სოციალურ ქსელში "ფორმულა სპორტის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ:
"ფორმულა სპორტის ექსკლუზიური ინფორმაციით, რომან ფიფია დინამო თბილისის გასხვისებას განიხილავს – ამ გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალური განცხადება უახლოეს პერიოდში გაკეთდება.
ბიზნესმენმა, რომელიც საქართველოში დაბრუნებამდე მრავალი წელი რუსეთში მოღვაწეობდა, ქართული კლუბი 2011 წლის იანვარში შეიძინა და რამდენიმე მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა; რომან ფიფიას თითქმის 11-წლიანი მმართველობისას რეკონსტრუქცია ჩაუტარდა დინამო არენასა და დიღმის საწვრთნელ ბაზას, ასევე, ფუნქციონირება დაიწყო
ფიფიამ დინამო თბილისში არაერთი გამოცდილი მწვრთნელი და ფეხბურთელი მიიყვანა, თუმცა გულშემატკივართა სანუკვარი სურვილი, კვლავ ეხილათ ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ევროტურნირებზე, შეუსრულებელია. სწორედ ეს გახლავთ მთავარი მიზეზი, რის გამოც უკვე რამდენიმე წელია ქომაგები დინამო თბილისის თამაშებზე ხშირად სკანდირებენ - "დინამო" ფიფიას გარეშე", - წერია პოსტში.
ფარერელ მეთევზეებთან 1-6 შერცხვენის მერე სულ მაგას ვიძახდი - დინამო თბილისის გულშემატკივრებმა გამოვისყიდოთ კლუბი ფიფიასგანთქო! იმედია ახლა მაინც დაადგება საშველი მაგ ამბავს და მორიგი "სპეკულიანტი" ბიზნესმენი არ დაისაკუთრებს და კიდევ შემდეგი 10 წელი ის არ გაგვიხდება საგინებელი.
დინამო თბილისი უნდა იყოს ხალხის და იმედია საქართველოს მთავრობის შუამდგომლობითა და მხარდაჭერით მოხდება ამ კლუბის ხალხისთვის მიყიდვა(აქციების სახით). ეს არის შანსი საქართველოს მთავრობისთვის, რომ ფეხბურთის გულშემატკივრისგან ნაწილობრივი პატიება მაინც მიიღოს ერთა ლიგის ფინალში ცარიელი ტრიბუნების გამო(პარალელურად ოცნებისა თუ ნაცების ათეულათასიანი მიტინგების სანქცირებისა). ევრო2021-ზე ვერმოხვედრაში ყველაზე დიდი დამნაშავე იყო მთავრობა და მერე მწვრთნელ-ფეხბურთელები, ფედერაცია და სხვები. პოლიტიკურ ჭრილში რომ არ გამიგოთ ეს პოსტი აქვე ვიტყვი, რომ არც რადიკალი ნავიონალების და მათი შვილობილი პარტიების მომხრე არ ვარ და მაგრად მკიდია წითლებიც და ლურჯებიც! მხოლოდ ნამდვილ ქართველებს და საქართველოს გაუმარჯოს!