"ამჟამად მოლაპარაკების პროცესში ვარ ინვესტორებთან, რომლებიც..." - ფიფიამ "დინამოს" გაყიდვის ამბავი დაადასტურა და ასევე უპრეცედენტო გადაწყვეტილება გვამცნო

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება კლუბის გასხვისების შესახებ. რომან ფიფიას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"მოგესალმებით, "დინამო" თბილისის გასხვისების შესახებ ბოლო პერიოდის განმავლობაში არაერთხელ დავფიქრებულვარ და ამ გადაწყვეტილების სისწორეში დარწმუნებული ვარ. ეს კლუბი, მისი შეძენის პირველივე წუთიდან ჩემთვის ძვირფასი და მთავარი ზრუნვის ობიექტია, სწორედ დინამო თბილისის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მჯერა, რომ ეს გადაწყვეტილება კლუბის განვითარებისთვის აუცილებელია.

გულშემატკივრის, მედიის, ვეტერანი ფეხბურთელებისა თუ სხვა ჯგუფების მხრიდან დინამო თბილისის მიმართ ინტერესიც, სიყვარულიც, კრიტიკაც და მოლოდინიც ყოველთვის განსაკუთრებულია, დღევანდელი მოცემულობით კი იმ მიზნების მისაღწევად, რაც დინამო
თბილისს, მის ისტორიას და გულშემატკივარს შეეფერება, ამ ეტაპზე, ჩემი პირადი ფინანსური რესურსი კლუბის სამართავად არასაკმარისად მიმაჩნია.

მიუხედავად ბევრი იმედგაცრუებებისა, რომელიც დინამო თბილისის გულშემატკივარმა სხვადასხვა პერიოდში იგემა, პირადი ინტერესი კლუბის ინტერესზე წინ არასდროს დამიყენებია და ვფიქრობ ეს ნაბიჯიც ამ სიტყვების კიდევ ერთი დასტურია.

ამჟამად მოლაპარაკების პროცესში ვარ ინვესტორებთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან დინამო თბილისის შეძენით ან კლუბში შესაბამისი ინვესტიციის განხორციელებით. ამასთანავე, მინდა ქართული რეალობისთვის უპრეცედენტო გადაწყვეტილების შესახებ გამცნოთ - გასხვისების პარალელურად მზად ვარ განვიხილო დინამო თბილისის სააქციო საზოგადოების ფორმით მართვა, სადაც კლუბის აქტივების მფლობელები იქნებიან დაინტერესებული ადამიანები სხვადასხვა ბიზნეს თუ სოციალური წრეებიდან, განსაკუთრებული მნიშვნელობა კი თბილისელების ჩართულობას ექნება, ვინაიდან დინამო თბილისი იყო, არის და იქნება დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო და მისი თილისმა.

დეტალურად, ამ გადაწყვეტილებისა და სხვა საკითხების შესახებ, გულშემატკივარი და ყველა დაინტერესებული მხარე, დამატებით ინფორმაციას უახლოეს მომავალში მიიღებს".

წყარო: თბილისის "დინამოს" "ფეისბუქგვერდი"
მკითხველის კომენტარები / 33 /
რომან ფიფია დინამოს არ გაყიდის.
უბრალოდ თქვა რომ აღარ აგინონ.
მიზეზი იქნება ის რომ მყიდველი არ გამოჩნდა და ამით დამთავრდება ყველაფერი
გერმანია
26 ივლისი 2022 15:16
0
დიდი სიამოვნებით გავხდები თბილისის დინამოს აქციონერი. ეს სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი იქნება, მივესალმები.
ლევა
21 ივლისი 2022 21:04
1
კახი ჟორდანია! ახალგაზრდა კარგი მენეჯერი, საფეხბურთო ოჯახი, ბაბუით, მამით, გამოცდილებაც აქვს, ნიდერლანდების "დენ ბოსზი", (რომელიც ზედმეტი ბიუროკრატიის გამო ბოლო წამს ჩაიშალა,) შორსაა ქართული პოლიტ-ინტრიგებიდან და
სუფთა რეპუტაციის კაცია
რეზო
21 ივლისი 2022 19:35
4
რეზო, კახი ჟორდანია ვინ მოხელე ჩიქვანაა? მერაბ ჟორდანია კი გამიგია და მართლაც კარგი საფეხბურთო მენეჯერია.
ზაალ
22 ივლისი 2022 04:53
0
სწორი გადაწყვეტილებაა!!! მივესალმები...
tngh
21 ივლისი 2022 17:45
0
მთავარია ხიდაშელიპადობნი ბიზნესმენს არ გადასცეს!
***
21 ივლისი 2022 17:36
2
ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ამბწლების განმავლობაში. ახლა მთავარია სწორი ხალხის ხელში ჩავარდეს გუნდი და ისე არ მოხდეს, რომ უარესი იყოს მერე...
ზურა
21 ივლისი 2022 16:59
1
როცა არც ფინანსური რესურსი გაქვს და არც საკმარისი ცოდნა მაშინ არ გაქვს უფლება იყო ამ გუნდის მფლობელი და გაყიდე რა თუ კაცი ხარ და კარგად იყავი.
ოღონდ საქმე გააკეთოს და ვინც უნდა იმან იყიდოს. მთავარია ამ უნამუსობას მოეღოს ბოლო რასაც ეს ბოლო წლებია ვხედავთ.
გუჯი
21 ივლისი 2022 16:06
1
თბილისელების?დინამო იყო საქართველოს სახე და სიამაყე საბჭოთა კავშირშიც და უცხოეთშიც!
ლექსო
21 ივლისი 2022 16:00
2
მთავარია ამას ვინმე ნაყოფია, აკობია ან ფიფიას მსგავსი მორიგი აფერისტი არ მოყვეს.
Levski
21 ივლისი 2022 15:53
6
არ ყიდის გაყიდეო, ყიდის- აქამდე რატომ არ გაყიდეო. გულშემატკივრებს თავაზობს-შეიხი დაგვხატავდაო ან შენი ერთი სიტყვის არ გვჯერაო -რა ქნას ამ კაცმა, ბოლოს და ბოლოს მისი კერძო კლუბია. ნამდვილი გულშემატკივრები კი ახლა იმას იზამდნენ რომ სააქციო სახოგადოების საკითხებზე იზრუნებდნენ, დინამო 1 ადამიანმა არ უნდა იყიდოს, თუმცა შეიხლება ძირითადი აქვიონერი იყოს მაგ 30% ფლობით. ჩვეულებრივ გულშემატკივრებს კი მცირე თანხის ჩადებით შეეძელებათ დინამოს მმართველობაშიც კი მიიღონ მონაწილეობა, რა თქმა უნდა თუ ამ აქციებს არ დაახურდავებენ მალევე. იგივე ფიფიასაც შეეძლება დინამოს აქციონერად დარჩეს. საქართველო სწორედ იმიტომაც ვერ ვითარდება დამოუკიდებლობის მერე, რომ სააქციო საზოგადოებებია თითზე ჩამოსათვლელი და კაპიტალის ბაზარი არ არსებობს ფაქტიურად.
ირაკლი
21 ივლისი 2022 15:37
2

სიახლეები პოპულარული