დემჩენკოს ინტერვიუსთან დაკავშირებით ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტმა განცხადება გაავრცელა

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ კლუბის "ფეისბუქის" გვერდით განცხადება გაავრცელა:

“ვიცი, რომ გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვია ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელის - ანდრეი დემჩენკოს უკრაინული მედიაში გავრცელებულმა ინტერვიუმ ეროვნული ნაკრებების შესახებ.

მქონდა აღნიშნული საკითხის შესახებ საუბარი პირადად მასთან და მივიღე დაპირება, რომ თავად ანდრეი გააკეთებს გარკვეულ განმარტებებს ინტერვიუს შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით. მისი თქმით, საქმე გარკვეული საკითხების არასწორ ინტერპრეტირებასთან გვაქვს და ეს სამწუხაროა.

ზოგადად მინდა ჩემი მხრიდან დავამატო, რომ მარტის სანაკრებო მატჩებისთვის ყველა განსაკუთრებულად უნდა მოვემზადოთ და ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გადავინაწილოთ. მჯერა, რომ
მხოლოდ ერთიანობით შეიძლება იმ ისტორიული შედეგის მიღწევა, რასაც დიდ საფეხბურთო ტურნირზე გასვლა ჰქვია და იმედს ვიტოვებ, ამ სიხარულს საქართველოს ეროვნული ნაკრები ახლო მომავალში გვაზიარებს".
მკითხველის კომენტარები / 60 /
ეს ხახოლი ნახეთ რა დღეშია
!!
11 თებერვალი 2024 09:58
15
გაგიგდებდი წიხლქვეშ შე არაკაცო
las
11 თებერვალი 2024 12:04
1
არცერთი ბათუმის დინამოელი ნაკრებში!!!
temo
10 თებერვალი 2024 21:48
11
დემჩენკომ თქვა თავისი აზრი.ნაკრები როგორ ფეხბურთ თამაშობს ყველამ იცის ვინც ფეხბურთში ერკვევა დაცვიდან რო თამაშობენ მაგას ჩვენც ვხედავთ რად გვინდა დემჩენკოს თქმაა. რაც ნამდვილად მე პირადად არ მომწონს რადგან შემტევი პოტენციალი ააქ ამ ნაკრებს და დაფრთხალი ფეხბურთი ნამდვილად არ უნდა ათამაშო მწვრთნელმა.მაგრამ ამაზე ახლა ღიად ლაპარაკი არ ღირს.რადგან წინ ფლეიოფია. სხვათა შორის ლუქსემბურგი დღეს საკმაოდ სერიოზული ნაკრებია.
ქომაგი
11 თებერვალი 2024 21:09
1
50 წელზე მეტია ქტიურად ვგულშემატკივრობ ფეხბურთს და პირველად გავიგე მწვრთნელი კოლეგის ტაქტიკას აკრიტიკებს, მითუმეტეს იმ ქვეყნის ნაკრებისას, რომლის ჩემპიონატშიც თვითომმუშაობს. არასწორი საქციელია. თვითონაც მიხდა და უარყო არ მითქვამსო, მაგრამ არ მგონია ჟურნალისტს დასიზმრებოდა!უვარგისი პიროვნებაა დემჩენკო!
ნუგზარი
12 თებერვალი 2024 15:12
4
ახლა, თქვენ ქართველი მწვრთნელების კომენტარებს თუ უსმენთ, ვერც გაიგებდით. არც წყალი, არც ღვინო კომენტარები ახასიათებთ, მაგრამ კოლეგის ტაქტიკის კომენტირებაზე ტაბუ არავის დაუდვია. შეიძლება, კორექტულობის გამო, უშუალო მეტოქის მწვრთნელი არ გააკრიტიკო და რაც მეტ შეცდომას დაუშვებს, მით უკეთესი, მაგრამ კლუბის მწვრთნელი, თუ ნაკრების მწვრთნელს გააკრიტიკებს, რა არის ამაში სენსაციური?!
ციციკორე
16 თებერვალი 2024 11:02
0
არ გამოიძახოთ ნაკრებში მარადიშვილი!!!
სანდრო
11 თებერვალი 2024 16:56
3
როგორ ეფოფრება ფედერაცია სანიოლს, ცივი ნიავი არ მიაკაროთ,7-1წაგების მერე უნდა გადაგეყენებინათ,ან თვითონ ენამუსა და წასულიყო,თვალებში ნაცარს ნუ გვაყრით თითქოს ნაკრებში ყველაფერი კარგად არის!!!
SOS
11 თებერვალი 2024 11:38
0
Neta icodes xalxma ra nagavic xar
Achi
11 თებერვალი 2024 00:05
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული