ვლადიმირ ვაისი სამუშაოდ ყაზახეთში ბრუნდება?

AutoSharing Option
ყაზახური Prosports.kz-ის ცნობით, საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცი ვლადიმირ ვაისი ალმათის "ქაირათის" მწვრთნელობის კანდიდატად განიხილება.

სლოვაკი სპეციალისტი საქართველოში დასაქმებამდე სწორედ ამ ყაზახურ გუნდში მუშაობდა - 2012 წლის დეკემბრიდან 2015 წლის ნოემბრამდე. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ქვეყნის ჩემპიონატის ბრინჯაო ორჯერ, ერთხელ კი ვერცხლი მოიპოვა. ამასთან, ვაისის "ქაირათმა" ორჯერ ქვეყნის თასი მოიგო.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმირ ვაისი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2016 წლის მარტიდან მუშაობს. რაც შეეხება "ქაირათს",  კახა ცხადაძის წასვლის შემდეგ ამ გუნდს კარლოს ალოს ფერერი წვრთნის.

სხვა ყაზახური საიტის, Sports.kz-ის ცნობით კი, ალმათის კლუბში
ვაისს მწვრთნელობის კანდიდატად ამ დროისთვის არ განიხილავენ, თუმცა თავად სპეციალისტი "ქაირათში" დაბრუნების წინააღმდეგი არ იქნებოდა...
მკითხველის კომენტარები / 14 /
მშვენიერი საიტი იყო.ვის სჭირდება ეს ''ბარდაგი''?..კარგს რად უნდა ცვლილება?..
Fz
02 აგვისტო 2017 17:21
0
რატო არ ვიძახებთ აკაკი გოგიას ნაკრებში ძაან გამოადგება ჩვენ ქვეყანას ეს ფეხბურთელი....
beqa
10 აგვისტო 2017 19:54
0
ვაისი კარგი მენეჯერია, უნდა დარჯეს, ბატონო ლევან
otar
02 აგვისტო 2017 12:19
0
avtandili-ს! სამწუხაროდ გეთანხმები, მცირე სიტყვას მეც ვიტყვი: არიან ფეხბურთელები, რომლებიც თავდადებით თამაშობენ (ოღონდ ცოტანი), დიდი ნაწილი კი "სულერთია" ტიპები არიან, ჰოდა აღარ ღირს ფეხბურთზე ნერვიულობა, თითქმის 100% საფეხბურთო ჩინოვნიკებისა "დღევანდელისტები" არიან, "სანამ ვარ მივითალო ჩემთვის და ჩემს მერე ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა" ხალხია, წინ არ იყურებიან(არ უნდათ) და როგორ განვვითარდებით?! წინ მიიწევს რაგბი და კალათბურთი და სხვა ბევრი სახეობა და იმის გულშემატკივრობას მივხედოთ, დაფინანსებაც უნდა გაეზარდოთ მორაგბეებს, თან ფეხბურთის ხარჯზე, ახლა გამოხტებიან და დაიწყებენ ლანძღვას, მაგრამ მგონია მართალი ვარ....
g.v.g.
02 აგვისტო 2017 11:24
0
ვაისი კარგი მენედჯერია კარგი იკნება ტუ დარჯება,ბატონო ლევან
otar
02 აგვისტო 2017 11:14
0
აქ ხო ააყვავა ნაკრები? დარწმუნებული ვარ იქ ერთ თამაშს მაინც მოიგებენ
pepe
02 აგვისტო 2017 11:04
0
ვაისი ნამდვილად კარგი მენედჯერია კარგი იკნება ტუ დარჯება ,ბატონო ლევან
otar
02 აგვისტო 2017 10:43
0
კობიაშვილმა უნდა აგოს ყველაფერზე პასუხი რაა,(ცხადაძე)კაცმა ააწყო ნაკრები და გაუშვა,ახლა ვინც დააყენეს ისიც მიდის,გამოდის,რომ სულ წვალებაში და ნერვების შლაში უნდა ვიყოოთ?
vai tqvens patrons
02 აგვისტო 2017 10:23
0
ფულს უაზროდ ნუ ყრით წყალში, ის ჯობია გაჭირვებულებს დაურიგოთ, რაც შეეხება საქართველოს ნაკრების, ფეხბურთელებს; მათ პროფესიონალიზმისა ეროვნული ღირსების მისხალიც არ გააჩნიათ,ამიტომ მწვრთნელი საერთოდ არ ჭირდებათ. აივსო მსოფლიო ამათგან გაბანძებული მწვრთნელებით.
avtandil
02 აგვისტო 2017 09:58
0
ახლა ვისუნდა მიცეტ კიდე მილიონები .
merab
01 აგვისტო 2017 20:49
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული