ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

"იბერიამ" მიქაძე გაუშვა და კორღალიძე მთავარ მწვრთნელად უკვე მესამედ დანიშნა

AutoSharing Option
Geo Team-ის ინფორმაციით, ეროვნული ლიგის ბინადარ "იბერიაში" სამწვრთნელო ცვლილება განხორციელდება.

გუნდს ამჟამინდელი დამრიგებელი გიორგი მიქაძე დატოვებს, რომლის ხელშიც კლუბმა ბოლო 8 მატჩიდან 7 დათმო.

მიქაძეს ლევან კორღალიძე ჩაანაცვლებს, რომელიც "იბერიას" წარსულში უკვე ორჯერ თავკაცობდა.

ინფორმაციისთვის, "იბერია" კონფერენს ლიგაზე იასპარეზებს და გათამაშებაში მე-2 საკვალიფიკაციო რაუნდიდან ჩაერთვება.