კვასხვაძის სასწაული მოგერიება 90+8-ე წუთზე და მე-3 ადგილისთვის ბრძოლა გრძელდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის 33-ე ტურში წყალტუბოს "სამგურალმა" ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლა. მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.

ანგარიში ქუთაისელთა მარცხენა მცველმა, ლაშა შერგელაშვილმა მე-17 წუთზე ლამაზი დარტყმით გახსნა. აღსანიშნავია, რომ ლევან შოვნაძეს ბურთის მოგერიები რიკოშეტის გამო გაუჭირდა. მასპინძელთა ფორვარდმა გიორგი ნიკაბაძემ 45+1 წუთზე წონასწორობა აღადგინა. 59-ე წუთზე წყალტუბოელები ნიქაბაძის დუბლით წინ გავიდნენ. 86-ე წუთზე საბოლოო ანგარიში მათე ცინცაძემ დააფიქსირა, რომელმაც გიორგი ახვლედიანის წაქცევის გამო დანიშნული პენალტი ზუსტად შეასრულა. "სამგურალს" შეხვედრის მოგება 98-ე წუთზე შეეძლო - მეკარესთან პირისპირ გასულ ნიკიტა სიმნდიანკინს როინ კვასხვაძემ ურთულესი დარტყმა
აუღო და საკუთარ გუნდი წაგებისგან იხსნა.
33 ტურის შემდეგ "სამგურალი" 53 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფება, შემდეგ შეხვედრას 12 ნოემბერს, ბათუმის "დინამოსთან" ჩაატარებს.

"ტორპედო" 50 ქულით მე-4 პოზიციას იკავებს, 11 ნოემბერს კი "გაგრას" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული