"როგორც კაპიტანი, თავს უფლებას ვაძლევ და გუნდის სახელით მოგმართავთ თხოვნით" - მერაბ გიგაური სტივ კინისადმი "ტორპედოს" ფანების პროტესტს ეხმაურება

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის 22-ე ტურში "ტორპედოს" შინ გორის "დილასთან" 1:5 მარცხის შემდეგ ქუთაისელთა გულშემატკივრებმა პროტესტი გამოხატეს და "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელის, სტივ კინის გუნდიდან წასვლა მოითხოვეს.

ქუთაისელთა გულშემატკივრებმა ("ჯუნგლებმა") საკუთარ "ფეისბუქგვერდზე" განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნეს, რომ სანამ კინი "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელი იქნება, ისინი გუნდის მატჩებს არ დაესწრებიან.

აღნიშნულ ვითარებას "ტორპედოს" კაპიტანი მერაბ გიგაური საკუთარი "ფეისბუქგვერდის" საშუალებით გამოეხმაურა და "ჯუნგლებს" მიმართა.

"ჯუნგლები - The Jungles, ტორპედოს გულშემატკივრებო, 2010 წლიდან დღემდე ამ კლუბის მაისურით არაერთი სეზონი ჩავატარე. წლების განმავლობაში არაერთ სირთულესთან გამკლავება მოგვიწია, ბევრად
მძიმე დღეები გვქონია, თუმცა ყველა ჯერზე ერთად დგომით დღევანდელ დღემდე მოვედით... ამ კლუბის მაისურით გამართული თითოეული მატჩი, თითოეული წამი ჩემთვის საამაყოა და თქვენ ეს კარგად იცით.

წელს უკვე მოვიპოვეთ ერთი ტიტული, თუმცა გვაქვს შანსი, სეზონი კიდევ ერთი, ამ ეტაპზე ჩვენთვის მთავარი ტიტულით დავასრულოთ. მენდეთ, თითოეული ფეხბურთელისთვის ის მხარდაჭერა, რომელსაც თქვენგან ვგრძნობთ როგორც საშინაო, ისე გასვლით მატჩებზე, უმნიშვნელოვანესია. ვაფასებთ იმას, რასაც ჩვენთვის აკეთებთ და მოედანზე სწორედ თქვენთვის გავდივართ.

როგორც კაპიტანი, თავს უფლებას ვაძლევ და გუნდის სახელით მოგმართავთ თხოვნით: ახლა, როცა სეზონის დასკვნით ნაწილში ვართ და როცა სასწორზე ბევრი რამაა, მათ შორის, ქვეყნის ჩემპიონობა, ერთმანეთის გარეშე ნუ დავრჩებით და ეს გზა ისევ ერთად გავაგრძელოთ.

ჩვენ, როგორც გუნდი, სრულად ვიაზრებთ ჩვენს პასუხისმგებლობას. აუცილებლად გვექნება დრო ერთმანეთთან ყველაფერზე სასაუბროდ, მაგრამ კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, გააკეთოთ ის, რაც ყველაზე მაგრად იცით - დაგვიდგეთ გვერდით. ერთად ისევ ბევრს შევძლებთ, ჩვენ ვართ ტორპედო!", - წერს გიგაური.

შეგახსენებთ, "ტორპედო" ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში 41 ქულით მეორე ადგილს იკავებს და ლიდერ გორის "დილას" 6 ქულით ჩამორჩება.

alt"სანამ კინი "ტორპედოს" მწვრთნელია, "ჯუნგლები" ტრიბუნას ვტოვებთ" - "ტორპედოს" ფანების განცხადება [PHOTO]

მკითხველის კომენტარები / 17 /
მეთუ მკითხავთ ეს გიგაური ძირითადის ფეხბჯრთელი საერთოდ არ უნდა იყოს მაგარი ფაფხურა ფეხბურთელია დადის იმის მაგივრად რომ ირბინოს ამას საკუთარი თავი ავტორიტეტი ჰგონია ბიძინაშვილი და ფაცაცია ბევრად ჯობია ამას და რაც შეხება მწვრთმელს შესარჩევია ბრიტანული სტილის ფეხბურთის თამაშით წინ ვერ წავა ტორპედო
ბალეშიკ
09:26 31-08-2024
4
კომენტარები გადავიკითხე და რა ბოღმა ხალხი ხართ? საიდან მოდიხართ? ფეხბურთი გესმით საერთოდ? ლიჟბი ტორპედო არ გახდეს ჩემპიონი და თუ გინდა თბილისის დინამოს ლიგა ორში დააქვეითებთ, ბოღმიანი ,,ვირთხები,, ხართ და მეტი არაფერი, ჩვენ კლუბებს რაიმე ეშველოთ და თუ გინდა დუშეთის არაგვმა იზეიმოს ჩემპიონობა და მერე ევროტურნირი :)
Juve
22:34 30-08-2024
4

სიახლეები პოპულარული