"თელავი" მწვრთნელმა და ცამეტმა ფეხბურთელმა დატოვა

AutoSharing Option
"თელავი" თავისი "ფეისბუქის" გვერდით გუნდში დიდი ცვლილებების თაობაზე იტყობინება:

"ძვირფასო გულშემატკივრებო, გაცნობებთ, რომ საფეხბურთო კლუბი "თელავი", ბერძენმა მთავარმა მწვრთნელმა, 51 წლის გეორგიოს კოსტისმა, მისმა თანაშემწემ, ფიზმომზადების სერბმა სპეციალისტმა მილოშ დიუროვიჩმა და 13 ფეხბურთელმა დატოვა - დავიდ იურჩენკოს, ტომელინ გუტიერის, მატია რომს, გიორგი ქანთარიას, იმედა აშორტიას, ირაკლი რუხაძეს, ამარ ბეგიჩს, ოთარ გაგნიძეს, ვაჟა ფაცაციას, ჟონელ დეზირეს, სტეფან დიმიჩს, იოზეფ მენიხს და გურამ გოშთელიანს გუნდთან კონტრაქტი დაუმთავრდათ და კარიერას სხვაგან გააგრძელებენ
გეტყვით იმასაც, რომ ირაკლი რუხაძეს ჩვენთან საიჯარო ხელშეკრულება ამოეწურა და უზბეკეთში,
"აგმკ ოლმაილიქში" დაბრუნდა, გიორგი ქანთარია, ვაჟა ფაცაცია, ბრაზილიელი გუტი და ბოსნიელი ბეგიჩი კი უცხოეთში წავიდნენ.

სკ "თელავი" მადლობას უხდის მთავარ მწვრთნელს, მის თანაშემწეს და ბიჭებს გაწეული სამსახურისთვის, გვერდში დგომისთვის და სამომავლოდ, ყოველივე საუკეთესოს უსურვებს, როგორც პირად ცხოვრებაში, ისე კარიერაში.

რაც შეეხება სკ "თელავის" ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობას და შევსება-გაძლიერებას, კლუბის ხელმძღვანელობა აქტიურადაა ჩართული სატრანსფერო კამპანიაში და სიახლეებსაც პერიოდულად შეგატყობინებთ".

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 11 /
რომელიმემ 42 ზომა ბუცები დატოვოს და მე ვითამაშებ.
ვანჩოპე
22:35 12-01-2024
0
რა აზრი,ან პერსპექტივა აქვს,ყოველწლიურად ახალი გუნდის და სამწვრთნელო შტაბის მოყვანას?მხოლოდ ერთი გუნდი რომ იყოს,კიდევ არაფერი,მაგრამ თითქმის ყველა გუნდი ასე რომ არის და წრეზე ბრუნავენ,ეგ არის,ყველაფერი ცუდის,თავი და თავი.ასე,ვერავინ მიაღწევს პროგრესს.
სოსო
19:46 12-01-2024
0

სიახლეები პოპულარული