სერია A-ს 36-ე ტურში „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „ბოლონიასთან“ 0:2 დამარცხდა.

დებიუტში მერეტის კარი თავურით ნდოიემ და პოშმა დალაშქრეს და სტუმრები 2:0 დაწინაურდნენ. მასპინძლებმა შეტევებით უპასუხეს, საჯარიმოში ოსიმენი წააქციეს, მაგრამ პოლიტანოს პენალტი მეკარე რავალიამ არ გაატანინა. შემდეგ კვარაცხელია, რომელმაც "უდინეზესთან" მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა, პოშმა წააქცია, რაც მსაჯმა თამაშის წესების დარღვევად არ მიიჩნია და პროტესტის ემოციურად გამოხატვისათვის ქართველს ყვითელი ბარათი უჩვენა. ბოლონიელები თავს უნარიანად იცავდნენ, მეტოქეს გასაქანს არ აძლევდნენ და პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს.

მეორე ტაიმი ნეაპოლური გუნდის იერიშებით დაიწყო, პოლიტანოს დარტყმული ბურთი რავალიამ მოიგერია, კონტრშეტევისას ორსოლინის გატანა მერეტმა არ დაანება. მერე დიდებული შანსი ოსიმენმა ვერ გამოიყენა. ხვიჩა 82-ე წუთზე სიმეონემ შეცვალა, მატჩი კი მოტას გუნდის დამსახურებული გამარჯვებით დასრულდა.

„ნაპოლი“ 51 ქულით ამ მომენტისთვის მერვე ადგილზეა და 17 მაისს, ბოლოსწინა ტურში ფლორენციაში „ფიორენტინას“ დაუპირისპირდება.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“

ნაპოლი - ბოლონია 0:2

გოლები: 0:1 ნდოიე (9), 0:2 პოში (12)

გამოუყენებელი პენალტი: პოლიტანო (22, ნაპოლი)

კახა
ასე რამ გაგაბოროტა ?
shkham-kola
ნაცებს ვინ მისცა დათარსვის ძალა DDD
სოსო
უდროვო დროს ტირილი,მკვდარს ფეხს გააქნევინებსო!მცველმა მოხვია უკანიდან ხელები და არ გაუშვა,რამდენიმე წამი,მსაჯმა კი ვითომც არაფერიო,ისე გაატარა,მანამდეც,100%-ანი ჯარიმა გაატარა და ხმას როგორ იღებო,აქეთ გააფრთხილა.საერთოდაც,მაგ თამაშში,მსაჯი საკმაოდ ხშირად ცდებოდა,მაგრამ არც ერთხელ არ შემცდარა,ნაპოლის სასარგებლოდ.კი,ნაპოლიმ საზიზღრად ითამაშა,უფრო სწორად,არ ითამაშა,მაგრამ ცუდი მსაჯობის არდანახვაც არ შეიძლება.დე ლაურენტისმა,საკუთარი ხელით დაშალა გუნდი და თამაშის სურვილი წაართვა.სხვებთან ერთად,მეც ვწერდი,დე ლაურენტისს,საკუთარი სიხარბე,ორმაგ ზარალად დაუჯდება მეთქი და აგერ,დაენგრა გუნდი თავზე.მაგის ხელში,აღარ მჯერა,კვლავ ფეხზე დადგეს,რადგან წესიერი აღარავინ წავა,მაგასთან.ახალი კონტრაქტი კი არა,ძალით უნდა გაიწიოს მაქედან ხვიჩამ და არაფრის გულისათვის აღარ ინდომოს ნაპოლიში დარჩენა.ჯუღელი დე ვაურენტისის ინტერესებს იცავს და ხვიჩას შეხვევას ცდილობს.
ვოოტ
თუ ხვდები მაინც რა დაწერე?!... ხვიჩას ცუდად ხსენება არ შეიძლება და ერის უვარგისად ხსენება მოსულა?!...
სანდრო
ჩვენ ყველას მოგვწონს ბატონი ბიძინა. ვდარდობთ რომ როგორმე მოახერხოს ფულის გათეთრება და წყნარად შემოტანა საქართველოში.
მამუკა
ქართველ კაცს ხვიჩაზე როგორ უნდა მოგიბრუნდეს ენა რომ ცუდათ მოიხსენიო, ყველაზე უვარგისი ერი გავხდით, სპორტსმენებს ვლანძღავთ, მომღერლებს ვლანძღავთ, მსახიობებს ვლანძღავთ. თქვენი მოსაწონი დარჩა ვინმე ქვეყანაში?
სამართლიანი
როგორც იმედის გადამღები ჟურნალისტები, იღებენ აქციებს ქალაქის ბოლოდან ვითომ 200 კაცი დადის აქციაზე, ისეა დე ლაურენტისის საქმე აღარ იცის რა წყალში გადავარდეს თან კვარას დატოვება უნდა თან ფულიც.
ბორჯომელი ემიგრანტი
კვარათი ყოველთვის იამაყებს ნამდვილი ქართველი გულშემატკივრები. როგორც ჩანს თავისი პოზიციის დაფიქსირებისთვის შემოესია სექტა, იმდენი უარყოფითი კომენტარია. კვარას და ყველა ქართველ სპორტსმენს წარმატებები
გაუშინაურდით კლავიატურას ?
შიძლება რომელიმე პარტია არ მოგწონდეს და უფრო მეტიც, მაგრამ ამ დონემდე დასვლა ... ამ ე.წ. კომენტარის ავტორისა და დამლაიქებელთა გონებას, აშკარად ზიზღი, სიძულვილი და ზოგადად, ძაან არაჯანსაღი ძალა მართავს ... საზიანოა თქვენთვისვე ! არ ვარგა ასე ! უფალს ებარებოდეთ ! ქრისტე აღდგა ! ჭეშმარიტად აღდგა! კვირაცხოვლობას გილოცავთ !,
sus
როგორც ხშირად ხდება ხოლმე საქართველოში, ბევრს არ უნდა სიმართლის დანახვა, თორემ კვურა ერთ-ერთი მთავარი დამნაშავეა ნაპოლის ჩაგდებულ სეზონში... გარსიაც, მაგის გამაზვებმა შეიწირა ფაქტიურად
Zaza
დღევანდელი ნაპოლი, საქართველოს ჩემპიონატზეც კი აუტსაიდერი იქნებოდა! მეკარე და დაცვა უსუსტესი! ნახევარდაცვას ბურთი შეტევაში ნელი სიარულით ამოაქვს! კვარაცხელიას ერთი ახალი მოძრაობა და ფინტი არ აქვს დამუშავებული. სულ ერთი და იგივე მოძრაობა და ამოკეტეს კიდეც. ასე ევროპის ჩემპიონატზე სტატისტის როლში აღმოჩნდება და არა ლიდერის! მარტო გაზრდილი ქოჩორის ხშირად გასწორებაში, ოქროს ბურთს ვერ მოიპოვებს.
გიორგი
საცოდავები ხართ! დაანებეთ ხვიჩას თავი!!! დედები, ბებიები გაგზავნილი რომ გყავთ სამუშაოდ მაგას მიხედეთ!ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, რამდენ ხალხს ეხმარება! ქართულ ფეხბურთს გზა გაუხსნა ევროპისკენ.
ხვიჩა
მივდივარ ლაშა მივდივარ,მაგრამ არ მიშვებენ, იქნებ დამეხმარო.გადაახიე კონტრაქტი აურელიოს
არტ
დაანებეთ ხვიჩას თავი! რა გულით უნდა ითამაშო ამ ლუზერი გუნდისათვის, რომელიც გუნდის გარდა ყველაფერია! გინდა არ გინდა გული გიტყდება და შენს მაქსიმუმს ვერ აჩვენებ.ერთ ნაპოლის.... ! მე მაგალითად ორი რამ მადარდებს ამ წუთში. პირველი ის რომ ტრამვა არ მიიღოს ხვიჩამ ამ ევროპის წინ და მეორე, ამ ზაფხულს ნორმალურ გუნდში გადავიდეს.
vava
ისეთი სეზონი ქვს, პოლიტანო და ეს ჭიდაობენ, არა მე ვარ უფრო სასარგებლო გუნდისთვის და არა მეო :D
Miqautadze
ტიპი ორთაბრძოლებში საერთოდ/დემონსტრაციულად არ შედის და მიუხედავად ამისა, კინარამ გააგდეს ))

ნაპოლის სირცხვილი
რა ვიცი, რა ვიცი ...
ეს "დათარსვა" მარტო კვარაცხელიაზე მოქმედებს ? :) -------------------- ამ ბოლო დროს, ზოგიერთი ე.წ.მაღალჩინოსნებმა და "პოლიტელიტამ" დაიწყო "ხვიჩას ფაქტორის" გათამაშებით ქულების ჩაწერა ... --------------------- ჰოდა, მოკლედ , როგორც იტყვიან: "რა ვიცი, რა ვიცი" ...

თმის გასწორებაში წარდგენილია ოქროს სავარცხელზე
ლავრენტას
ლავრენტი გაყიდე დროზე ეგ კვარა, დამიჯერე ბევრი არც არაფერი დააკლდება ნაპოლის. გინდ გყოლია და გინდ არა.
გიო
ხვიჩას ჭირდება ფსიქოლოგი!!! უკვე ყველაფერზე ეტყობა
გიგო
ფეხბურთელი კი, არა ფეხბურთის გუნდი
კიეზა
ეს ნაპოლი ტიტანიკივუთაა..და კიდევ ერთხელ დადასტურდა რა საფრთეშია კვარას კარიერაც..უმოტივაციო გუნდში როგორ უნდა მოსთხოვო თუნდაც გამორჩეულ ვარსკვლავს მარტომ მოიგოს თამაშები..საშუალო ამბიციური გუნდი სჯობს ამათ..ამიტომ უყოყმანოდ პსჟ თუ რეალური ვარიანტია..თორემ კიდევ ერთ დიდ ტალანტს დაკარგავს ქართული და მსოფლიო საფეხბურთო სამყარო..
დდდ
მართალი გითხრათ, ნაპოლის დიდი გულშემატკივარი შარშანდელ სეზონშიც არ ვყოფილვარ - ყოველთვის ჩვენს ბიჭს უფრო ვქომაგობდი, ვიდრე მთლიანობაში გუნდს, მაგრამ მეც კი ნერვები მეშლება ამათი წვალების შემყურე და წარმომიდგენია, რა ხასიათზე იქნებიან ფანატიკოსი ნეაპოლელები, რომლებისთვისაც ეს გუნდი ერთდროულად არის მამულიც, ენაც, სარწმუნოებაც და მგონი, კიდევ რაღაც ამაზე მეტიც...
ჟორა გაბრიჭიძე
ნაპოლიმ დამსახურებულად წააგო. რაც შეეხება კვარაცხელიას წაქცევას, ამაზე თუ ჯარიმა არ ინიშნაბა აბა რაზე ინიშნება, მარტო დედის გინებაზე?
Www
ხელების ქნევას თუ არ მოეშვება შორს ვერ წავა
გიგო
ფეხბურთელი კი არა ფეხბურთის გუნდი
geo
კვარაცხელია საქართველოს სიამაყიდან , სულ რაღაც ერთ წელიწადში სათამაშო დონის ასეთი დაცემის მერე, იქცა საქართველოს სირცხვილად. სუფთა "გრუზინია"
Lobotka
ეს ხომ გუნდი არაა.ტიპებს თამაში არ უნდათ სახეზე ეტყობათ. მომავალ წელსაც ზუსტად იგივე იქნება. მემგონი ამ გუნდში დარჩენა აღარ არის სასურველი.
ასეა!
დამპალი ნაცები ვისაც შეუჩნდებიან გაახარებენ? უბრალოდ დათარსეს ბიჭი.
ვალერი
როგორ უნდა წავიდეს?2027 წლიმდე აქვს ნაპოლისთან ხელშეკრულება.130 მილიონის ამას არაფერი გაუკეთებია,ვინმემ რომ იყიდოს.
gogi
ხო

