სამგურალი - თელავი 2:0
წყალტუბოს "სამგურალმა" შინ 2:0 მოუგო თელავს და მესამე ადგილზე დაბრუნდა, თუმცა გორის დილას 2 ქულით ნაკლები აქვს და სათამაშო აქვს ტურში.
ორივე გოლი ექს-თელაველმა ირაკლი რუხაძემ გაიტანა, 11 გოლი მოუგროვდა და ბომბარდირთა დავაში მეორე-მესამე ადგილზეა "საბურთალოს" ფორვარდ ირაკლი სიხარულიძესთან ერთად.
ბრაზილიელმა ჯეფერსონ ჯერალდომ სეზონში მე-10 საგოლე პასი გააკეთა და ამ
რაც შეეხება "თელავს", ბოლო 11 ტურია გუნდს არ მოუგია და აქედან, ბოლო 6 თამაშში გოლი არ გაუტანია. "თელავი" მეშვიდე ადგილზეა.
გაგრა - ლოკომოტივი 2:0
"გაგრამ" "დინამო არენაზე" 2:0 მოუგო "ლოკომოტივს". ორივე გოლი პირველი ტაიმის ბოლო წუთებზე გავიდა: ჯერ ვასილ ხოსიტაშვილმა გამოიყენა პენალტი, მერე კი გიორგი ქობულაძემ გაიტანა.
"გაგრას" ბოლოს სწორედ "ლოკომოტივთან" ჰქონდა მოგებული და ერთი წრის შემდეგ ისევ გაიმარჯვა. გაგა კირკიტაძის გაწვრთნილი გუნდი ბოლოსწინა ადგილზეა.
"ლოკომოტივი" კი ოფიციალურად გავარდა ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ტურით ადრე: 7 ქულა აქვს და 22 ქულით ჩამორჩა "გაგრას"...
erovnuliliga.ge