თბილისის "დინამო" შოტლანდიის მე-2 ლიგიდან გაძლიერებას აპირებს

AutoSharing Option
"ფეისბუქგვერდ" "Post ფეხბურთის" თანახმად, თბილისის "დინამო" ლუის სტრაპით ინტერესდება, რომელიც შოტლანდიის რანგით მეორე ლიგის კლუბ "მორტონში" გამოდის.

სტრაპი "მორტონის" აღზრდილია, თუმცა იჯარით სხვა შოტლანდიურ, დაბალი რანგის კლუბებში თამაშობდა. მარცხენაფლანგელი საგოლე პასებით გამოირჩევა. გასულ სეზონში მას ასეთი 4 ჰქონდა, მიმდინარეში კი 18 ტურის შემდეგ მის ანგარიშზე 2 "ასისტია."

"მორტონი" შოტლანდიის რანგით მე-2 ლიგაში მე-4 ადგილზეა და ლიდერს, ერთ დროს სახელოვან "დანდი იუნაიტედს", 4 ქულით ჩამორჩება.

ეროვნული ლიგის მოქმედ გამარჯვებულში, თბილისის "დინამოში", ლევან ხარაბაძის წასვლის შემდეგ მარცხენა მცველის ფუნქციებს დავით კობოური ასრულებს.
როგორც ჩანს, გუნდი ამ პოზიციის გაძლიერებაზე ფიქრობს.

შეგახსენებთ, თბილისური კლუბი მეკარე ანტონ ჩიჩკანმა, გიორგი გაბედავამა და გოდფრი სტეფენ ბიტოკმა დატოვეს, გუნდში კი ყოფილი ფორვარდი ზორან მარუშიჩი დაბრუნდა.

გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი უახლოეს შეხვედრას 18 იანვარს გამართავს, როცა ამხანაგურ მატჩში პლოვდიდის "ლოკომოტივს" დაუპირისპირდება.

altბათუმის "დინამომ" მუხრან ბაგრატიონი და 2 ლეგიონერი დაიმატა

მკითხველის კომენტარები / 21 /
ფიფიას არც დამცველი ვარ და არც ახლობელი, მაგრამ აქ რომ უაზრო კომენტარებს დებთ, ერთი მინდა გკითხოთ: ვინმე ჭკუათმყოფელი და საღი აზრის პატრონი, ოდნავ რომ ბურთს აგორავებს, ჩამოვა საქართველოში და აქ იცხოვრებს? ნახევარი საქართველო გაიხიზნა და მეორე ელოდება გაქცევას ამ "ეკონომიკურად აყვავებული" და ქურდული მენტალიტეტის მქონე რელიგიით ჩაბნელებული ქვეყნიდან.ან რა თანხა უნდა გადაიხადო ან რა პერსპექტივა დაუხატო?
თემო
21:54 13-01-2023
1
ბოლო ზღაპარი იყო დინამოს გაყიდვა
ახალი მამაცი გულით იწყება
დჭ
14:15 29-12-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული