თბილისის "დინამო" კაპიტანმა დატოვა

AutoSharing Option
დინამო თბილისი კლუბის კაპიტანს გიორგი პაპავას დაემშვიდობა. მხარეებს შორის კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა.

გიორგი პაპავა: "დინამო ჩემთვის ოჯახია, აქ თავს ისე ვგრძნობ როგორც სახლში. აქ გავიზარდე და ჩამოვყალიბდი პროფესიონალ ფეხბურთელად და მუდამ დინამოს გულშემატკივრად დავრჩები. ამ კლუბმა ჩემს ცხოვრებასა და კარიერაში უდიდესი როლი ითამაშა. ამ ყველაფრისთვის მსურს მადლობა ვუთხრა დინამოს. გარკვეული პერიოდი ჩემს დინამოურ კარიერაში პაუზა იყო და დაბრუნების შემდეგ კაპიტნად ამირჩიეს. ეს ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობა და პატივი იყო, რადგან დინამო უდიდესი კლუბია, სადაც უამრავ ლეგენდას უთამაშია."

გიორგი პაპავა დინამო
თბილისის აღზრდილია, 2020 წლის სეზონიდან კი, იგი გუნდის კაპიტანი გახლდათ. გამოცდილ ნახევარმცველს დინამოს მაისურით 182 შეხვედრა აქვს გამართული, ამ პერიოდის განმავლობაში კი, მან ექვსი გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

პაპავა ლურჯ-თეთრი ფორმით საქართველოს ოთხგზის ჩემპიონია, საქართველოს თასი სამჯერ აქვს მოგებული, ხოლო სუპერთასი ერთხელ.

​დინამო თბილისი კლუბში გატარებული პერიოდისთვის მადლობას უხდის კაპიტანს და წარმატებას უსურვებს მომავალ საფეხბურთო კარიერაში.

fcdinamo.ge

მკითხველის კომენტარები / 9 /
კარგია.ბალასტს იშორებს დინამო.გაბედავა და სხირტლაძეც ორივე გასაშვებია.სხირტლაძე საერთოდ სამოყვარულო დონეა.
Master
31 ივლისი 2022 13:45
4
სხირლაძეზე ვერ დაგეთანხმები, ბოლო ტამაშებიდან გამომდიანრე მითუემტეს, ძალიან ტექნიკური მოთამაშეა
dato
31 ივლისი 2022 20:48
0
არადა როგორც წესი, ასეთ დროს კაპიტანი სულ ბოლო ტოვებს გემს. რა ვიცი, რა ვიცი ......
დინამოელი
31 ივლისი 2022 12:49
1
დინამოელს! გაუშვეს ჯიგარო, თორე პაპავა დატოვებდა კი არა ყოველთვის ბოლომდე იბრძოდა! ჭიას არ ეხატება გულზე!
ზურა
31 ივლისი 2022 13:39
0
მფლობელის წასვლაზე თქვით რამე, ყველა ამ ამბავს ველით
არდილეს
31 ივლისი 2022 10:27
1
კაპიტანი იყო ჩივაძე. მას მერე დინამოს აღარ ყოლია კაპიტანი
ზურაბ
31 ივლისი 2022 09:09
2
ფიფია აღარ მიდის? თუ ახალი ზღაპარია
wbc
31 ივლისი 2022 01:25
2
კაპიტანს გაცილება მაინც არ ეკუთვნოდა?
გახდი უფრო თავმოყვარე!
31 ივლისი 2022 00:44
7
ფარერელი მეცხვარეების წინააღმდეგ ლეგენდარული მატჩის მონაწილეები ყველანი მაშინვე იყვნენ დიდი პატივით რუსკიი კორაბლზე გასაცილებლები
llcl
31 ივლისი 2022 08:51
1

სიახლეები პოპულარული