
გიორგი მიქაძემ "თელავთან" კონტრაქტი საკუთარი სურვილით გაწყვიტა და "საბურთალოს" ჩაუდგა სათავეში.
"საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - ჩვენს გუნდს დღეიდან გიორგი მიქაძე უხელმძღვანელებს. მიქაძემ გუნდთან ერთად პირველი ვარჯიში დღეს გამართა.
შეგახსენებთ, რომ თელაველთა ყოფილი მწვრთნელისთვის "საბურთალო" კარგად ნაცნობი კლუბია, ვინაიდან წარსულში ჩვენს ასაკობრივ გუნდებში უმუშავია", - გაავრცელა ინფორმაცია "საბურთალოს" პრესსამსახურმა.