ვლადიმირ ვაისმა უელსსა და სერბეთთან მატჩებისთვის 27-კაციანი სია გამოაცხადა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 6 და 9 ოქტომბერს, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო ორ შეხვედრას ჩაატარებს. ეროვნული გუნდი მატჩებისთვის მოსამზადებელ ეტაპს 2 ოქტომბერს დაიწყებს. ვლადიმირ ვაისმა 27 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებიც მოახლოებულ მატჩებში მიიღებენ მონაწილეობას.

მეკარეები: გიორგი ლორია (ანჟი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), ნუკრი რევიშვილი (დინამო, თბილისი)

მცველები:
ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), უჩა ლობჟანიძე (ატირაუ, ყაზახეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), საბა კვირკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი) დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა) გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი
(რიგასი, ლატვია);

ნახევარმცველები: თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ჯაბა კანკავა, ვაკო გვილია (ბატე, ბელორუსი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი) ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, მაკედონია), გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი); ოთარ კიტეიშვილი (დინამო, თბილისი), ლუკას ჰუფნაგელი (ნიურნბერგი, გერმანია)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ლადო დვალიშვილი (ატირაუ, ყაზახეთი), დავით სხირტლაძე (სილკებორგი, დანია), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი, თბილისი).

ამ ეტაპისთვის, ცნობილია კიდევ ექვსი ფეხბურთელის ვინაობა, რომლებსაც ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს:

როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ლევან გეგეჭკორი (დინამო, თბილისი),ბაქარ ქარდავა (დინამო, თბილისი), მურთაზ დაუშვილი (დიოშგიორი, უნგრეთი), თეიმურაზ შონია (დინამო, ბათუმი), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია).

საქართველოსა და უელსის საფეხურთო დაპირისპირება 6 ოქტომბერს, 20 საათზე, "დინამო არენაზე" შედგება. სერბეთისა და საქართველოს მატჩი ბელგრადში 9 ოქტომბერს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 43 /
კარგით რა დვალიშვილს რა უნდა ამ ნაკრებში ანდ რომელიმე ნაკრეებში? ჩამოვალ და მათამაშეთ 51 წლის გავხდი და მეტი თუ არ გავაკეთო
niko
02:20 29-09-2017
0
Amdeni cudis dawera sheidzlebaaa??imis magier warmateba usurvot nakrebs gavamxnevot dzirfesvianat vtxrit tavis mwvrtnelian motamashebianat aba warmoidginet xart nakrebis fexburteli shedixar am saitze da kitxulob amden sAzizgrobas nutu yvela ase frofesionalia tavisi saqmis vinc ase miwastan asworebt araaq mnishvneloba vis sircxvilia adamianirad an xatri an ridi ase gadavla sheidzlebaaa??neta damanaxa tqven pirad saqmeshi ra donis xalxi xart
Goga
12:23 28-09-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული