რამდენი ადგილით წაიწევს წინ საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ორი საკვალიფიკაციო მატჩი გამართა - 2 სექტემბერს თბილისში ირლანდიას 1:1 დაუზავდა, ხოლო 5-ში ამავე ანგარიშით ეთამაშა ავსტრიას - 1:1.

"ფიფა-კოკა კოლას" ახალი რეიტინგი 13 სექტემბერს გამოქვეყნდება, თუმცა საქართველოს ახალი მდგომარეობის ზუსტი პროგნოზირება შესაძლებელია.

საქართველოს ნაკრებს 290 ქულა ჰქონდა და 112-ე პოზიციაზე იყო. ორი ფრის შემდეგ ვლადიმირ ვაისის გუნდი 327 ქულით 104-ე პოზიციაზე იქნება, ანუ რვა საფეხურით წინ წაიწევს.

ირლანდიის ნაკრები 33-ე პოზიციაზე (-4) იქნება, ხოლო ავსტრია - 57-ეზე (მინუს 20 პოზიცია!).

სხვათა შორის,
რეიტინგში ლიდერიც შეიცვლება - ბრაზილიას მსოფლიოს ჩემპიონი გერმანია ჩაანაცვლებს, ხოლო პორტუგალიის ნაკრები სამეულიდან არგენტინას გამოაძევებს.





მკითხველის კომენტარები / 5 /
ქართველებს ერთი უცნაურობა გვჭირს. ძლიერ გუნდებთან უკეთ ვთამაშობთ, სუსტებთან გვიჭირს. ჯგუფში მოლდოვას ვერ მოუგეთ. კალათბურთშიც იგივე ხდება.
სუ
07 სექტემბერი 2017 09:45
0
სხვათაშორის ზუსტად ასეა და ამას გამარჯვებულის მენტალიტეტის არქონა ჰქვია. ჩვენ იმდენად მივეჩვიეთ აუტსაიდერობას ყველგან და ყოველთვის, რომ როცა ფავორიტებად ვითვლებით ეს უცხოა ჩვენთვის და მენტალურად არ ვიცით ამ დროს როგორ უნდა ვიმუშაოთ, ფსიქოლოგიური პრობლემაა. ეს გამოსწორებადია და სწორი მუშაობის შედეგად ყველაფერი მოვა.
dadu
07 სექტემბერი 2017 10:35
0
ერთი ფრეც და ელიტალურ ასეულში შევალთ.ვაშა!ვაშა! ვაშა!ვაშა მეგობრებო!
სოსო
06 სექტემბერი 2017 20:52
2
"მკვდრებმა აღმართეს ცოცხალი კედელი"-ეროსი მანჯგალაძე.
888
06 სექტემბერი 2017 17:10
1
ჯერ ფეხბურთის თამაში ვისწავლოდ და რეიტინგები თავისით მოვა. ასიანებში რომ ვართ რა მნიშვნელობა აქვს წინ წახვალ თუ უკან? მთავარია მოგებაზე ფიქრით და თამაშით გასვლა. ამ შესარცევში ბევრის მოგება შეიძლებოდა მაგრამ შიშით არ წავაგოთ თამაშით გადიან სულ მოედანზე. არ წავაგოთ თუ იფიქრებ წააგებ. მოგების ჟინით უნდა გახვიდე მოედანზე და თავი დააკლა. ერთი გოლის გატანს მერე თამაში არ მთავრდება და ვერც ამ მწვრთნელმა მოახერხა ამ უბედურების გამოსწორება და ვერც სხვამ. თუ გაჩერდები და თამაშს და ბურთს მოწინააღმდეგეს ჩააბარებ მასე ვერც ვერავინ მოიგებს.
niko
06 სექტემბერი 2017 16:29
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული