დავით მუჯირი: გვსურს, ვაისი უფრო მეტხანს დარჩეს...

AutoSharing Option
გაგრძელდება თუ არა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ, ვლადიმირ ვაისსა და ფეხბურთის ფედერაციას შორის თანამშრომლობა? ამ კითხვით "ლელომ" სფფ-ის გენერალურ მდივანს, დავით მუჯირს უელსთან თამაშის წინ მიმართა:

"ჩვენი სურვილია, ვაისი უფრო მეტხანს დარჩეს და იმუშაოს. სასიამოვნოა, რომ თანამშრომლობის გასახანგრძლივებლად ორივე მხარეს დიდი ინტერესი გვაქვს. იმედია, ახლო მომავალში ეს ყველაფერი ოფიციალური გახდება და კონტრაქტი გაფორმდება.

რა თქმა უნდა, ყველას უკეთესი შედეგი გვინდა, თუმცა, რეალობიდან გამომდინარე ვმოქმედებთ და ჩვენი მთავარი ინდიკატორი ის არის, რომ პროგრესს ვხედავთ. იყო რამდენიმე მატჩი, რომელშიც უკეთეს შედეგს და
გამარჯვებას ვიმსახურებდით. იმედი გვაქვს, სწორი და სტაბილური მუშაობა შედეგს გამოიღებს", - ამბობს მუჯირი.

თავის მხრივ, ვაისმა ცოტა ხნის წინ დაადასტურა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ახალი კონტრაქტი შესთავაზა და იქვე დასძინა, რომ ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია. ის საბოლოო პასუხს სერბეთთან მატჩის შემდეგ იტყვის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 25 /
ფეხბურთის ფედერაცია ქუხნაში! მთლიანად მთელი შემადგენლობა.
ბ_-
07 ოქტომბერი 2017 15:44
1
ბოლშევიკებს მოგვანატრებენ მალე, ეს უაღრესად კმაყოფილი ფედერაცია!
ავტოგოლის მამა
07 ოქტომბერი 2017 14:35
2
თქვე უნამუსოებო ფედერაციაში ვინცა ხართ რა გააკეთეთ უკან მივდივართ ფეხბურთელები არა გვYავს ინფრასტრუქტურა და საფეხბურთო სკოლები ნოლი წადი თქვენი მაფიოზა ///
mafia
07 ოქტომბერი 2017 20:23
0
სერბეთში ამ გუნდის წასვლა არ შეიძლება!კვირკველიას და კაშიას გარდა ნორმალური სათამაშო დრო არავის აქვს.სირბილიც არ შეუძლიათ!სასწრაფოდ რაღაც უნდა შეცვალონ თორემ ისე გადაგვირბენენ როგორც პოლონეთმა სომხეთს გადაურბინა.სერბეთი ისედაც ჩვენს მიმართ კეთილგანწყობილი არარის.ცოტა ხნის წინ მაგათი სამთავრობო დელეგაცია სოხუმში იყო ჩასული.
niko.
07 ოქტომბერი 2017 18:41
0
რომ გაიძახით დარჩესო!! კი ბატონო დარჩეს, მაგრამ ერთი ვერ გამიგია აგერ უკვე სამი წელი გაილევა რაც ვაისი მწვრთნელია და როდის უნდა გადმოვიდეს საცხოვრებლად საქართველოში რომ მთლიანად ჩაებას და გაერკვეს ჩვენი ცხოვრების არსში.მასე ბიძია მეც ვუყურებ ტელევიზორში ფეხბურთსა და შემიძლია დაგიხაზოთ რამდენიც გინდათ ტაქტიკა შემადგენლობა ნაკრების,თუ სლოვაკეთიდან კარგად ჩანს ჩვენი ბიჭები როგორ აგორავებენ ბურთს საქართველოში და შიათ თუ წყურიათ ერთ ფეხზე გკიდიათ!!??? რომ აგიჩემებიათ დაბალი დონეა ქართულ ფეხბურთშიო ვაისი რა თავს იკლავს საქართველოს ჩემპიონატის დონის ასამაღლებლად თუ წელიწადში 5-ჯერ შეკრიბავს 10 დღით ნაკრაბს და ეგ გონიათ ფედერაციას საქმე გაკეთებული!!??? უხადეთ მაშინ ფული ყოველ წლიურად კი არა არამედ რამდენჯერაც ჩამოვა და გაივლ გამოივლის მინდორზე!!
ყოჩი
07 ოქტომბერი 2017 15:52
1
რა თქმა უნდა უნდა დატოვონ. ასე იაფად ვინ იმუშავებს.
ისე მე თუ დამნიშნავთ, მაგის ნახევარ ხელფასზეც თანახმა ვარ. იგივე შეეგი გარანტირებულია.
haha
07 ოქტომბერი 2017 15:29
1
სტალინი რო იყოს ყველას კედელთან ატუზებულს გნახავდოით თბილია სავარძელი დავით ? :)
ნოდო
07 ოქტომბერი 2017 23:20
0
მუჯირი რო .... ჩვენ ყველამ კარგად ვიცით. ერთი ბანდაა მანდ ვაისს უფორმებენ კონტრაქტს იქიდან რამდენს ტეხავენ ღმერთმა იცის და ჩვენ კიდე გვაბოლებენ - უკეთესობააო. რატომ გამოიყვანა ხოჭოლავა ბოლო წუთებზე იცით? მისთვის რომ უფრო სარფიანად გაიყიდოს შემდგომში და სულ კიდიათ როგორ ითამაშებს ნაკრები.
VAKHTANG LOBZHANIDZE
07 ოქტომბერი 2017 17:10
1
ბოლო წუთზე რო ფეხბურთელს გამოიყვან უფრო სარფიანად გაყიდი? ლოგიკა სადაა?...
Irakli apkhaidze
07 ოქტომბერი 2017 23:39
0
ბატონო დავით არც ვაისია ნიკლუხო მაკლაი და არც ჩვენ, ქართველები ვართ პაპუასები ფეხბურთში. ეს ნაკრები ჩვენი ხალხისაა და არა ფედერაციის და ვაისის! იქნებ გამონახოთ დრო და მიმართო ხალხას ფედერაციამ სანმ ჯერ კიდევ დროა!!
ახალი ზელანდია
08 ოქტომბერი 2017 01:03
0
დღეს გაანთავისუფლეს ხორვატიის მთავარი მწვრთნელი თანანმდებობიდან - ანტე ჩაჩიჩი.
რა მოხდა ასეთი რომ ბოლო თამაშიც არ აცალეს საწყალ მწვრთნელს რომ ჩაეტარებინა ჯგუფში!!?? (ბოლო თამაშს ხორვატია მართავს კიევში ორთავეს 17-17 ქულა აქვთ და ხორვატიას ფრეც ეყოფა გასასვლელად).
აი რა მოხდა გუშინ ხორვატია ეთამაშა შინ ფინეთს და უგებდა 1-0 მაგრამ ჩაჩიჩმა აირჩია ანგარიშის შენარჩუნება და გადავიდა ყრუ დაცვაზე რაზეც დაისაჯა და ფინეთმა 90 წუთზე გაათანაბრა 1-1 (სხვათა შორის უელსიც შეიძლებოდა გუშინ დასჯილიყო კაკაბაძეს რომ ხეირიანად დაერტყა და არ ჩაეწოდებინა ბოლო წუთზე). აქედან გამომდინარე სად ჩაჩიჩი და ხორვატია და სად ვაისი და საქართველო!!?? ასევე მიდის სლოვენიის მწვრთნელი სტრეჩკო კატანეცი 1-0 წაგებისთვის ინგლისთან სახლში! ფედერაციამ სულ დაკარგა სინდის ნამუსი!!?? სერბეთი მინიმუმ 4-0 რომ გადააყენებს 9-ში მერე რას იტყვით ბატონო დავით! იქნებ შენ და ლევანი ჩაუდგებით სათავეში ნაკრებს და გაწვრთნით! (ჟორდანიამ ასე გააკეთა რუსეთთან თამაშის დროს 3-1 წააგეთ მაშინ მაგრამ აურზაური არ ატეხილა ასეთი).
ხორვატია-სლოვენია
07 ოქტომბერი 2017 14:38
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული