"ტორპედო" 20 წლის ნიგერიელი ნახევარმცველით გაძლიერდა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედომ" ოფიციალურად გვაუწყა, რომ კლუბი 20 წლის ნიგერიელი ნახევარმცველით ტიმ ოლოკო-ობით გაძლიერდა. როგორც ირკვევა, ის გუნდში დიდი ხანია ვარჯიშობდა, თუმცა კონტრაქტი მხოლოდ ახლა გაუფორმეს.

"2023 წელს ის კლუბის მიერ ეგვიპტეში გამართულ აფრიკელ ტალანტთა ფორუმზე იქნა შერჩეული, რის შემდეგაც ახალგაზრდა ფეხბურთელი საქართველოში ჩამოვიდა და რამდენიმე თვეა მთავარ გუნდთან ერთად ვარჯიშობს.

მონაწილეობა მიიღო "ურარტუს" წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ მატჩში, სადაც თავი გატანილი გოლით გამოიჩინა.

კლუბის ხელმძღვანელობისა და სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით ფეხბურთელთან 3+1 წლიანი კონტრაქტი გაფორმდა და ამიერიდან ის "ტორპედოს" სრულფასოვანი წევრია", -
წერს კლუბის ოფიციალური გვერდი Facebook-ზე.
მკითხველის კომენტარები / 10 /
ოოო. ეს მძლავრი იქნება.
მორიგი ნოლი ჩამოიყვანეს, რომ საქართველოში აცხოვრონ და 1500 დოლარს მიუგდებენ
გენა
11:01 29-07-2024
3
მიდით ბიჭებო დარაჯი მაინც დატოვეთ ქართველი. საქართველოში არაა 20 წლის ფეხბურთელები. ესეც იქნება ახლა მეორე მარტინს ობაფები ან ბაბანგიდა. ვაი ვაიიი
ქომაგი
09:34 29-07-2024
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული