეთამაშათ.

კიდევ ერთი საკითხია, რა კრიტერიუმით უნდა შევაფასოთ აგენტის მუშაობა? მას ვალდებულება ფეხბურთელსა და მის ოჯახთან აქვს. თუ მოთამაშე კმაყოფილია, ნიშნავს, რომ აგენტი კარგად მუშაობს.

ყვავს თავისი ბახალა ულამაზესი ეგონაო, ეგრე ვართ ჩვენც. გვგონია, რომ საქართველოში ისეთ ფეხბურთელებს ვზრდით, მადრიდის "რეალსა" და "ბარსელონაში" თუ არა, "დორტმუნდსა" და "აიაქსში" მაინც უნდა თამაშობდნენ. არადა, რეალობა სულ სხვანაირია. 21-ე საუკუნეში საქართველოდან წასულმა მხოლოდ ერთმა ფეხბურთელმა აიწყო ხანგრძლივი, წარმატებული კარიერა ევროპის ტოპ 5 ლიგაში და ეს ზურაბ ხიზანიშვილი იყო. გიორგი მამარდაშვილი ყველაფერს ახლა იწყებს...

კიდევ ვიღაცებს მამუკა ჯუღელის რუსული ტერმინებით საუბარი არ მოსწონს. არადა, თითოეული ჩვენგანი რამდენ რუსულ სიტყვას ვამბობთ დღეში? მაინცდამაინც ინგლისურ-ფრანგული სლენგებით უნდა ისაუბროს ადამიანმა? პაღდოონ! ამიტომ, რუსული სიტყვების გამოყენებისათვის ადამიანის გაკრიტიკება სრულიად უადგილოა, რამდენადაც უნდა გვეზიზღებოდეს რუსეთის სახელმწიფო და მისი დიქტატორი. რუსი არაა სლუცკი, რომელმაც კვარაცხელიას განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანა?!

მამუკა ჯუღელმა კიდევ ერთი კარგი გადაწყვეტილება ნუკრი რევიშვილსა და ლადო დვალიშვილთან ერთად მიიღო. ცხადია, ეს ხვიჩას სურვილიც იყო. ბუნებრივია, კვარაცხელიას ბათუმის "დინამოში" გადმოსვლას ვგულისხმობთ. ხვიჩა ჩამოვიდა თუ არა საქართველოში, სტადიონები გაივსო, თბილისის "დინამოს" თამაშზე ათობით ათასი ადამიანი მოვიდა, როცა ჩემპიონატის შეხვედრებს რამდენიმე ასეული გულშემატკივარი ესწრება. ეს იყო ის საჩუქარი, რაც მამუკა ჯუღელისა და ხვიჩა კვარაცხელიასგან ქართველმა გულშემატკივარმა მიიღო. როდის ითამაშებს 18 მილიონ ევროდ შეფასებული ფეხბურთელი საქართველოს ეროვნულ ლიგაში? როდის ნახავს მაყურებელი წყალტუბოს სტადიონზე "ნაპოლის" დონის მოთამაშეს? მას შემდეგ, რაც ჯუღელმა კვარაცხელიასა და დავითაშვილისთვის თავისუფალი აგენტის სტატუსის მოპოვება მოახერხა, ხვიჩას თურქული გრანდები იწვევდნენ. 3 თვეს "გალათასარაის", "ფენერბაჰჩეს" ან "ტრაბზონსპორის" მაისურით გაატარებდა, სატრანსფერო ღირებულებაც მოიმატებდა, მეტ გასამრჯელოს გამოიმუშავებდა, მაგრამ საქართველოში წამოვიდა. ეს არ უნდა აღვნიშნოთ, არაფერი უნდა ვთქვათ, რომ ამ ადამიანებმა დიდი ფეხბურთი ქართულ სტადიონებს დაუბრუნეს?

ძალიან ბევრი ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი გვინახავს ბოლო პერიოდში, რომლებმაც კარიერაში ბევრ ვერაფერს მიაღწიეს. შესაძლოა, ხვიჩას დარი ტალანტი არ ჰქონდათ, თუმცა იმდენი მაინც შეეძლოთ, იტალიის სერია A-ს საშუალო დონის გუნდში მაინც მოხვედრილიყვნენ, თუმცა ვერ შეძლეს. მამუკა ჯუღელმა კი პასუხისმგებლობა აიღო და კვარაცხელია "ნაპოლიში" იდეალურ დროს მიიყვანა. ტექსტი შერეკილების ციტირებით დავიწყეთ და ეგრე დავასრულებთ კიდეც. ხვიჩას მომავალზე საუბრისას, მისი ტრანსფერის განხილვისას ძალიან ბევრს თავი პროფესორად მოჰქონდა და ამბობდნენ, მამუკა ჯუღელი კვარაცხელიას კარგ გუნდში ვერ წაიყვანსო, მაგრამ "ვინ ყოფილა გამოტვინებული?"

alt"ხვიჩა სკამის ფორმას მიიღებს, ნაკრები ვერაფერს მიაღწევს" - არის ასეთი "კადრები", უკადრებელის მკადრები

მკითხველის კომენტარები / 76 /
ვერ ვიზიარებ ამ წერილის აზრს რამოდენიმე ფაქტორის გამო, პირველი იმიტომ რომ სჯობს ჩვენ გვყავდეს აგენტები თუნდაც საშუალო ევროპული დონის ჩემპინატებში და იქ გავუშვათ ფეხბურთელები ვიდრე რუსეთში, რატომ? რუსეთს აქვს შემუშავებული თავის სტილი, ეს არის მკაცრად დისციპლინირებული ფეხბურთი, ძლიერი დაცვით და ნაკლებია აქცენტი შემოქმედებით ფეხბურთზე რის გამოც გვიყვარს ფეხბურთი, ქართული ფეხბურთი არის შემოქმედებითი ფეხბურთი და ქართველი ფეხბურთელის განვითარებისთვის ბევრად უკეთესია ევროპაში წასვლა ვიდრე რუსეთში. ვერ ვიზიარებ ამ წერილის აზრს იმის გამოც რომ არ ვფიქრონ ასე ქონოდა დაგეგმილი ჯუღელს ხვიჩას კარიერა, ხვიჩას მაქედან წამოსვლის დრო უკვე მოწეული იყო პირველი სეზონის შემდეგ როდესაც ქონდა ძალიან კარგი სეზონი კლუბში, ქონდა ძალიან კარგი სანაკრებო თამაშები და ქონდა საერთაშორისო სპორტული ვებ გვერდების მხრიდან მხარდაჭერა, არ გაუშვეს და დატოვეს იმის გამო რომ არ იხდიდნენ იმ თანხას რასაც ითხოვდა კლუბი, ეს ყველაფერი ძალიან უარყოფითად აისახა ხვიჩაზე და ვნახე მისი ჩავარდნი თუ მიზანმიმართულად ჩავარდნილი სეზონი, უფრო მეორეა რადგან რუსულ პრესაში დაიწერა მშვენივრად ათამაშდა ბათუმში და აქ რუბინში იძახდა კუნთები მაწუხებსო, ჩემი პირადი აზრით ხვიჩა მის ფასს აგდებდა. მესამე რატომაც არ ვეთანხმები ეს უკვე არის ჰიპოტეზა რომ აბა იქ ითამაშებდა, აბა იქ განვითარდებოდა, ხვიჩა ყველგან განვითარდებოდა და ყველგან ითამაშებდა, ლოკომოტივში პირველი ვარჯიში რომ ჩაატარა ჩორლუკამ კაცი რომელიც თამაშობდა სიტიში და ხორვატიის ნაკრებში ეგრევე თქვა ამას პასპორტი უშლის ხელს, ამას რომ პასპორტში ეხლა ხორვატია ეწეროს ეგრევე 25 მილიონი ეღირებოდაოო. ხვიჩა არის სრული პაკეტი, არის ნიჭიერი, არის მშრომელი და აქვს საჭირო ხასიათი, ეს არის ის სამი აუცილებელი რამ რაც საჭიროა დიდი ფეხბურთელობისთვის პ.ს არ იქნება სასურველი თუ რეკლამა გაუკეთდება რუსეთში ჩვენი ფეხბურთელების გადინებას, არ ვფიქრობ რომ ეს წაადგება ქართულ ფეხბურთს და ხვიჩადან გამომდინარე ნუ გააკეთებთ დასკვანას.
ატლანტამ მხრები გაშალა
28 ივნისი 2022 16:19
8
"ყვავს თავისი ბახალა ულამაზესი ეგონაო, ეგრე ვართ ჩვენც. გვგონია, რომ საქართველოში ისეთ ფეხბურთელებს ვზრდით, მადრიდის "რეალსა" და "ბარსელონაში" თუ არა, "დორტმუნდსა" და "აიაქსში" მაინც უნდა თამაშობდნენო" გვეუბნება ავტორი, რომელიც სტატიას თავად შემდეგი სიტყვებით იწყებს: "როგორც გენიალური(?) ქართველი მსახიობი ვასილ ჩხაიძე გენიალურ(?) ქართულ ფილმ "შერეკილებში" ამბობს..."

სადაც შერეკილებია გენიალური ფილმი, იქ არც ქართველი ფეხბურთელები არ არიან ბარსა-რეალის ფეხბურთელებზე ნაკლებნი. სანამ სხვას გააკრიტიკებთ, ჯერ საკუთარ თავს შეხედეთ კრიტიკულად.
Modric
28 ივნისი 2022 16:00
11
მექოთნეზეა ნათქვამი მაგრამ ავტორმა ყურის მიბმაში ანუ მექოთნეობაში მექოთნესაც აჯობა , საიდან სადაო ძმაო, რა ნაცები და რა ქოცმაცები, ერთი კი გავიგეთ თქვენგან რომ ღრუსეთი თუ კარგი არ არის, არც ისე ცუდია,( ევროპაში მაგაზე გლახებიც ყოფილან) და რას წვალობ ძმაო, თქვი შენი სათქმელი პირდაპირ გაჭერი ეს გორდიასის კვანძი! და რა შუაშია ამაში ხვიჩა ან გოჩა ?
ბაბაია - გა
28 ივნისი 2022 15:22
12
სტატიამ კი აქო ეს კაცი ნებსით თუ უნებლიედ, მაგრამ ეს არაფერს ცვლის ამის საუბრის მიმართ ხალხის დამოკიდებულებაში
xmali
28 ივნისი 2022 15:22
8
სტატიაა რა თქმა უნდა ძალიან კარგია ყოჩაღ ავტორს ! მაგრამ მაინც არაა იდეალური--ავტორს იმ ნაც გველის წიწილებზეც უნდა ეთქვა აქ რომ ანთხევდნენ შხამს და ბოღმას და ეხლაც აგრძელებენ პატრიოტის ნიღაბს ამოფარებულები @ ადრე ხვიჩას ლანძღავდნენ შენგელიას და სხვებს მოღალატეებს ეძახდნენ და ეხლა ჯერჯერობით ლანძღვას შეეშვნენ და დიზლაიქებზე გადაერთვნენ და ბრძანებას ელოდებიან ზემოდან ახალი ლანძღვის ობიექტს როდის დაუსახელებენ @ მე კი მგონია სულ 2-3 "კაცია" რამოდენიმე ნიკით აქ ! ეს ნაცების ცნობილი ხერხია--მაგალითად ყველამ იცის რომ ფეისბუკში ნაცებს 130 "კაცი" უზის დამლაიქებლები და "კომენტატორები"ზოგს 10 აქაუნთი აქვს ზოგს 20-50-100(გააჩნია ვინ რამდენს იღებს ხელფასს კეზერასვილისგან) და მთელი დღე და ღამე წერენ მიჰას და ნაც ბანდის სადიდებელ კომენტარებს @ ალაიქებენ ნაცებს და ადისლაიქებენ წესიერ ხალხს @ აქაც ასე იქნება 2-3 "კაცი" ამღვრევს წყალს@@
zura222
28 ივნისი 2022 15:22
18
აი, შენ ვინც ეს კომენტარი დაგიდო! ადმინისტრაციავ, პირდაპირ გიწერიათ, რომ სიძულვილის ენის შემცველი კომენტარები წაიშლებაო! რატომ არ შლით ამ სამარცხვინო კომენტარს!
ზურა-ს
28 ივნისი 2022 15:53
13
კარგი სტატიაა! ურა პატრიოტებს და მოღალატე ნაც ნაგლეჯებს რომ უნდათ ისე აღარ იქნება!
ტარიელ მაღალდაძე
28 ივნისი 2022 13:32
47
სამკურნალო ხარ ნაცობაზეც უნდა აგცრან და ქოცობაზეც და საერთოდ არ არის პოლიტიკა შენი საქმე და არაყს მიაწექი
patriots
29 ივნისი 2022 09:13
0
29 დიზლაიკი გაქვს ანუ ნაც მანქანა ჩაირთო DDD
zura222
28 ივნისი 2022 15:23
13
ყველა გამოხმაურება
ხვიჩას წარმატებები! აბუაშვილი წაიყვანეს პორტუში, მარა რად გინდა, მეორე გუნდშიც არავინ ათამაშებს, 19-წლამდელების გუნდშიც კი სათადარიგოა.
ირაკლი
28 ივნისი 2022 13:09
8
მართლა? 19-წლამდელებშიც კი სათადარიგოა? იქნებ, ნიჭი არ უწყობს ხელს? ან იქნებ ზარმაცობს? ან იქნებ უბრალოდ ძალიან პატარაა და იმიტომ უჭირს თავის დამკვიდრება? არ გიფიქრია ამაზე? ვფიქრობ, მესამეა და მალე გამოსწორდება ეგ ამბავი. აი, შენი კომენტარი კი რუსეთის არც ისე შეფარულ შექებას შეიცავს!
ირაკლი-ს
28 ივნისი 2022 15:45
10
აბუაშვილისა და ხვუჩას შორის განსხვავება ცა და დედამიწაა
დავითი
28 ივნისი 2022 14:18
2
ხვიჩასთვის სასიკეთოდ აეწყო ყველაფერი და მომავალშიც სპორთულ იღბალს ვუსურვებ!
Guja Kakhadze
28 ივნისი 2022 12:06
0
ვერ დავეთანხმები სტატიის ავტორს...ხვიჩა ტალანტია, უნიკუმი.რას გვეუბნებით, რომ კორუმპირებულ, ჩამპალ რუსულ ჩემპიონატში გაიხსნა კვარა? პორტუგალიაში რომ წასულიყო, კიდევ უკეთესად ითამაშებდა!!! ასეთი ტალანტები ასიათასებში ერთი იბადება! და დარწმუნებული ვარ, ნაპოლი მხოლოდ ტრამპლინი იქნება მისთვის!!!
თეიმურაზ კვიტაიშვილი
28 ივნისი 2022 11:59
18
აბსოლუტურად სწორად მსჯელობთ! ის მაინტერესებს მხოლოდ, ამდენი დისლაიქი რანაირად დაგიწერათ ვინმემ! სულ გარუსეთუმდა ამ გვერდის მკითხველი!
თეიმურაზ კვიტაიშვილ-ს
28 ივნისი 2022 15:49
8
აქ ეგეთი კომენტარი არუნდა დაწერო მეგობარო რარუსეთი ჭაობია სასტავს რომჰკითხო რუსეთიდან იწყება წინსვლა
ნიკა
28 ივნისი 2022 15:21
7
2008 წლის ომის მერე უკრაინელების პრემიერლიგიდან არ წამოსვლა რა გასაკვირია, როცა 2009 წლის 9 მაისს წითელ მოედანზე გამართულ აღლუმზე უკრაინული შენაერთიც ღებულობდა მონაწილეობას…
Muller
28 ივნისი 2022 11:52
6
2008 წლის ომის შემდეგ , რადაში რუსეთის საწინააღმდეგოდ სანქცების კენჭიყრაც კი ყოფელთვის ჩააგდეს ! აღარაფერს ვამბობ მაგათი ქართველთმოძულე მთავრობის გამოხტომებზე !
კახა
28 ივნისი 2022 22:26
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული