A დივიზიონში საუკეთესო რეიტინგის მქონე 12 ნაკრები მოხვდება, შემდეგი 12 - B ლიგაში, 15 - C-ში, ხოლო ბოლო 16 - D-ში. A და B დივიზიონებში 4 ჯგუფი სამეულებისგან დაკომპლექტდება, C - ერთი სამეულისგან, ხოლო ოთხში - 4-4 გუნდი იქნება, რაც შეეხება D ჯგუფს, იქ 4 კვარტეტი შედგება.
ერთა ლიგაში ნაკრებები დივიზიონიდან
ეროვნული გუნდებისთვის უეფას ბოლო შუალედური რეიტინგი (ფიფას რეიტინგში არ აგვერიოს) 2017 წლის 26 მარტს, 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩების შემდეგ შედგა. ერთა ლიგის ჯგუფების შემადგენლობა ახლა რომ
კომპლექტდებოდეს, ნაკრებები დივიზიონებში ასე გადანაწილდებოდნენ:
A დივიზიონი
გერმანია, პორტუგალია, ბელგია, ესპანეთი, საფრანგეთი, შვეიცარია, იტალია, ინგლისი, პოლონეთი, ხორვატია, ისლანდია, შვედეთი
B დივიზიონი
სლოვაკეთი, რუსეთი, ჰოლანდია, უკრაინა, ბოსნია, ავსტრია, ირლანდია, ჩრდ. ირლანდია, თურქეთი, უელსი, ჩეხეთი, სლოვენია
C დივიზიონი
უნგრეთი, დანია, საბერძნეთი, ალბანეთი, რუმინეთი, სერბეთი, ჩერნოგორია, ისრაელი, შოტლანდია, ბულგარეთი, ნორვეგია, კვიპროსი, ლიტვა, აზერბაიჯანი, ბელარუსი
D დივიზიონი
ფინეთი, ესტონეთი, საქართველო, სომხეთი, ფარერები, ლატვია, მაკედონია, მოლდოვა, ყაზახეთი, ლუქსემბურგი, ანდორა, ლიხტენშტაინი, მალტა, კოსოვო, სან მარინო, გიბრალტარი.
ბევრ გუნდს, მათ შორის საქართველოსაც (უეფას ბოლო რეიტინგში მე-40 ადგილზე ვართ), აქვს შანსი, უკეთეს (უფრო მაღალ) დივიზიონში მოხვდეს.
გამარჯვებული 2019 წლის ივნისს, ოთხი ჯგუფის გამარჯვებულის დასკვნით ტურნირში გაირკვევა.
საქართველო D დივიზიონშია, მაგრამ, რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ეს ჩვენი შანსიც არის: აუტსაიდერთა დივიზიონის გამარჯვებული ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საგზურს მიიღებს. ეს გუნდი მარტში დაგეგმილი ოთხთა ტურნირის საშუალებით გაირკვევა, სადაც ერთმანეთს 4 ჯგუფის პირველადგილოსანი დაუპირისპირდება.
საინტერესოა, რომ ამ ნაკრებებიდან დიდ საერთაშორისო ტურნირებზე (ევრო 2004) მხოლოდ ლატვიას უთამაშია.
და კიდევ: შესაძლოა, რუსეთი და უკრაინა ერთ დივიზიონში მოხვდნენ, მაგრამ არა - ერთ ჯგუფში. იგივე ეხებათ სომხეთს და აზერბაიჯანსაც, სანამ არსებულ გადაწყვეტილებებს უეფას აღმასკომი არ შეცვლის.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ჩევი და მორჩა შემოვა ეგ სისტემა. ისე ჩვენთვის ყველა თამაში ამხანაგური არარის.აქედანაც დიდი ალბათობით გაგვიჭირდება გასვლა.
ჩვი და მორცა შემოვა ეგ სისტემა. ისე ჩვენთვის ყველა თამაში ამხანაგური არარის.
ხალხო ამ გუნდებიდან ერთთან მაინც ხომ მოხვდები? ან ფინალურზე ხომ უნდა შეხვდე? მერე რას იზამ მოუგებ?
ამდენი ოპტიმისტი და მეოცნებე რაც საქართველოშია, მე მგონი არსად არ არი.
?????????????????????????????????????????????????????????????????? ნუ წამართმევთ სიტყვის თავისუფლების უფლებას!!!!!!!!!!!!!!!!