"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ დიდ კლუბს შევუერთდი" - "დილას" ყოფილი მწვრთნელის კომენტარი სომხურ "ნოაში" დანიშვნის შემდეგ

AutoSharing Option
გორის "დილა" აწ უკვე ყოფილმა თავკაცმა რუი მოტამ გუშინ მოულოდნელად დატოვა. რამდენიმე საათში ცნობილი გახდა, რომ პორტუგალიელმა სომხეთის ვიცე-ჩემპიონი კლუბი "ნოა" ჩაიბარა.

45 წლის დამრიგებელი ეროვნულ ლიგაში გორელებს ბრწყინვალედ ათამაშებდა, ცხრილში ლიდერებიც იყვნენ და გავრცელებული ინფორმაციით, მისი წასვლა გაცილებით დიდ ანაზღაურებას უკავშირდება.

მოტას სიტყვებს "ნოაში" დანიშვნის შემდეგ, სოციალურ ქსელში კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს:

"გამარჯობა, ძვირფასო "ნოას" ფანებო. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ დიდ კლუბს შევუერთდი. დიდი ენთუზიაზმით მოვდივარ, რომ ერთად შევქმნათ ისტორია. ჩვენ ყოველდღე ბევრს ვიმუშავებთ ჩვენი მიზნების მისაღწევად. ერთად
უფრო ძლიერები ვიქნებით", - განაცხადა მოტამ.

მკითხველის კომენტარები / 23 /
ნოა თუ უდიდესია რეალზე რა სიტყვას იყენებს მაინტერესებს. კაი აფერისტი ყოფილა ესეც
რაბუ
15 ივნისი 2024 12:29
1
ეგ მართლა დიდი კლუბია, ჰანიბალმა დააარსა! -ასე იცის მოტამ, ასე უთხრეს... ;)
ზიზ
15 ივნისი 2024 12:19
1
რუი! დარწმუნებული ვარ, რომ სომეხმა თარჯიმანმა ვერ გაიგო შენი კომენტარი. თუ მართლა იკადრე ასეთი სიცრუე, მაშინ მართლა ღირსი ხარ, რომ ეს გუნდი იყოს შენი კარიერის უდიდესი გუნდი.
რეალობა
15 ივნისი 2024 12:09
1
ესეთი უტიფარი თუ იყო არ მეგონა ეს მოტა ნოა თუ დიდი გუნდია ეს რომ დინამოს მწრთვნელად გადმონიშნო მერე რათას იტყვის ნეტა )))
ტოტტი
15 ივნისი 2024 11:53
2
ტიპმა ყველას და ყველაფერს დაცინა დდ: თანამედროვე სომხურ საკლუბო ფეხბურთს საკმაოდ კარგად ვიცნობ, ნოა სომხეთშიც არაა დიდი გუნდი თან გასაკვირია სომხებმა შარშან წინ პიუნიკი კონფერენს ლიგის ჯგუფში გაიყვანეს და პირდაპირ ვიტყვი მაინც კატასტროფულად ცოტა დასწტებებია მათი ჩემპიონატის თუნდაც ცენტრალურ მატჩებზე. მაგრამ იქაურ 2-3 კლუბს აქვთ იმდენი ფინანსები (რუსეთში მყოფმა ფულიანმა სომხებმა შეიძინეს) აქ შეიძლება მხოლოდ ტორპედოს ქონდეს დანარჩენებს მათი ნახევრის ნახევარი ბიუჯეტი არა აქვთ მაგალითად დინამოებს დილას და იბერიას. და ფაქტი სახეზეა შუა სეზონში ააფცრქვნა ელიგაში ეხლა პირველ ადგილზე მყოფ დილას მწვრთნელი სრულიად უსახელო ნოამ.
M-33
15 ივნისი 2024 11:51
1
დედა მოტა
რაბუ
15 ივნისი 2024 11:47
2
თავი გაგიქრეს უდიდესი კლუბი:))
Givi
15 ივნისი 2024 11:43
1
ერთი დილაა დიდი გუნდი და მერე ნოა და სერთოდ ესეთი სტატიები რა საჭიროა
ხასანა ძია
15 ივნისი 2024 11:39
5
მოტა - აფერისტი! )))
მანფრედ კალცი
15 ივნისი 2024 11:33
2

სიახლეები პოპულარული