დემჩენკოს ინტერვიუსთან დაკავშირებით ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტმა განცხადება გაავრცელა

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ კლუბის "ფეისბუქის" გვერდით განცხადება გაავრცელა:

“ვიცი, რომ გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვია ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელის - ანდრეი დემჩენკოს უკრაინული მედიაში გავრცელებულმა ინტერვიუმ ეროვნული ნაკრებების შესახებ.

მქონდა აღნიშნული საკითხის შესახებ საუბარი პირადად მასთან და მივიღე დაპირება, რომ თავად ანდრეი გააკეთებს გარკვეულ განმარტებებს ინტერვიუს შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით. მისი თქმით, საქმე გარკვეული საკითხების არასწორ ინტერპრეტირებასთან გვაქვს და ეს სამწუხაროა.

ზოგადად მინდა ჩემი მხრიდან დავამატო, რომ მარტის სანაკრებო მატჩებისთვის ყველა განსაკუთრებულად უნდა მოვემზადოთ და ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გადავინაწილოთ. მჯერა, რომ
მხოლოდ ერთიანობით შეიძლება იმ ისტორიული შედეგის მიღწევა, რასაც დიდ საფეხბურთო ტურნირზე გასვლა ჰქვია და იმედს ვიტოვებ, ამ სიხარულს საქართველოს ეროვნული ნაკრები ახლო მომავალში გვაზიარებს".
მკითხველის კომენტარები / 60 /
დავნიშნოთ დემჩენკო ჩვენი ნაკრების მთავარ მწვრთნელად. აშკარად ადექვატული კაცია, სანიოლისგან განსხვავებით და სიმართლის თქმას არ ერიდება.
მამუკა
11 თებერვალი 2024 11:36
4
ვინმეს კიდე სჯერა, რომ ასეთი ცეხავიკების და პატარა კაცების ხელში, ნორმალური კლუბი გვეღირსება?! ან ამ ფედერაციის ხელში, რომლის დაკვეთითაც ეს კაცი ბლუკუნებს, ნაკრები რამეს მიაღწევს?! წადი ბიჯო, რუსის ფუჩუზე და რუბლებზე დახამებულ კოლაბორანტებს მოთხოვე ახსნა-განმარტება, თუ ასეთი სათუთი ფსიქიკა გაქვს. დემჩენკოს რას ერჩი?! კაი ნაკრები გყავს და გამცირებს?!
ციციკორე
11 თებერვალი 2024 10:55
3
არასწორი არაფერი უთქვამს ყოველთვის მეორე ნომრად ვთამაშობთ და გვენატრება ნამდვილი ფეხბურთი შემტევი
ირაკლი
11 თებერვალი 2024 10:12
2
ეს ხახოლი ნახეთ რა დღეშია
!!
11 თებერვალი 2024 09:58
15
გაგიგდებდი წიხლქვეშ შე არაკაცო
las
11 თებერვალი 2024 12:04
1
რისთვის მოიხადოს ბოდიში სიმართლისთვის მაგრამ თქვენთვის სიმართლე რა არის.კობიაშვილი იაშვილის და სანიოლის ბოდიში სად არის?
პაწუ
11 თებერვალი 2024 09:27
2
სსამწუხაროდ ქართველებმა ჯერ კიდევ ვერ დავაღწიეთ თავი საბჭოთა მენტალიტეტს.
დაიშალა საბჭოეთი მაგრამ ტვინით ისევ იქ ვართ.
სადაც არ შეიძლება განსხვავებული აზრი, არ შეიძლება ფიქრი, არ გაქვს უფლება თქვა და იმოქმედო ნებართვის გარეშე.
თქვა კაცმა თავის აზრი, მცდარია თუ მართალი ამას არ აქვს მნისვნელობა და დაუბარებიატ ზემოთ და პასუხი მოითხოვიათ :)
las
11 თებერვალი 2024 08:53
2
რო ეთქვა: "ამისთანა საფეხბურთო ნაკრები როგორიც საქართველოა ბრაზილიელებსაც კი შეშურდებოდათო" - მერე რა მოხდებოდა? დავიწყებდით - რატომ დაგვცინიო?! თუ დავიჯერებდით?
ვაჟა მასწავლებელი
11 თებერვალი 2024 03:01
4
რაც დემჩენკომთქვა , იმას ვიძახით ნახევარი საქართველო და საბოდიშო რა არის ? რა , დაფრინავენ კაშია და კვირკველია თუ სწორი ტაქტიკით ვითამაშეთ რომელიმე თამაში შესარჩევზე ? ძლივს რო დადიან კაშია და კვირკველია და ბურთი რომ ვერ ამოაქვთ დაცვიდან , შეტევაზე აქცენტი რომ არ გვაქვს და დაცვაში ვზივართ ტყუილია ? ისიც რომ ეთქვა , რომ ტურნირის დებულების გაგებაში არ ვართ და საკვანძო ფეხბურთელს ნახევარფინალს ვატოვებინებთ მაგისი ღირსიც ვიყავით , მაგრამ უტაქტოდ არ მოიქცა . მართალი თქვა მაგ კაცმა რაც თქვა და მოეშვით კომკავშირლობას და უბნის ინსპექტორობას .
zaza
11 თებერვალი 2024 02:49
5
ვერაფერს ვიტყვი ჯერჯერობით დემჩენკოს მწვრთნელობაზე, უფრო ამ სეზონში გამოჩნდება. რაც შეეხება ინტერვიუს, პირსუკან ვინმეს თუ აგინა არ ვიცი, ხოლო რაც გამოქვეყნდა ამაზე რაიმე განმარტება პირადად მე ნაღდად არ მჭირდება, საკმაოდ მოკძალებულად ასახა ის, სადაც ვართ.
ამატაკი
11 თებერვალი 2024 01:53
1
ესეც კარგი მეზღაპრე ყოფილა. მეგონა გუნდს დააყენებდა და ყოველ წელს ათრევენ შესარჩევზე ჭე კლასები
რაბუ
11 თებერვალი 2024 01:20
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული