დემჩენკოს ინტერვიუსთან დაკავშირებით ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტმა განცხადება გაავრცელა

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ კლუბის "ფეისბუქის" გვერდით განცხადება გაავრცელა:

“ვიცი, რომ გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვია ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელის - ანდრეი დემჩენკოს უკრაინული მედიაში გავრცელებულმა ინტერვიუმ ეროვნული ნაკრებების შესახებ.

მქონდა აღნიშნული საკითხის შესახებ საუბარი პირადად მასთან და მივიღე დაპირება, რომ თავად ანდრეი გააკეთებს გარკვეულ განმარტებებს ინტერვიუს შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით. მისი თქმით, საქმე გარკვეული საკითხების არასწორ ინტერპრეტირებასთან გვაქვს და ეს სამწუხაროა.

ზოგადად მინდა ჩემი მხრიდან დავამატო, რომ მარტის სანაკრებო მატჩებისთვის ყველა განსაკუთრებულად უნდა მოვემზადოთ და ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გადავინაწილოთ. მჯერა, რომ
მხოლოდ ერთიანობით შეიძლება იმ ისტორიული შედეგის მიღწევა, რასაც დიდ საფეხბურთო ტურნირზე გასვლა ჰქვია და იმედს ვიტოვებ, ამ სიხარულს საქართველოს ეროვნული ნაკრები ახლო მომავალში გვაზიარებს".
მკითხველის კომენტარები / 60 /
ასათიანს,დემეტრაძეს,ჯანაშიას,კუშანაშვილსაც მოახდევინეთ ბოდიში,იმის გამო რაც იჭორავეს რუსულ პრესასთან.
*
11 თებერვალი 2024 00:25
9
ეხლა წავიკითხე ინტერვიუ. ძალიან საღად აზროვნებს და ღრმათ ერკვევა ნაკრების თამაშში. აბსოლუტურად ვეთანხმები და მადლობას უნდა უხდიდეთ ამ საღ ანალიზში. ესეთი მწვრთნელი გამოგვადგებოდა ნაკრებში!
ბოდიში კი სანიოლს მოახდევინეთ 1:7
აქამდე არ მოუხდია ბოდიში!(((
გია_544
11 თებერვალი 2024 00:18
5
კობიაშვილმა,იაშვილმა,კაციტაძემ,სანიოლმა,ბოდიში მოიხადეს ან პასუხი აგეს იმის გამო,რომ ლუქსემბურგთან კვარას გარეშე ვითამაშებთ???!!!
!!!
11 თებერვალი 2024 00:06
3
ბოდიში არა მაგრამ პასუხისმგებლობა აიღეს თავიანთ უთავო თავზე) )
დავით 67
11 თებერვალი 2024 00:57
1
Neta icodes xalxma ra nagavic xar
Achi
11 თებერვალი 2024 00:05
2
რა აქვს საბოდიშო? უკრაინა ეხლა აღმავლობას განიცდის იმდენი მაღალი კლასის ფეხბურთელები ჰყავს, რომ გუნდში კონკურენცია შეიქმნა. სხვა წლებშიც ჩვენზე მაღლა იდგნენ კლასით.
giorgi 3
10 თებერვალი 2024 23:44
3
ეს კაცი მწვრთნელია და რაღაც კომენტარი ხომ უნდა გაეკეთებინა. გააკეთა კიდეც და ბოდიში რატომ უნდა მოიხადოს?? რეალურად ეგრეა და რატომ გინდათ რომ დაუმსახურებლად აქოს ჩვენს ნაკრებს? ამით ვინმეს რამე მოემატება? ამ ჯგუფში დღევანდელი მსგომარეობით საქართველოს ნაკრები არის აუტსაიდერი. თუმცა ფეხბურთი ისეთი სპორტია ყველაფერი ხდება. მაგალითები ბევრი არსებობს, საბერძნეთის ევროპის ჩემპიონობა, უფრო ადრე დანიის და ა.შ.
დავით 67
10 თებერვალი 2024 23:19
2
გორის დილა-ს ვითომ გულშემატკივრებო-ძაღლები ყეფდნენ ქარავანი მიდიოდა თუ გაგიგიათ?)))აღარ დაიღალეთ წუწუნით, თუ პირველი შემთხვევაა თქვენი გუნდიდან ფეხბურთელის წასვლა???
კახა
10 თებერვალი 2024 22:51
10
ეს ის პრეზიდენტი არ არის ბათუმის დინამოს გორის დილად გადაკეთებას რო მთელი ძალით ცდილობს? კაცმა სიმართლე თქვა და ბოდიში მოახდევინეს.დ.დ.
asa
10 თებერვალი 2024 22:43
3
არცერთი ნორმალური მწვრთნელი არ ათამაშებდა კვირკველიანაირ ფეხბურთელს ასეთ გადამწყვეტ თამაშებში, მითუმეტეს, თუ ირანის ჩემპიონატის საუკეთესო დამცველი გყავს თადარიგში. შეიძლება, რომ დღევანდელ ფეხბურთში დამცველმა ფეხით თამაში არ იცოდეს და მარტო თავით თამაშობდეს? ასეთი კვირკველია. ლოჩოშვილი სულ ძირითადშია თავის კლუბში. ხოჭოლავა, გველესიანი ლოჩოშვილი... ამათზე უნდა გაკეთდეს აქცენტი.
10 თებერვალი 2024 22:15
5
დემჩენკომ რა თქვა კი არა ტრანსფერების შესახებ გველაპარაკე ჯობია
გიუშა
10 თებერვალი 2024 22:05
1
გორის დილას ელოდება, ვის მიიყვანენ დილაში რო მერე ამან წამოიყვანოს. ისე ხო მოიყვანა ფინეთის მეოთხე ლიგიდან შემტევი.
baba
11 თებერვალი 2024 00:40
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული