"საბურთალომ" მწვრთნელად თეთრაძის დანიშვნა დადასტურა

AutoSharing Option
"საბურთალომ" თავისი საიტით გუნდის მწვრთნელად ომარ თეთრაძის დანიშვნის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია:

"53 წლის სპეციალისტი, ომარ თეთრაძე ამიერიდან დედაქალაქურ “საბურთალოს” გაწვრთნის. კლუბსა და ახალ მწვრთნელს შორის მოლაპარაკება დასრულდა. როდესაც იანვრის დასაწყისში გუნდი შეიკრიბება, სწორედ თეთრაძის ხელძღვანელობით გააგრძელებს კლუბი ახალი სეზონისთვის მზადებას.

საქართველოში დაბადებულ-გაზრდილმა ომარ თეთრაძემ საფეხბურთო კარიერა საქართველოში დაიწყო და ჩვენს პირველობაზეც გარკვეული პერიოდი ითამაშა.

თეთრაძე თავისი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო და ისეთ ცნობილ კლუბებშიც უთამაშია, როგორებიცაა: იტალიური “რომა”, ბერძნული “პაოკი”
და მოსკოვის “დინამო”. თეთრაძე არის 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატისა და 1996 წლის ევროპის ჩემპიონატის მონაწილე, ხოლო სამწვრთნელო კარიერის სხვადასხვა დროს, მას უმუშავია “ტობოლში”, “ჟეტისუში”, “ანჟიში”, “ხიმკიში” და “ნიჟნი ნოვგოროდში”.

რაც შეეხება თემურ შალამბერიძეს, რომელიც ბოლოს დედაქალაქურ “საბურთალოს” წვრთნიდა, იგი რჩება კლუბში და აგრძელებს მუშაობას ერთ-ერთ მნიშვნელოვან თანამდებობაზე.

გარდა ამისა, “საბურთალოში” ბევრი სიახლეები იგეგმება, რომლის შესახებაც კლუბის ხელმძღვანელობა ოფიციალურად იანვარში გააცხადებს".

მკითხველის კომენტარები / 17 /
სწორი გადაწყვეტილება ქნა რომ აიყვანა ტეტრაძე საბურთალომ!!!
NESTA:)))
31 დეკემბერი 2022 10:24
5
სირცხვილი საბურთალოს! მაგ ადამიანმა ჯერ საქართველოს ნაკრებში თამაშს რუსეთში წასვლა არჩია,მერე იქ ინტერვიუში გამოაცხადა ქართველი არ ვარ, საქართველოში გვარის გადაკეთება მაიძულეს თორემ არ მათამაშებდნენო (გუცაევს მაშინ რატომ არ გადააკეთებინეს გვარი?)ხოდა ახლა რომ გაუჭირდა საბურთალომ დაასაქმა არა? ქართველი მწვრთნელები გამოილია, თუ "ტობოლი" და "ანჟი" მყავს "რეალი " და "ბარსელონა"!?
არტ
31 დეკემბერი 2022 10:12
21
გუცაევი , კალოევი, კუდინოვი, ნავალოვსკი. კალათბურთში - დეიუგინი, ხელბურთში - ანპილოგოვი. ეს უცებ ვინც გამახსენდა. ესენი მშვენივრად თამაშობდნენ თავისი გვარებით და მაინცადამაინც თეთრაძე შევავიწროვეთ ქართველებმა და გვარი გადავაკეთებინეთ?
არტ
07 იანვარი 2023 13:24
0
რა არ სთხოვდნენ გვარის გადაკეთებას? აჯოევი გურამა გახსოვს?დაკრა ფეხი და წავიდა სპარტაკში,
არტიკოს
31 დეკემბერი 2022 22:59
3

სიახლეები პოპულარული