"საბურთალომ" მწვრთნელად თეთრაძის დანიშვნა დადასტურა

AutoSharing Option
"საბურთალომ" თავისი საიტით გუნდის მწვრთნელად ომარ თეთრაძის დანიშვნის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია:

"53 წლის სპეციალისტი, ომარ თეთრაძე ამიერიდან დედაქალაქურ “საბურთალოს” გაწვრთნის. კლუბსა და ახალ მწვრთნელს შორის მოლაპარაკება დასრულდა. როდესაც იანვრის დასაწყისში გუნდი შეიკრიბება, სწორედ თეთრაძის ხელძღვანელობით გააგრძელებს კლუბი ახალი სეზონისთვის მზადებას.

საქართველოში დაბადებულ-გაზრდილმა ომარ თეთრაძემ საფეხბურთო კარიერა საქართველოში დაიწყო და ჩვენს პირველობაზეც გარკვეული პერიოდი ითამაშა.

თეთრაძე თავისი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო და ისეთ ცნობილ კლუბებშიც უთამაშია, როგორებიცაა: იტალიური “რომა”, ბერძნული “პაოკი”
და მოსკოვის “დინამო”. თეთრაძე არის 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატისა და 1996 წლის ევროპის ჩემპიონატის მონაწილე, ხოლო სამწვრთნელო კარიერის სხვადასხვა დროს, მას უმუშავია “ტობოლში”, “ჟეტისუში”, “ანჟიში”, “ხიმკიში” და “ნიჟნი ნოვგოროდში”.

რაც შეეხება თემურ შალამბერიძეს, რომელიც ბოლოს დედაქალაქურ “საბურთალოს” წვრთნიდა, იგი რჩება კლუბში და აგრძელებს მუშაობას ერთ-ერთ მნიშვნელოვან თანამდებობაზე.

გარდა ამისა, “საბურთალოში” ბევრი სიახლეები იგეგმება, რომლის შესახებაც კლუბის ხელმძღვანელობა ოფიციალურად იანვარში გააცხადებს".

მკითხველის კომენტარები / 17 /
პირადად არ ვიცნობ, ამიტომ როგორი პიროვნებაა არ ვიცი. მაგრამ ის ინტერვიუ ჩემი თვალით მაქვს წაკითხული რუსულ პრესაში, თუ არ ვცდები სპორტ ექსპრესში, სადაც წერს , ქართველებმა გვარი გადამაკეთებინესო რადგან არაქართველს ქართველები არ მათამაშებდნენო. რაც ჯერ ეგერთი ტყუილია, რამდენს არგადაუკეთებია გვარი და მშვენივრადაც თამაშობდნენ, ფეხბურთშიც, კალათბურთშიც და ხელბურთშიც. და მეორე, რა ანგარიშებს აბარებდა რუსებს, ემანდ ქართველი არ გეგონოთ, დამჩაგრეს და გვარი წამართვესო?
2
ომარ გენაცვალე გულში!!! ვინც ჩახედულია ოდნავ მაინც ქართულ ფეხბურთში ყველამ ყველაფერი იცის.გული არ გაიტეხო შენ ხარ ჩვენი!!!
NESTA:)))
19:57 04-01-2023
3

სიახლეები პოპულარული