ბათუმელები და მისი პრეზიდენტი დაისაჯნენ - ვინ გახდება ჩემპიონი?

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა წარმატებული წელი მარცხით დაასრულა. ქართველი ლეგიონერები ისვენებენ და მთელი ყურადღება ახლა უჩვეულო დროს ჩანიშნული მსოფლიო ჩემპიონატის მიმართაა. ვერ ვიტყვით, რომ თურაშაულის პატრონები ტყეში პანტას ვეძებთ, თუმცა ეროვნული ლიგა გადამწყვეტ ფაზაში შედის და მის მიმართ ინტერესი არსებობს - ვინ მოიპოვებს ჩემპიონობას, რომელი გუნდები დაიცავენ საქართველოს ღირსებას ევროასპარეზზე,
ვინ იქნება უიღბლოთა შორის და ა.შ.

Sportall.Ge

რა სათამაშო დონეც უნდა გვქონდეს, ხვიჩა კვარაცხელიასა თუ გიორგი მამარდაშვილის მსგავსი ფეხბურთელების პირველი ნაბიჯები სწორედ აქ იდგმებოდა და ეს უნდა გვახსოვდეს, გასულ სეზონში "ნაპოლის" გარემარბი
ცოტა ხნით ხომ ბათუმელთა ღირსებას იცავდა და სხვადასხვა ქალაქის სტადიონებზე გულშემატკივრები დააბრუნა.

როგორ გაჩემპიონდება თბილისის "დინამო"?

ჩემპიონატს დასრულებამდე ორი ტურით ადრე თბილისის "დინამო" ლიდერობს. გიორგი ჭიაბრიშვილის ფეხბურთელები მოქმედ ჩემპიონ ბათუმელებს 3 ქულით აღემატებიან. აუცილებლად აღსანიშნავია, რომ თანაბარი ქულების შემთხვევაში, უპირატესობა გია გეგუჩაძის გუნდის მხარეს იქნება.

ის, რაც ევროტურნირებზე ბათუმურ კლუბში მოხდა, მათ დიდი უპირატესობის დათმობის ფასად დაუჯდათ. როცა გუნდიდან ლიდერები მიდიან და სათანადოდ ვერ ძლიერდები, შეუძლებელია, მაღალ ამბიციებზე ისაუბრო. ბრატისლავის "სლოვანთან" იმ დრამატული ბოლო წუთების შემდეგ ბათუმის "დინამო" ერთგვარ ნოკაუტში აღმოჩნდა, რომლიდანაც გამოსვლას ბოლომდე ახლაც ვერ ახერხებს.

მომავალ ევროტურნირებამდე ჯერ დიდი დროა, თუმცა უკვე იმდენი მარცხი და გულისტკენა გვინახავს, მაინც ოპტიმისტურად განწყობა ლამის გმირობის ტოლფასია, თუმცა სხვა რა გზა გვაქვს - ისევ გგონია, რომ ჩვენი კლუბები რაღაც ახალს მოიფიქრებენ, სათანადოდ გაძლიერდებიან, სტაბილური კონტინგენტი ეყოლებათ... ამავდროულად, ისიც კარგად გვაქვს გააზრებული, ლამის პირველივე შემოთავაზებაზე მოთამაშეები საზღვარგარეთ რომ მიდიან. ამასობაში, ისეთი წაგებები დაგვიგროვდა და იმ დონის ქვეყნებთან, გულშემატკივრებისთვის რთულად ასახსნელია...

Sportall.Ge

რაც შეეხება ჩემპიონატის ლიდერების დარჩენილ მატჩებს, კალენდარი საკმაოდ რთულია. დაველოდოთ, რა მოხდება.

"სამგურალთან" მომხდარი ინცინდენტის გამო, ბათუმის "დინამო" შემდეგ მატჩს საკუთარ მოედანზე ცარიელი ტრიბუნების წინ გამართავს, კლუბის პრეზიდენტს, არჩილ ბერიძეს კი სტადიონზე შესვლა ერთი წლით (როგორც საშინაო, ასევე გასვლით მატჩებზე) აეკრძალა.

35-ე ტური. 26.11. 13:30 სთ

"სამგურალი" - "დინამო თბილისი";

"გაგრა" - "დინამო ბათუმი"


ბოლო ტური. 03.12. 13:30 სთ

"დინამო თბილისი" - "გაგრა";

"დინამო ბათუმი" - "ტორპედო"


ევროტურნირები

მოგეხსენებათ, ქვეყნის ჩემპიონი ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს, სამი გუნდი კი კონფერენს ლიგაზე ჩაერთვება. ჯერჯერობით, მხოლოდ ის ვიცით - პირველობას ვინც ვერ შესწვდება, ევროპის რანგით მესამე საკლუბო ტურნირზე იასპარეზებს, ორი ადგილი კი გასარკვევია.

