დავით მუჯირი: გვსურს, ვაისი უფრო მეტხანს დარჩეს...

AutoSharing Option
გაგრძელდება თუ არა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ, ვლადიმირ ვაისსა და ფეხბურთის ფედერაციას შორის თანამშრომლობა? ამ კითხვით "ლელომ" სფფ-ის გენერალურ მდივანს, დავით მუჯირს უელსთან თამაშის წინ მიმართა:

"ჩვენი სურვილია, ვაისი უფრო მეტხანს დარჩეს და იმუშაოს. სასიამოვნოა, რომ თანამშრომლობის გასახანგრძლივებლად ორივე მხარეს დიდი ინტერესი გვაქვს. იმედია, ახლო მომავალში ეს ყველაფერი ოფიციალური გახდება და კონტრაქტი გაფორმდება.

რა თქმა უნდა, ყველას უკეთესი შედეგი გვინდა, თუმცა, რეალობიდან გამომდინარე ვმოქმედებთ და ჩვენი მთავარი ინდიკატორი ის არის, რომ პროგრესს ვხედავთ. იყო რამდენიმე მატჩი, რომელშიც უკეთეს შედეგს და
გამარჯვებას ვიმსახურებდით. იმედი გვაქვს, სწორი და სტაბილური მუშაობა შედეგს გამოიღებს", - ამბობს მუჯირი.

თავის მხრივ, ვაისმა ცოტა ხნის წინ დაადასტურა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ახალი კონტრაქტი შესთავაზა და იქვე დასძინა, რომ ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია. ის საბოლოო პასუხს სერბეთთან მატჩის შემდეგ იტყვის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 25 /
უფრო შემტევი, გინდაც წააგო,
აზრი არა აქვს დაცვით ვარიანტს,
ვერ გამიგია, ვერსად გავდივართ!?
შეტევა გისხნის მხოლოდ ვაისა.

მოჰქროლავს აგერ, ბურთი აქვს ფეხში,
პას გადის მარჯვნივ, ხანაც მარცხნივა,
ჩაკიდულები, ჩაწოდებები,
ბურთები გააქვს ქვილითაის.

ვაისი არის ნაკრების მხსნელი,
მუჯირი ამბობს, მოისაკლისა,
თუ ფულს არ იღებს მიეცით მეტი,
თორემ ვერ გვტოვებს, გაისაძლისა.
poeti
02:23 09-10-2017
1
კურტ კურტისის საყურადღებოდ: ეს გამონათქვამი იაშინს ეკუთვნის, რაც მან ლეგენდარული ქართველის სიომა ბარქაიას მისამართით იხმარა. იაშინს პირადად მე უდიადეს მეკარედ მივიჩნევ, მაგრამ ამ შემთხვევაში მან, სამწუხაროდ, კნინობით შეფასებას მიმართა, რამეთუ ბარქაია ხშირად უტანდა მას გოლებს და ასე შეეცადა ,,თავის მართლებას". ბარქაიამ კი შესანიშნავად იცოდა სად და როგორ ურტყამდა(ერთერთი უჭკვიანესი და ტექნიკური ფეხბურთელი ქართულ ფეხბურთში)! ბატონი სიომა ბარქაიას ნათქვამიდან ვიცი, რომ ბარქაია და იაშინი–ეს დიდი სპოტსსმენები– შემდგომში დიდი მეგობრები გახდნენ(ბარქაია მოსკოვშიც ჩავიდა იაშინის დასაფლავებაზე).
თამაზი
12:58 08-10-2017
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული