Geo Team-ის ინფორმაციით, 26 წლის ლუკა ზარანდია კარიერას ბათუმის "დინამოში" გააგრძელებს.
ლუკა ბოლოს პოლონურ "კიელჩეში" გამოდიოდა, საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში კი 31 შეხვედრა აქვს გამართული: 17-წლამდელებში 6 მატჩში 5 გოლი გაიტანა, 19-წლამდელებში 14 მატჩში - 3, 21-წლამდელებში კი 11 შეხვედრაში - 4.