ევროტურნირის ერთი მონაწილე თასის მეშვეობით უნდა გამოვლინდეს, სადაც ძალიან საინტერესო ვითარება გვაქვს - 7 დეკემბერს ბათუმში (19:00 სთ), ფინალში ერთმანეთს "ლოკომოტივის" მეორე გუნდი და ქუთაისის "ტორპედო" დაუპირისპირდებიან. თუკი თბილისელები კონფერენს ლიგაზე გასვლას შეძლებენ, ეს მართლაც იშვიათი მოვლენა იქნება, ევროტურნირზე სათადარიგო გუნდი ვიხილოთ. თავის მხრივ, ქუთაისელები ჩემპიონატში ბრინჯაოს მედალს ვეღარ შესწვდებიან და მთელი ყურადღება დავით ყიფიანის თასისკენ აქვთ მიმართული.

რაც შეეხება ეროვნული ლიგის მესამედგილოსნის ვინაობას, წყალტუბოს "სამგურალი" ბოლო დროს მუდმივად ევროტურნირებზე მყოფი გორის "დილას" 1 ქულით აღემატება. გიორგი მიქაძის გაწვრთნილმა გუნდმა გასულ ტურში თვით ბათუმში იმარჯვა და "სამგურალს" ახლა თბილისის "დინამოც" უნდა უფრთხილდეს.

Sportall.Ge

მთავარი დრამა ისაა, რომ ბრინჯაოს მედლისთვის მებრძოლი გუნდები უკანასკნელ ტურში ერთმანეთს გორში დაუპირისპირდებიან.

35-ე ტური, 26.11. 13:30 სთ


"სამგურალი" - "დინამო თბილისი";

"თელავი" - "დილა"


ბოლო ტური. 03.12. 13:30

"დილა" - "სამგურალი"

ვინ გავარდება?

თუკი ეროვნული ლიგა მომავალ წელსაც მსგავსი ფორმატით ჩატარდება, მაშინ ახლა ერთი გუნდი პირდაპირ გავარდება, ორი კი პლეი-ოფში ითამაშებს. ბოლოადგილოსნის ვინაობა დიდი ხანია ვიცით - თბილისის "ლოკომოტივი", ამ სამ გუნდ შორის კი პლეი-აუტს მხოლოდ ერთი გადაურჩება - ბოლნისის "სიონი" (33 ქულა), "თელავი"(35) და "გაგრა"(36). ქობულეთის
"შუქურამ" ეროვნულ ლიგაში აღზევება უკვე გაინაღდა. რაც შეეხება პლეი-ოფს, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, რომ იქ "სპაერი" და "სამტრედია" ითამაშებენ. ამ უკანასკნელის გადასწრების თეორიულ შანსს მარტვილის "მერანი" ინარჩუნებს.

საფეხბურთო წელი დასასრულს უახლოვდება, მომავალი სეზონი კი თებერვლის ბოლოს, სუპერთასით განახლდება.

alt"სამგურალმა" ბათუმის "დინამოს" გასვლაზე სძლია, "დილამ" "ლოკომოტივს" სახლში [VIDEO]

altდაბრუნება საქართველოში - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი შემტევი დაიმატა

altდრამა გორში - გამოუყენებელი პენალტი, ორი გოლი კომპენსირებულ დროში და თბილისის "დინამოს" გამარჯვება [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 19 /
მეტი პროფესიონალია საჭირო საფეხბურთო კლუბის მართვაში, ბიზნესი, ფული და ფეხბურთის სიყვარული კარგია მაგრამ როცა კომპენტურობა არაა შედეგი არც მოვა, ამ ბათუმის ჩემპიონობა სასაცილოდ მოსჩანს.
ნერაძური
09:09 22-11-2022
2
გუნდების რაოდენობა თუ გაზარდეს ეგ იქნება უცოდინრობის პიკი ... ან მოსყიდვა იმ გუნდების ვისაც გადმოიყვანენ ... რა გაზრდა 9 გუნდიანი გაუშვით ან 8 რაც მეტია გუნდი მით დაბალია დონე პრემიერლიგა არ მითხრათ ეხლა ბავშვებმა ))) ჩვენ სხვაგან ვბანაობთ ... ისე საერთოდ მეორე წრე 4 გუნდში უნდა გვქონდეს და შეიძლება მაგით აიწიოს დონემ ... ბავშვები არ გამომეხმაუროთ ... კალაძის ინტერვიუ გამახსენდა სანამ ჭკუას გაიზრდიდა (ეხლა ბევრი რამე აქვს ნასწავლი) რომ გამოვიდა და მივესალმები რაოდენობის გაზრდასო 16 გუნდამდე გავზარდეთ და მერე ყოველ წელს ამცორებდენ რო 10 მდე შეემცირებონათ როგორმე რომ მიხვდენ რაც მიქარეს... შვეიცარია დანია და ეგეთი დონის ქვეყნები ატარებენ 10 - 12 გუნდიან ჩემპებს ... საერთოდაც რაოდენობის გაზრდა ესე კობის სიზმარზე არ უნდა იყოს დამოკიდებული რა უბედურებააა ...
bejo
02:55 22-11-2022
4

სიახლეები პოპულარული