"სამგურალი" იაპონელი ნახევარმცველით გაძლიერდა

AutoSharing Option
"სამგურალმა" იაპონელი ლეგიონერი დაიმატა, - ამის შესახებ ინფორმაციას წყალტუბოური კლუბი "ფეისბუქის" გვერდით ავრცელებს:

"26 წლის იაპონელი ნახევარმცველი ტაიკი კაგაიამა წყალტუბოს "სამგურალში" ითამაშებს. კლუბსა და ფეხბურთელს შორის ხელშეკრულება დღეს გაფორმდა.

"სამგურალის" ახალწვეული იაპონური "JFA აკადემიის" აღზრდილია. სამშობლოში "კანსაი უნივერსიტეტის" ღირსებას იცავდა. 2018 წლიდან მან საფეხბურთო კარიერა ფინურ "მუსაში" გააგრძელა. მალევე ის ფინურ KPV- ში გადავიდა. 2020 წელს კაგაიამა "ინტერ ტურკუს" ფეხბურთელი გახდა, სადაც 2 სეზონის განმავლობაში ჩემპიონატსა და თასზე 55 შეხვედრა ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა. 2020-21 წლებში "ინტერ ტურკუს" რიგებში
გახდა ფინეთის ვიცე-ჩემპიონი და ფინეთის თასის ვერცხლისმედალოსანი. ითამაშა ევროპის კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის 3 შეხვედრაში. ტაიკი კაგაიამა ბოლოს მალაიზიის სუპერლიგის კლუბ "საბაჰში" ასპარეზობდა, სადაც 23 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა".

მკითხველის კომენტარები / 6 /
იაპონიიდან აქ რომ ჩამოვა სათამაშოდ, წარმომიდგენია რა დონე ექნება
ალეკო
28 თებერვალი 2023 14:32
2
ვაი თქვენს პატრონს:(((( ესაა ქართული ფეხბურთი?
ჯაპანა
28 თებერვალი 2023 01:48
11
იცით საერთოდ თანამედროვე ფეხბურთი რას ნიშნავს?ამ ურაპატრიოტიოტული ლოზუნგებით გგონიათ როდისმე რამეში შედეგი გვექნება?
Master
28 თებერვალი 2023 12:09
1
ეს ჩემპინატი ყველაზე ძლიერი უნდა გამოდგეს და კიდევ უფრო განვითარდეს მას შემდეგ, რაც ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ჩატარდება და სტადიონი და ინფრასტრუქტურა აშენდება!
ლაშა
28 თებერვალი 2023 00:09
0
ეგრე რა დაიმატეთ ლეგიონერები ქართველებშიც კონკურენცია გაიზრდება
beqa
27 თებერვალი 2023 22:26
0
ხომ, "ჭ" კლასის ლეგიონერებს იმატებენ, ვაი მაგათ პატრონს.
Gio
28 თებერვალი 2023 11:03
0

სიახლეები პოპულარული