"შედეგი მომეთხოვება, მაგრამ დააკვირდით, სად თამაშობენ თქვენი ფეხბურთელები"

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა 6 ოქტომბერს, უელსთან მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია "დინამო არენაზე" გამართა.

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში, საქართველოს ნაკრებმა უელსის ნაკრები მიიღო და 0:1 დამარცხდა.

- საქართველოს ნაკრებმა უელსთან ისტორიაში პირველად წააგო [VIDEO+PHOTO]

- წაგების მიზეზი იყო თუ არა ნახევარდაცვის ცენტრში უთამაშებელი ფეხბურთელების ყოფნა?
- რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო. სხვა გამოსავალი ამ მომენტისთვის არ გვქონდა, ძალიან ბევრი უთამაშებელი ფეხბურთელი გვყავდა. ამიტომ იყო თამაშის ხარისხი დაბალი და გადამწყვეტ მომენტში ბოლო პასი გვაკლდა. ამ ფაქტორმა
მთელს საკვალიფიკაციო ეტაპზე დიდი პრობლემები შეგვიქმნა.

ჩემს ფეხბურთელებს ვერ ვუსაყვედურებ, რადგან ისინი ბოლომდე დაიხარჯნენ.

- როგორ აღიქვამთ თქვენს პროფესიულ კარიერაში მსოფლიო ჩემპიონატის ციკლის მოგების გარეშე ჩატარებას?
-
დიახ, მე ვარ მწვრთნელი და მომეთხოვება შედეგი, მაგრამ დააკვირდით, სად თამაშობენ თქვენი ფეხბურთელები. ყაზახეთი, პოლონეთი, დანია და ა.შ.

ურთულესი თამაში იქნება სერბეთში. დიდი მნიშვნელობა ექნება იმას, თუ როგორ ითამაშებს ჩვენი მომავალი მეტოქე ავსტრიაში. ჩვენ მოსაგებად გავალთ მოედანზე, მაგრამ ფაქტია, რომ სერბეთს უკეთესი მოთამაშები ჰყავს.

რა თქმა უნდა, მოლდოვასთან თამაში უნდა მოგვეგო, მაგრამ არ გაგვიმართლა. დანარჩენს რაც შეეხება, წარმატებისკენ სვლა ხანგრძლივი პროცესია და ეს მალე არ მოხდება.

- ამ ეტაპზე, პროგრესს ხედავთ ეროვნულ ნაკრებში?
-
რა თქმა უნდა, ქულების რაოდენობის მხვრივ არ არის პროგრესი, მაგრამ გუნდმა შეიძინა დიდი გამოცდილება და გამოჩნდნენ ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებმაც კარგ დონეზე ჩაატარეს თამაში. შეცდომები ბევრია და მეც ვუშვებ შეცდომებს. ვფიქრობ, რომ ამ გუნდს პროგრესიც აქვს და პერსპექტივაც.

მე ვიქნები თუ არა მწვრთნელი, საქართველოს ნაკრები შემდეგ საკვალიფიკაციოზე შეძლებს წარმატების მიღწევას, რადგან იქ სუსტი გუნდები იქნებიან.

- თქვენ ამბობთ, რომ ძლიერი ამარცხებს სუსტს. მაგრამ თქვენვე დააწერინეთ ისტორია სლოვაკეთის ეროვნულ ნაკრებს, სადაც ძლიერები დაამარცხეთ. რატომ ვერ ვაკეთებთ ამას ჩვენ?
- პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ სლოვაკეთის ნაკრები არის ძალიან ძლიერი გუნდი და უკეთესი რეიტინგიც აქვს. სამწუხაროდ, ყველაფერი ისე არ ხდება ხოლმე, როგორც გვინდა...

- როდესაც პრაქტიკას გულისხმობთ, როგორ შეაფასებდით ჯაბა კანკავას 90 წუთს, არ იყო ეს შეცდომა? რატომ ვიგვიანებთ შეცვლებს, ხომ არ ჯობდა მეტ შემტევ ფეხბურთელს ეთამაშა?
-
ყველანაირად ვეცადეთ, რომ შემტევი ფეხბურთი გვეთამაშა და მომენტები შეგვექმნა. ვფიქრობ, ჯაბა კანკავამ კარგად ჩაატარა ეს თამაში, შესანიშნავი პროფესიონალია და იმსახურებს, რომ კარგ გუნდში ითამაშოს. სხვა ვერაფერს ვიტყვი.

