დავით მუჯირი: გვსურს, ვაისი უფრო მეტხანს დარჩეს...

AutoSharing Option
გაგრძელდება თუ არა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ, ვლადიმირ ვაისსა და ფეხბურთის ფედერაციას შორის თანამშრომლობა? ამ კითხვით "ლელომ" სფფ-ის გენერალურ მდივანს, დავით მუჯირს უელსთან თამაშის წინ მიმართა:

"ჩვენი სურვილია, ვაისი უფრო მეტხანს დარჩეს და იმუშაოს. სასიამოვნოა, რომ თანამშრომლობის გასახანგრძლივებლად ორივე მხარეს დიდი ინტერესი გვაქვს. იმედია, ახლო მომავალში ეს ყველაფერი ოფიციალური გახდება და კონტრაქტი გაფორმდება.

რა თქმა უნდა, ყველას უკეთესი შედეგი გვინდა, თუმცა, რეალობიდან გამომდინარე ვმოქმედებთ და ჩვენი მთავარი ინდიკატორი ის არის, რომ პროგრესს ვხედავთ. იყო რამდენიმე მატჩი, რომელშიც უკეთეს შედეგს და
გამარჯვებას ვიმსახურებდით. იმედი გვაქვს, სწორი და სტაბილური მუშაობა შედეგს გამოიღებს", - ამბობს მუჯირი.

თავის მხრივ, ვაისმა ცოტა ხნის წინ დაადასტურა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ახალი კონტრაქტი შესთავაზა და იქვე დასძინა, რომ ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია. ის საბოლოო პასუხს სერბეთთან მატჩის შემდეგ იტყვის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 25 /
მუჯირი რო .... ჩვენ ყველამ კარგად ვიცით. ერთი ბანდაა მანდ ვაისს უფორმებენ კონტრაქტს იქიდან რამდენს ტეხავენ ღმერთმა იცის და ჩვენ კიდე გვაბოლებენ - უკეთესობააო. რატომ გამოიყვანა ხოჭოლავა ბოლო წუთებზე იცით? მისთვის რომ უფრო სარფიანად გაიყიდოს შემდგომში და სულ კიდიათ როგორ ითამაშებს ნაკრები.
VAKHTANG LOBZHANIDZE
07 ოქტომბერი 2017 17:10
1
ბოლო წუთზე რო ფეხბურთელს გამოიყვან უფრო სარფიანად გაყიდი? ლოგიკა სადაა?...
Irakli apkhaidze
07 ოქტომბერი 2017 23:39
0
ქართველი მწვრთნელი, სამწუხაროდ, კრიზისებს ვერ უმკლავდება -- ქეცბაია, არველაძე, ცხადაძე (ჩაუვარდ რამდენიმე თამაში და ყაზაზეთშიც კი ვეღარ დაბალანსდა). საუკეთესო გეგუჩაძეც აგერ თავსლაფდასხმულია, 2 : 8 წააგო ორ მატჩში!
ვაისა უნდა წავიდეს, რადგან არ ეკადრება იმ გუნდებთან ასპარეზი, რომლებიც უდაბლეს ჯგუფში იქნებიან ჩვენთან. და თან, ამ დონის გუნდთან, ანუ მოლდავეთთან მან უბრალოდ ფოკუზები ჩაატარა. ასე მოხდა, რადგან როგორც რუსს პოეტს, ტიუტჩევს უთქვამს, Умом Россию не понять (რუსეთს გონით ვერ გაუგებ), ასევეა ამ დონის გუნდებთან მიმართებაშიც -- იაშინს (ევროპის რუს საუკეთესო მეკარეს) კავაზაშვილზე უთქვამს, ყველაზე მეტად მაგის მედინია, თვითონ არ იცის სად ურტყამს და მე რა გავიგოო!
და კიდევ ერთი. მომავალმა მწვრთნელმა გუნდი უნდა ააწყოს ეირვეული ან მყიფეფეხება ჯანოს, მჭედლიძის და ოქრიაშვილის გაუთვალისწინებლად. სჯობს სტაბილური და შეთამაშებული გუნდი ვიდრე მუდმივი შემადგენლობის რღვევა უშუალოდ თამაშის წინ.
მომავალი შესარჩევი კარგი შანსია ეროვნულში მოთამაშეებისათვის, ვინც სტაბილურად ირჯება და არ აქვს ხრუსტალის ფეხები. ეს მათთვის სტიმული იქნება.
მოკლედ. ახალგაზრდა ქართველი ეროვნულიდან მწვრთნელად და ეროვნულის ბაზაზე გუნდი.
მე კაჭარავას ჩავაბარებდი!
კურტ კურტისი
07 ოქტომბერი 2017 16:24
2
მე ეს ბარქაიაზე გამიგია.
gizog
08 ოქტომბერი 2017 22:34
0
კაი რაა, ეროვნული ლიგის ნაკრებმა ბოლო 2 თამაშში რამდენი გოლიც გაუშვა და როგორც წააგო დანია-პოლონეთთან არაა საკმარისი საფუძველი იმის დასარწმუნებლად რომ ეროვნული ჩემპიონატის ფეხბურთელები ძალიან ჩამორჩებიან ნაკრების დონეს?
Irakli apkhaidze
07 ოქტომბერი 2017 23:47
1
ყველა გამოხმაურება
რა ვაისი, რის ვაისი!? ცხადაძეს უკეთესი შედეგი ექნება..
$
07 ოქტომბერი 2017 16:17
1
ისე მწვრთნელის შეცვლა არაფერს შეცვლის, პრობლემა უთამაშებელი ფეხბურთელები არიან, რომლების უმეტესობა თავიანთ კლუბებში თითქმის არ თამაშობენ, გუნდებში ნახევარდაცვას მიყავს თამაში, უელსთან კი 3 ნახევარმცველი უთამაშებელი იყო რომლებსაც წინააღმდეგობა უნდა გააეწიათ მუდმივად პრემიერლიგაში მოთამაშე ფეხბურთელებისთვის,თან თვითონ უნდა ორგანიზებულად უნდა ეხემძღვანელად შეტევებისთვის, რა თქმა უნდა ისინი ამას ასეთ მდგომარეობაში ვერ შეძლებდნენ.ისე მე მაინც მგონია ბოლომდე ქართული სამწვრთნელო რესურსი გამოყენებული არ არის იგივე ცხადაძის მაგალითის მოყვანა შეიძლება.
bebeto
07 ოქტომბერი 2017 15:54
9
რომ გაიძახით დარჩესო!! კი ბატონო დარჩეს, მაგრამ ერთი ვერ გამიგია აგერ უკვე სამი წელი გაილევა რაც ვაისი მწვრთნელია და როდის უნდა გადმოვიდეს საცხოვრებლად საქართველოში რომ მთლიანად ჩაებას და გაერკვეს ჩვენი ცხოვრების არსში.მასე ბიძია მეც ვუყურებ ტელევიზორში ფეხბურთსა და შემიძლია დაგიხაზოთ რამდენიც გინდათ ტაქტიკა შემადგენლობა ნაკრების,თუ სლოვაკეთიდან კარგად ჩანს ჩვენი ბიჭები როგორ აგორავებენ ბურთს საქართველოში და შიათ თუ წყურიათ ერთ ფეხზე გკიდიათ!!??? რომ აგიჩემებიათ დაბალი დონეა ქართულ ფეხბურთშიო ვაისი რა თავს იკლავს საქართველოს ჩემპიონატის დონის ასამაღლებლად თუ წელიწადში 5-ჯერ შეკრიბავს 10 დღით ნაკრაბს და ეგ გონიათ ფედერაციას საქმე გაკეთებული!!??? უხადეთ მაშინ ფული ყოველ წლიურად კი არა არამედ რამდენჯერაც ჩამოვა და გაივლ გამოივლის მინდორზე!!
ყოჩი
07 ოქტომბერი 2017 15:52
1
ფეხბურთის ფედერაცია ქუხნაში! მთლიანად მთელი შემადგენლობა.
ბ_-
07 ოქტომბერი 2017 15:44
1
რა თქმა უნდა უნდა დატოვონ. ასე იაფად ვინ იმუშავებს.
ისე მე თუ დამნიშნავთ, მაგის ნახევარ ხელფასზეც თანახმა ვარ. იგივე შეეგი გარანტირებულია.
haha
07 ოქტომბერი 2017 15:29
1
amkacshi chans ro tu eyoleba shemadgenloba eqneba shedegic.eseti danaklisit ararsebobs mwvrtneli ro shedegi dados.tore vnaxet ukve sxva mwvrtnelebic kargi shemadgenlobitac cudi shedegi qondat.
romandro
07 ოქტომბერი 2017 15:03
6
ებრაელებს აქვთ ერთი მაგარი წყევლა - შენი არ იცოდე და სხვისი არ გჯეროდესო...
ქართველი
07 ოქტომბერი 2017 15:02
2
დღეს გაანთავისუფლეს ხორვატიის მთავარი მწვრთნელი თანანმდებობიდან - ანტე ჩაჩიჩი.
რა მოხდა ასეთი რომ ბოლო თამაშიც არ აცალეს საწყალ მწვრთნელს რომ ჩაეტარებინა ჯგუფში!!?? (ბოლო თამაშს ხორვატია მართავს კიევში ორთავეს 17-17 ქულა აქვთ და ხორვატიას ფრეც ეყოფა გასასვლელად).
აი რა მოხდა გუშინ ხორვატია ეთამაშა შინ ფინეთს და უგებდა 1-0 მაგრამ ჩაჩიჩმა აირჩია ანგარიშის შენარჩუნება და გადავიდა ყრუ დაცვაზე რაზეც დაისაჯა და ფინეთმა 90 წუთზე გაათანაბრა 1-1 (სხვათა შორის უელსიც შეიძლებოდა გუშინ დასჯილიყო კაკაბაძეს რომ ხეირიანად დაერტყა და არ ჩაეწოდებინა ბოლო წუთზე). აქედან გამომდინარე სად ჩაჩიჩი და ხორვატია და სად ვაისი და საქართველო!!?? ასევე მიდის სლოვენიის მწვრთნელი სტრეჩკო კატანეცი 1-0 წაგებისთვის ინგლისთან სახლში! ფედერაციამ სულ დაკარგა სინდის ნამუსი!!?? სერბეთი მინიმუმ 4-0 რომ გადააყენებს 9-ში მერე რას იტყვით ბატონო დავით! იქნებ შენ და ლევანი ჩაუდგებით სათავეში ნაკრებს და გაწვრთნით! (ჟორდანიამ ასე გააკეთა რუსეთთან თამაშის დროს 3-1 წააგეთ მაშინ მაგრამ აურზაური არ ატეხილა ასეთი).
ხორვატია-სლოვენია
07 ოქტომბერი 2017 14:38
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული