"ბარბადოსელი მესი" "დილადან" "მიდტიულანდში გადადის

AutoSharing Option
ბრიჯტაუნელი სპორტული ჟურნალისტი ანმარ გოდრიჯი-ბოისი "ტვიტერით" იტყობინება, რომ "დილას" 21 წლის თავდამსხმელი ტიერი გეილი "მიდტიულანდში" გადადის.

ჟურნალისტის ცნობით, დანიური კლუბი გეილთან კონტრაქტის პირად დეტალებს შეათანხმებს და ტრანსფერი მალე განხორციელდება.

"მიდტიულანდის" გულშემატკივრები უკვე მიესალმებიან გეილს და მას "ბარბადოსელ მესის" უწოდებენ.

"მიდტიულანდი" 5 ტურის შემდეგ ქვეყნის ჩემპიონატზე 9 ქულით მეოთხე ადგილზეა და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში გავიდა, სადაც "ლეგიას" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 14 /
კარგი პროფესიონალია დემჩენკო, მაგრამ ბათუმის კლუბს მისი იქ ყოფნა 3-4 მილიონი დოლარით მეტი დაუჯდება, რადგან ის მოითხოვს კარგ ფეხბურთელებს და ეს ძვირია. ბიჭები რომლებმაც გეგუჩაძე გააგდეს და მოიშორეს, დემჩენკოსთანაც ვერ/არ ითამაშებენ.
აი ნახავთ ეს ასეც იქნება.
Jango
23:57 23-08-2023
0
იმედია ლარნახევრად არ გაყიდით და 5-6 მილიონად გაყიდით,დახარჯეთ ასი ათასი უკეთ შეფუთეთ ბარბადოსელად ნუ გაყიდით ხალხო ჭკუა იხმარეთ,მომავალ წელს ნაგ ფულით საჩემპიონოდ იბრძოლოთ ან ელკონფერეს ლიგას მიუახლოვდეთ.წარმატებები
მირო
19:40 23-08-2023
0

სიახლეები პოპულარული