- როგორი ტაქტიკით ითამაშებთ სერბეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ?
-
ტაქტიკას ყველა თამაშისთვის ვცვლით. რაც შეეხება სერბეთთან თამაშს, რამდენიმე ცვლილება აუცილებლად იქნება.
მკითხველის კომენტარები / 111 /
ვაისს აქვს სერიუზული პროგრესი.
საქართველოს ნაკრებში მუშაობით მკვეთრად გაიუმჯიბესა ფინანსური მდგომარეობა ).
კმაყოფილია კაცი. წელიწადში სულ 5ჯერ ჩამოდის ერთი კვირით. შეჭამს ხინკალს დააყოლებს ქინძმარაულს. წააგებს თამაშა. კმაყოფილი ფედერაცია მადლობას ეტყვის და წავა გაბღენძილი თავის სლოვაკეთში
lashamax
07 ოქტომბერი 2017 09:02
6
ქინძმარაული რა დასალევია?! და ხინკალზე ქინძმარაულს ვინ აყოლებს ვაისმა რომ დააყოლოს?! თუ რამეა ორნახადი ჭაჭა და მისი ჯანი!
aburjga
07 ოქტომბერი 2017 12:10
1
რას ელოდი მწვრთნელისგან. ამ ჯგუფში 1ზე გავიდოდით?? 2 წელიწადში გუნდი არ კეთდება. ჩელსი 10 წელი იქმნებოდა იმდენი ფული ჩაიდო და იმან ვერ მიაღწია შედეგს. და ისლანდიას ნუ ედრებით. ეს ჩვენ ვართ ქართველები გაზარმაცებული ხალხი. შენ შენი გააკეთე??? გავავსეთ სტადიონი??? მთელი თამაში უელსელების სიმღერა ისმოდა. ჩვენი ბრალიც ხო არაა
A
07 ოქტომბერი 2017 11:16
7
გულსჰემატკივრებმა კატეგორიულად უნდა მოვიტხოვოტ ამ მცვრტნელის გასჰვება ცინააგმდეგ სჰემტხვევასჰი სტადიონზე არმისვლიტ გავაპროტესტოტ.
bajo
07 ოქტომბერი 2017 08:32
5
ოტო რეჰაგელს მოიყვანენ რაღაც საეჭვოდ იყო თბილისში
Casila
07 ოქტომბერი 2017 07:42
2
ცხადაძე დააბრუნეთ!!!
geo
07 ოქტომბერი 2017 07:31
6
უელსთან მარცხით ,,გავინაღდეთ,,საგზური ,,ერთა ლიგის,, ბოლო დივიზიონში ....ან შეიძლება კიდევ ასე გამოვთქვათ:ვლადიმირ ვაისმა მოგვაპოვებინა საგზური ,,ერთა ლიგის,, უმდაბლეს დივიზიონში!გიხაროდენ?...უმდაბლეს დივიზიონში გამწესებაა პროგრესი? თუ მხოლოდ ბოლო დივიზიონიდანაა შესაძლებელი პერსპექტივის დანახვა?....,უმდაბლეს,ბოლო დივიზიონის ჯგუფში ჩვენი სავარაუდო მეტოქეები:აზერბაიჯანი,ბელორუსი,მაკედონია.
სერბებთან მატჩის შემდეგ ვაისს ნაკრებთან ერთად ,,არდადეგები,, დაეწყებათ მომავალი წლის შემოდგომამდე ,,ერთა ლიგის,,ბოლო დივიზიონში მატჩებამდე.საქართველოს ეროვნული ნაკრების გულშემატკივართა ნერვებისთვის აუცილებელი ,,არდადეგებიც,, იქნება და მოგვიწევს კიდევ ერთ მსოფლიო ჩემპიონატზე საქომაგოდ ,,ცხრა მთას და ცხრა ზღვას,, იქით ქვეყნის ნაკრების ამორჩევა.1991 წლამდე ქვეყანა არ ,,ვიყავით,,,ჩვენი თავი ჩვენ არ ,,გვეყუდნოდა,, და გვიკვირდა:თუ ჰაიტი და კამერუნი თამაშობენ მსოფლიო ჩემპიონატებზე,ჩვენ რატომ არ უნდა გვქონდეს უფლება ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატებზე თამაშის?!....მივიღეთ დამოუკიდებლობა და თურმე იქ თამაშისთვის ნიჭთან ერთად პროფესიონალიზმი,დისციპლინა,ცოდნა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულებაა საჭირო!...თუ ყველაფერი ერთად არა,ფაქტია ბევრი გვაკლია,ერთხელაც არ ვყოფილვართ ახლოს უკვე საოცნეობოდ ქცეულ მიზანთან!
..მაგრამ,მაინც ,,რაც მაგრები ვართ,ქართველები ვართ,,,,ჩალიჩი,,გვეხერხება და ,,ვიჩალიჩეთ,, და ,,ჩავაწყვეთ,,-ჯერ 24-მდე გავაზრდევინეთ ფინალურ ეტაპზე მონაწილეთა რაოდენობა,მაგრამ ესეც არ ვიკმარეთ და იმ 24-ში უსუსტეს ნაკრებებში უძლიერესის მოხვედრაც დავაკანონებინეთ....და თუ მაინც ვერ მოვიპოვეთ უფლება ფინალურ ეტაპზე თამაშის,შემდეგ ალბათ უკვე კიდევ,,ვიჩალიჩებთ,,და უეფა-ს ყველას ერთად თამაშის უფლებას მივაღებინებთ სან-მარინოებთან და ანდორასთან ერთად.ფიფა-მ ჯერ 16-დან 24-მდე გაზარდა მონაწილეთა რაოდენობა,მერე-32-მდე,უკვე -48 გამოაცხადეს და თუ იქაც ვერ მოვხვდით,მაშინ გაეროს ყველა წევრ 200-მდე ქვეყანასთან, ნაურუ და ვანუატუებთან ერთად მიგვაღებინებენ მუნდიალზე მონაწილეობას....
ძალიან არ მიყვარს სარკაზმი,მაგრამ 80-90 წწ-ში ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი,რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების მონაწილეობა მუნდიალებზე და ევროებზე სანატრებელი გაგვიხდებოდა,ხოლო ის,რომ საერთოდ ერთხელაც არ ვიქნებოდით ბოლო ტურებამდე მიზანთან ახლოს,არათუ ოპტიმისტი ,არამედ ყველაზე ბოლო პესიმისტიც ვერ გაიფიქრებდა კიდეც......
ზაზა
07 ოქტომბერი 2017 02:51
1
იძახიან კიდე ზოგიერთები ფეხბურთელები არ გვყავსო ისლანდია არის პირველ ადგილას თავის ჯგუფში 200 000 კაცი ცხოვრობს სულ მაგ ქვეყანაში და ფარელები კი მე 4 ადგილასა 6 გუნდიან ჯგუფში და 2 მოგება აქვთ ჩვენ კიდევ მოლდოვასაც კი ვერ მოვუგეთ და მოგების გარეშე ვართ 4წაგება 5 ფრე 400 მილიონი ჩაიდო ბიუჯეტის ფული სანაკრებო და საკლუბო ფეხბურთის განვითარებისთვის ან ერთგან ან მეორეგან როგორც ვითარდება ქართული ფეხბურთი შეხედეთ!! ეტყობა რამე განვითარების ან პერსპექტივის ??
daTo
07 ოქტომბერი 2017 00:55
2
korupciaa fexburtshi da magitom ar aris progresi.atamasheben nacnobobit nakrebshi unicho cexburtelebs bavshta gexburtshic igive xdeba .ert stadions ashenebs 4 kompania fotshi magram mainc ver amtabrebs 5 millions iparaven biujetidan xvdebi exla ratomac vart eset dgeshi?
Lasha
07 ოქტომბერი 2017 08:55
2
მგონი დაგვცინის
გია
07 ოქტომბერი 2017 00:35
2
ვაისი არის საშუალო მწვრთნელი, რაც დღევანდელმა თამაშმაც დაგვანახა.ვერაფერი ვერ გააწყვეს ცენტრს იქით,უბრალოდ არ იცოდნენ როგორ გადასულიყვნენ მეტოქის ნახევარზე და რა ექნათ.თან ერთი თავდამსხმელი...და რაც ყველაზე უცნაურია ტიპი იშტაზე მოდის და ნახეთ რა თავხედურ განცხადებებს აკეთებს არცერთი მოუგებელი თამაშის ფონზე.თუმცა რატო არა რო,იქით ეხვეწებიან კონტრაქტის გაგრძელებას.ამათი უთავმოყვარეო....მაგისთანა მწვრთნელები ჩვენთანაც არის.რა პროგრესია ერთი ეს დამანახა,და რისი და ვისი იმედი უნდა გვქონდეს.წინათაც ვთქვი და ეხლაც ვიმეორებ-ვუყურებ როგორც ევროპულ ისე ლათინ.ამერიკის და კონკაფაფას ქვეყნების გუნდების თამაშებსაც.საქართველოსავით არ თამაშობს არავინ,ესე უნიათოდ, უაზროდ და უჯიგროდ.და კიდევ გაძრომას რომ ცდილობენ რაგაც ხრიკებით ევროპის ჩემპიონატზე...ვერანაირად ვერ მოხვდებიან ესენი მასშტაბურ ტურნირებზე,დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა
კახა ქირია
06 ოქტომბერი 2017 23:33
3
ამან მეც მაჯობა...
ქეცბაია
06 ოქტომბერი 2017 23:25
3
თავმოყვარე მწვრთნელი აქამდეც წავიდოდა ნაკრებიდან რატომ გაუშვეს ცხადაძე ჩემთვის გაუგებარია ნაკრებს ეტყობოდა მისი ხელი კარგ თამაშს აჩვენებდა გუნდი და საქართველოს ნაკრებს ქართველი მწვრთნელი უნდა ჰყავდეს ეს დაამტკიცა ყველა პერიოდმა რომ უცხოელი სპეციალისტები ქართულ ნაკრებში ვერაფერს ახერხებენ ცხადაძე უნდა იყოს საქართველოს ნაკრების მწვრთნელი და კობიაშვილმა უნდა დააბრუნოს ეგ კაცი.
daTo
06 ოქტომბერი 2017 23:22
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული