რა გვაქვს უახლესი ამბავი? - გიორგი გოჩოლეიშვილი დონეცკის "შახტარში" ითამაშებს. უკრაინის თავს დამტყდარი საშინელების მიუხედავად, ეს სერიოზული პროგრესია. საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ჩატარებულ მატჩებთან ერთად, გიორგის "საბურთალოს" ევროტურნირებზე გამოსვლის დროსაც დააკვირდნენ და ძლიერი ლეგიონერების ყოლა ამ კუთხით წარმატებაზეცაა
ევროტურნირებზე გასულ გუნდებში (ჯერ ერთი ადგილი თასის გამარჯვებულმა უნდა შეავსოს) ცვლილებები ახლაცაა მოსალოდნელი. არიან ფეხბურთელები, რომელთა მიმართ სატრანსფერო მოთხოვნებიც იარსებებს. ეს გუნდს დაასუსტებს, რასაც შესაბამისი შევსება სჭირდება.
21 წლის მეკარე ლუკა კუტალაძე "დინამოში" მშვენივრად გამოიყურება და მის მიმართ დაინტერესება უნდა არსებობდეს. თბილისელთა სასტარტო კიპერად მიჩნეული დავით კერესელიძე დიდი ხანია ტრავმირებულია და იმედია, ძველებურ ფორმაში დაბრუნდება.
გიორგი მამარდაშვილის მენეჯერისგან, ლევან სეთურიძისგან, უკვე ვიცით, რომ 19 წლის ცენტრალურ მცველ საბა ხვადაგიანის მიმართ დაინტერესება იტალიურ კლუბებსაც კი აქვთ. მან საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების უკანასკნელ შეხვედრაში ულამაზესი გოლიც გაიტანა.
"დინამოდან" წამსვლელები ნებისმიერ პოზიციაზე შეიძლება იყვნენ, მათ შორის, ნახევარდაცვაში. ეროვნული ნაკრების წევრი ანზორ მექვაბიშვილი თუ ასევე, 21 წლის გიორგი მოისწრაფიშვილი. უცხოურ კარიერაზე უარი იქნებ არც 29 წლის ფორვარდმა, დავით სხირტლაძემ თქვას.
რაც შეეხება ბათუმის "დინამოს". თუკი წინა სეზონში ამ გუნდში უამრავი ძლიერი ფეხბურთელი მივიდა, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიაც კი, სამწუხაროდ, გრძელვადიანად გუნდის შენარჩუნება და ისევ შორს მიმავალი გეგმები არც აქ გამოვიდა - სათანადო გაძლიერება ვერ მოხერხდა. ბათუმელებს დრო ჯერ კიდევ აქვთ და ის ზაფხულშიც ექნებათ, თუმცა შესაბამისი დაინტერესების შემთხვევაში, გუნდიდან მოთამაშეების წასვლა ისევაა მოსალოდნელი. თუნდაც, 25 წლის სანდრო ალთუნაშვილზე ეს არაერთხელ გვსმენია.
გორის "დილა" საკმაოდ ბევრი და ხარისხიანი ლეგიონერითაა დაკომპლექტებული და მსგავსი ტრანსფერები საინტერესოა. ეგაა, ყველაფერი ეს ევროტურნირებისთვის რამდენად საკმარისი იქნება. სამწუხაროდ, წინა წლებში ასე არ ყოფილა. 20 წლის ბარბადოსელი ტიერი გალე აქ უნგრული "ჰონვედიდან" მივიდა და ბოლო პერიოდში ძალიან კარგ ფორმაშია.
როცა გაძლიერებაზე ვსაუბრობთ, ერთ-ერთი პირველი ის ქართველი მოთამაშეები გვახსენდება, რომლებიც ახლა ლეგიონერები არიან, თუმცა დაულაგებელი საკლუბო ამბების თუ სხვა ფაქტორების გამო ევროტურნირებზე ჩვენი კლუბების დახმარება შეუძლიათ, თუმცა კარგად გვესმის, რომ ამას ერთგვარი ერთჯერადი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს.
გუნდის გარეშეა თორნიკე ოქრიაშვილი, რომელმაც ბოლოს სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა. ამ ამბის შემდეგ ამ უნიჭიერეს ფეხბურთელს, რომელსაც საქართველოს ნაკრებში ბევრი ლამაზი მომენტი ჰქონია, ეროვნულ ლიგას უკავშირებდნენ და ეს საუბრები ახლაც გააქტიურდება, სანამ ის უკლუბოდაა. არ დაგვავიწყდეს, რომ "ოქრი" ჯერ მხოლოდ 30 წლისაა.
ევროტუნირებზე გასული გუნდებისთვის გაძლიერების რესურსი შიგნითაც არსებობს. მაგალითად, წყალტუბოს "სამგურალს" სამეულში შესვლამდე ცოტა დააკლდა. ამ გუნდში არიან ფეხბურთელები, რომლებმაც ჩემპიონთა თუ კონფერენს ლიგაზე კარგად უნდა ითამაშონ. მეკარე ლევან შოვნაძემ მშრალად კარი ყველაზე მეტ შეხვედაში შეინახა - 11. რაც შეეხება ჯეფერსონ ჯერალდოს, ეროვნული ლიგის გასულ სეზონში 13 შედეგიანი პასი გააკეთა.
რესურსი სხვაგანაც არის. "თელავი" გადარჩენისთვის იბრძოდა, თუმცა მათი შემტევი გიორგი კვერნაძე გამორჩეული ფეხბურთელია, გულშემატკივრებს პერიოდულად ხვიჩა კვარაცხელიას თამაშის სტილს აგონებს და მის მიმართ დაინტერესება უცხოურ კლუბებსაც აქვთ, ევროტურნირების მონაწილე ჩვენებური კლუბებისთვის კი მშვენიერი რესურსია. ბოლნისის "სიონი" პლეი-აუტშია, მაგრამ ძმებ ნიკა და ლუკა ხორხელებს კარგი სეზონი ჰქონდათ. "საბურთალოს" რიგებში არაერთი ახალგაზრდა, თუმცა უკვე გამოცდილი მოთამაშეა...
იმედია, ამდენი ფიქრი და მსჯელობა ფუჭად არ ჩაივლის და მომავალ ზაფხულს რაღაც ახალსა და უფრო წარმატებულს ვნახავთ.
თბილისის "დინამო" ჩემპიონობასთან და კვლავ ფიფიასთან ერთად - რა იქნება ევროტურნირებზე?
ბათუმელები და მისი პრეზიდენტი დაისაჯნენ - ვინ გახდება ჩემპიონი?
ქუთაისის ტორპედოს აქვს გორის დილაზე ბეეევრად დიდი ფულიიი