ბრიჯტაუნელი სპორტული ჟურნალისტი ანმარ გოდრიჯი-ბოისი "ტვიტერით" იტყობინება, რომ "დილას" 21 წლის თავდამსხმელი ტიერი გეილი "მიდტიულანდში" გადადის.
ჟურნალისტის ცნობით, დანიური კლუბი გეილთან კონტრაქტის პირად დეტალებს შეათანხმებს და ტრანსფერი მალე განხორციელდება.
"მიდტიულანდის" გულშემატკივრები უკვე მიესალმებიან გეილს და მას "ბარბადოსელ მესის" უწოდებენ.
"მიდტიულანდი" 5 ტურის შემდეგ ქვეყნის ჩემპიონატზე 9 ქულით მეოთხე ადგილზეა და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში გავიდა, სადაც "ლეგიას" დაუპირისპირდება.