
"ეროვნული ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირი ისევ "ტორპედოსთვის" შეუტევს.
გამორჩეული სეზონის ფონზე ბიორნ იონსენის შეძენა არაერთ კლუბს სურდა.
ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, ნორვეგიელმა ფორვარდმა "ტორპედოში" დარჩენა გადაწყვიტა და კლუბთან ახალი, 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
უახლოეს დღეებში სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც იონსენი გუნდს შეკრებაზე ქობულეთში შეუერთდება.
გასულ სეზონში იონსენმა “ტორპედოს” მაისურით 40 მატჩში 26 გოლი გაიტანა", - წერია პოსტში.