ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

ეროვნულ ლიგას მომავალ სეზონში მოქმედი ბომბარდირი არ ეყოლება - ბიორნ იონსენმა ქუთაისის "ტორპედო" დატოვა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" ფანების "ჯუნგლების" Facebook გვერდი ავრცელებს ცნობას, რომ გუნდის რიგები 33 წლის ნორვეგიელმა ფორვარდმა ბიორნ იონსენმა დატოვა.

იონსენმა გასულ სეზონში ჩატარებულ 34 შეხვედრაში 23 გოლი შეაგდო და ეროვნული ლიგის ბომბარდირი გახდა.

ის "ტორპედოს" გასული სეზონის დასაწყისში შეუერთდა. შეგახსენებთ, რომ ქუთაისური გუნდის რიგებს მთავარი მწვრთნელი სტივ კინიც დაემშვიდობა.
ასევე დაგაინტერესებთ