ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

"სამგურალმა" ბათუმის "დინამოს" გასვლაზე სძლია, "დილამ" "ლოკომოტივს" სახლში [VIDEO]

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის 34-ე ტურში დარჩენილი ორი მატჩი გაიმართა.

ბათუმის „დინამო“ საკუთარ მოედანზე „სამგურალთან“ 1:2 დამარცხდა.

მას შემდეგ, რაც თბილისის „დინამომ“ „თელავთან“ ქულები დაკარგა, ბათუმის „დინამოს“ გალიდერების შანსი მიეცა, მაგრამ ვერ გამოიყენა. პატარკაციშვილისა და ნიქაბაძის გოლებით სტუმრები 84-ე წუთამდე 2:0-ს იგებდნენ, 84-ე წუთზე ზარიამ ანგარიში შეამცირა, ბოლოს მასპინძლები შტურმზე გადავიდნენ, კომპენსირებულ დროში მეკარე შოვნაძემ თავისი გუნდი გადაარჩინა და წყალტუბოელებმა გაიმარჯვეს.

ბათუმის „დინამო“ 73 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ თბილისის „დინამოს“ 3 ქულით ჩამორჩება და 26 ნოემბერს „გაგრას“ დაუპირისპირდება. „სამგურალი“ კი 56 ქულით
მესამე პოზიციაზეა და იმავე დღეს თბილისის „დინამოს“ უმასპინძლებს.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
დინამო (ბთ) - სამგურალი 1:2
გოლები: 0:1 პატარკაციშვილი (29), 0:2 ნიქაბაძე (48), 1:2 ზარია (84)

„დილამ“ სახლში „ლოკომოტივს“ 1:0 მოუგო.

„დილა“ 55 ქულით მეოთხე ადგილზეა, ხოლო „ლოკომოტივი“ 8 ქულით აუტსაიდერია.

გორი. „თენგიზ ბურჯანაძე“
დილა - ლოკომოტივი 1:0
გოლი: ალეფ სანტოსი (30)