ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრების 25-კაციანი შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა უახლოესი ორი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

2 სექტემბერს, 20:00 საათზე საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ „დინამო არენაზე“ გამართავს.

5 სექტემბერს კი, თბილისის დროით 22:45 საათზე ქართველი ფეხბურთელები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას, ქალაქ ვენაში ავსტრიის წინააღმდეგ ჩაატარებენ.

ამ ეტაპზე ეროვნულ გუნდში 25 ფეხბურთელია გამოძახებული.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანჟი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი);

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), უჩა ლობჟანიძე (ატირაუ,
ყაზახეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), ჯემალ ტაბიძე (უფა, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა) გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია);

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი,ყაზახეთი), მურთაზ დაუშვილი (დიოშგიორი,უნგრეთი), ჯაბა კანკავა, ვაკო გვილია (ბატე, ბელარუსი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი) ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, მაკედონია), გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი);

თავდამსხმელები: ლადო დვალიშვილი (ატირაუ, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი), გიორგი არაბიძე (შახტარი, უკრაინა), გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია).

ვლადიმირ ვაისმა, ასევე ის 9 ფეხბურთელი დაასახელა,რომელსაც ამ ეტაპზე საქართველოს ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს:

ნუკრი რევიშვილი (დინამო, თბილისი), ლევან გეგეჭკორი (დინამო, თბილისი), ბაქარ ქარდავა (დინამო, თბილისი), გიორგი ჩაკვეტაძე (დინამო თბილისი), თეიმურაზ შონია (დინამო, ბათუმი), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი, თბილისი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), დავით სხირტლაძე (სილკებორგი, დანია), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი).

საქართველოს ეროვნული ნაკრები მატჩებისთვის მოსამზადებლად თბილისში 28 აგვისტოდან შეიკრიბება.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 15 /
საბა ლობჟანიძეს ეკუთვნოდა ადგილი დვალიშვილზე მეტს გააკეთებდა და ასევე ლაშა დვალს ეკუთნოდა სადაც ამდენი უთამაშებელია მაგს მაინცნაქვს რაღაც ნათამაშები
beniiiiiiiiiiiiiiiiiiii
25 აგვისტო 2017 19:27
0
მოქმედი ჩემპიონის კლუბიდან არცერთი არ მოხვდა გაფართოებულ სიაშიც კი. ხოლო ყოფილი "სამტრედიელები" კი ორნი მოხვდნენ სიხარულიძე და შერგელაშვილი.
მე მგონი ამით ყველაფერი ნათქვამია
QWERTY
25 აგვისტო 2017 11:29
0
25 კაცში სულ ცოტა 13 ახალი მოთამაშეა ვაისის პირველ სიასთან შედარებით და ავტორი წერს ერთხელ, რომ სია შეადგინა მხოლოდ მათ იწვევს და ახალს არ ეძიებსო. რა ვუწოდოთ ბატონო ალეკო ასეთ ანალიზს? არაკომპეტენტურობა, თუ არაობიექტურობა? ორივე დიდი მინუსია მასმედიით ხალხთან მოსაუბრისათვის.
gizog
23 აგვისტო 2017 15:29
0
უთამაშებელ ჯიღაურს რომ იძახებ, თან რა ჩემპიონატიდან აგერ ზაქარია ბეგლარაშვილი გოლს გოლზე იტანს ფლორაში და მიგეცათ მაგისთვისაც შანსი. დარწმუნებული ვარ დვალიშვილზე მეტ სარგებელსაც მოუტანს გუნდს
რეზო
22 აგვისტო 2017 21:29
0
Nakrebshi ragac amouxsneli xdeba. Tipma revishvili amoagdo da utamashebeli loria chasva faqtiura
D mekaris gareshe datova nakrebi imena shegnebulad ketdeba es yvelaferi mara rato verafrit ver amovxseni
Vaso
22 აგვისტო 2017 15:50
0
ეგ კი სწორს წერტ რომ ლობჯანიზეს,დვალიშვილს და კვასხვაზეს საერთოდ რა უნდათ ნაკრებში,კვასხვაზეზე დირკა მეკარე ფარერების კუნზულზეც კი არ მოიზებნება
gio
22 აგვისტო 2017 15:09
0
რა წაჭამეტ ტვინი ამ ჩაკვეტაზეთი??? გახადეთ ახალი მესსი??? ცეხეთთან გამოჩნდა რა დონეცაა და ნაკრებში მომინდომეს აყვანა,ცოტა ლოგიკურად შეხედოპთ უნდა რეალობას,მანქანებიო ,რა ფული აკლდათ კობის იაშკას ან მუჯირს რო მანქანა ეყიდათ???? ვავააა დონიშეეე სასტავიიი....
gio
22 აგვისტო 2017 15:07
0
"გაიტანეთ გრენლანდია" - როდემდე ამდენის მოთმენა; მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ვაისი როდესაც მოსკოვში(ერთადერთი მოგზაურობა მისი ფეხბურთელების სანახავად, ისიც ანანიძე-კვირკველიასი?!)ბრძანდებოდა მიიღო დირექტივა ან ფული რუსული სპეცსამსახურებისაგან, რათა არ გაეყვანა ნაკრები მსოფლიოზე, რომელიც რუსეთში უნდა ჩატარდეს. აბა დააკვირდით მის ხელწერას: თავიდანვე მოაშორა ნაკრებს ყენია, დვალი, ცისკარიძე -ვინც ამხანაგურებში გოლები და საგოლე პასები დადეს!!! მოლდოვეთთან ორივე თამაში დადო ისეთი, ქეცბაია გეგონებოდა-დაცვა მხოლოდ!!! ეხლა დაუძახა უგუნდო(!!!), უთამაშებელ ფეხბურთელებს-კანკავას, დაუშვილს, მაკარიძეს, ლორიას, უჩას(კარგი ჯიგრიანი ფეხბურთელია, მაგრამ უთამაშებელია), კაჭარავა არ არის ბოლომდე ფორმაში არც ქვილითაია და ჯიღაური. სამაგიეროდ ამოაგდო სისტემატიურად მოთამაშენი და გოლის გამტანებიც: რევიშვილი, სხირტლაძე, სიხარულიძე... აბა რა ვიფიქროთ ის მაინც გვითხარით - ფედერაციისა და ბიუჯეტის ხარჯზე მცხოვრებნო ფეხბურთის მესვეურნო?!
წამშლელის ყურამდე მაინც მივა!
22 აგვისტო 2017 15:04
2
კონსტიტუცია გადაწერეთ და აუკრძალეთ ამ დვალიშვილს თამაში
roma
22 აგვისტო 2017 14:40
2
ვაააააა.....კიდე დვალიშვილიო კაცოოოო
!
22 აგვისტო 2017 13:41
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული