"ტორპედომ" ალბანელი საყრდენი ნახევარმცველი დაიმატა

AutoSharing Option
"ტორპედო" ალბანელი ფეხბურთელით გაძლიერდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისური კლუბი თავისი "ფეისბუქის" გვერდით ავრცელებს.

"არდიტ ტოლი "ტორპედოს" ფეხბურთელია! 25 წლის ალბანელი საყრდენი ნახევარმცველი გუნდს თურქულ შეკრებაზე უახლოეს დღეებში შეუერთდება.

ტოლი გასულ სეზონში უკრაინის უმაღლესი ლიგის გუნდის "ვორსკლას" ღირსებას იცავდა, რომლის შემადგენლობაშიც არაერთი შეხვედრა ჩაატარა.

წარმატებებს ვუსურვებთ ალბანეთის ნაკრების ფეხბურთელს, არდიტ ტოლის, "ტორპედოს" დიდ ოჯახში!"

ტოლი ადრე ბერძნული "კისამიკოსისა" და "კალამატას", აგრეთვე, "ტირანას" ღირსებას იცავდა, ალბანეთის ყველა ასაკობრივ ნაკრებში თამაშობდა, ეროვნულ გუნდში კი 1 მატჩი აქვს ჩატარებული.

მკითხველის კომენტარები / 8 /
Rac vnaxe torpedo im fexburtelebs imatebs visi fasic tandatan matulobs da ara piriqit,anu chamowerilebi ar mokavt rac dzalian swori politikaa, sxva saqmea vin rogor gaamartlebs, magram aseti midgomit mjera karg shedegebs dadeben.
Givi
31 იანვარი 2023 20:41
1
წარმატებები მას ტორპედოსთან ერთად. კიდევ აანონსებენ ლეგიონერების ტრანსფერებს , ამ გუნდის ხელმძღვანელები კარგად მუშაობენ ბაზარზე, არც ფულს არ იშურებენ როგორც გარედან ჩანს, რომ ეს კლუბი წარმატებულად აქციონ როგორც შიდა ასევე ევროტურნირებზე. და დიდი იმედია ეს გაწეული შრომა შედეგს აუცილებლად მოიტანს რაც პირდაპირ აისახება ქართული საკლუბო ფეხბურთის პრესტიჟზე.
Charley
31 იანვარი 2023 20:17
0
კარგი ლეგიონერი ფლანგის მცველები, მარცხენა შემტევი და მეკარე სჭირდება ტორპედოს, ზაფხულში 1-2 კაცსაც დაიმატებს საევროტურნიროდ და შეიძლება ჯგუფიც დადოს...
ვენეციის კომისია
31 იანვარი 2023 19:27
0
წარმომიდგენია რა რეაქცია ექნება ალბანელ ფანებს ამას ნაკრებში, რომ მიიწვევენ, იტყვიან ბიჭო საქართველოს ჭ ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელს რა უნდა ნაკრებშიო.DDDDDDDDDDDDDDDD
ეეე
31 იანვარი 2023 20:59
26
საწყალო ჰეითერო, ტორპედო ის ერდათერთი ქართული გუნდია რომელიც ფეხბურთელების ტრანსფერებში ფულს იხდის თანაც სოლოდურს ამ წყალწაღებული ჩემპიონატიდან, და არ ეძებს ჩამოწერილ თავისუფალ აგენტებს. კლუბის ასეთი მუშაობა კი სწორედ ის გზაა რომელსაც რეზულტატი აუცილებლად ექნება და შენნაირ ბოღმანანთხევ სასტავს სათქმელიც აღარაფერი ექნებათ ესათუ ის ფეხბურთელი რომელიც რომელიმე ნაკრების ფეხბურთელად მოიაზრებოდეს და აქ მოყავდეთ. ასეთ ტრანფერებს დიდი ბოდიში გაგრა და სამგურალი ან ამ კალიბრის კლუბები ვერ განახორციელებენ. ყველა წარმატებული გუნდი რაღაცით იწყებს ამ განვითარებას.
Anj: Antei
31 იანვარი 2023 23:30
1
ისეთე არაფერი დაგიწერია ამდენი დისლაიქი, რომ მიგეღო. ალბანეთის ლიგაც გვისწრებს სამწუხაროდ და მაკრებიც წინ არის საერთო შედეგებით დ რეიტინგში. არ აწიკვინდნენ ახლა აქ ვიღაცები. ესაა ობოექტური რეალობა, რომელსაც ვიღაცების უაზრო გამოხყომები ვერ ცვლის...
დათო
01 თებერვალი 2023 09:33
5
ყველა გამოხმაურება
ასე მოიყვანენ ვიღაცეებს,მერე ეს ლეგიონერები იჩივლებენ და დაიწყება ისევ წუწუნი,ტირილი,გოდება და მუქარა-ჩქარა ფეხბურთის აკვანი იშლება და მოგვხედეთო. Მერე ბიუჯეტიდან მშიერი ხალხის ფულით გადაუხდიან ხელფასებს ამ ლეგიონერებს და ისევ იჩივლებენ ყარაულები და მზარეულები და ისევ არ ექნებათ ძეხვისა და ცხელი შოთის პურის ფული რომ ფეხბურთელები გამოკვებონ და ასე გაგრძელდება უსასრულოდ როგორც ყოველთვის
Მერაბი
01 თებერვალი 2023 17:03
4

სიახლეები პოპულარული