აი როგორი არ უნდა იყოს ფეხბურთელი
ლაშა
წადი ხვიჩა ნაპოლიდან, წადი, თორემ ნაპოლის კიდევ 33 წელიწადი დასჭირდება სკუდეტოს მოსაგებად თუ რათქმაუნდა მოიგო. გულწრფელად გეუბნები, მანდ მეტს ვერ განვითარდები!...
კიდევ ერთი ქართველი ფრანგულ გუნდში? - ტრანსფერით კლუბის პრეზიდენტია დაინტერესებული
სამაგალითო სპორტსმენი - როგორია საზონოვის მდგომარეობა
"სენტ-ეტიენმა" "ბეშიქთაშს" დავითაშვილში სატრანსფერო ფასზე ორჯერ მეტი თანხა მოსთხოვა
ნეიმარი: ხალხს ჰგონია ყოველ დღე ვერთობი, ასე არაა...
სულამანიძის ურთულესი ბადე ბუდაპეშტში - მესამე წრიდან წონის ფავორიტებთან...
საქართველოს U20 ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად ლატვიაში გაემგზავრა
[VIDEO] U21. გაძევება დებიუტში და საქართველოს ნაკრების წაგება პორტუგალიასთან
კონფერენს ლიგაზე "ტორპედოს" და "დილას" მეტოქეები ცნობილია
გოგლიჩიძის სამსახურით სერია A-ს ხუთი კლუბია დაინტერესებული
U21. პორტუგალიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "იბერია 1999"-ის მეტოქე გაირკვა
7-კაცას მე-7 ადგილი
18 წ. | ზედიზედ მეორედ სამხრეთ აფრიკაში
ბერლინში დაუმარცხებელი ჩეჩენი მოკრივე მოკლეს
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
"იცით, ხვიჩა რომ "ლოკომოტივიდან" გაუშვეს, რა დამემართა?" - იური სიომინი
მისი აგენტი "ბარსელონას" თავად დაუკავშირდა - ნიკო უილიამსი "ბლაუგრანას" უახლოვდება
სამწუხარო ამბავი - შენგელიას თანაგუნდელს სიმსივნე აღმოაჩნდა
"მართალია გავიმარჯვე, მაგრამ იმედგაცრუებული დავრჩი" - უტა აბე
7-ქალა | არის პირველი მოგება!
"ნაპოლი" "ახალი კვარას" დაუსრულებელ ძიებაშია - კიდევ ერთი მემკვიდრე აღმოაჩინა
დღეს ბრძოლა ბოლომდე იქნება! - გადამწყვეტი მატჩი პორტუგალიასთან
ჩანაწერები ევრო 2024-დან: მგზავრობა ქეცბაიასთან, ქართველი გულშემატკივრების ამაღლებული ხმა და გუცაევი ფეხბურთის მუზეუმში...
შეთანხმება მიღწეულია - დე ბრუინი ხვალ "ნაპოლის" ფეხბურთელი გახდება
ჩემპიონთა ლიგა. VII ტური: "ბარსელონას" ფანტასტიკური ქამბექი ლისაბონში - "ლივერპულმა" ისევ მოიგო [VIDEO]
"ნაპოლი" აღარ ხუმრობს - კონტე ამ ორი ფორვარდიდან ერთ-ერთს ითხოვს
სიგიჟე ნეაპოლში - რა ხდებოდა ქალაქში, როდესაც "ინტერის" მარცხის შესახებ გაიგეს [VIDEO]
გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა - "ემპოლიმ" და "ბოლონიამ" ქულები გაიყვეს
ანგისას სუპერგოლი - "ნაპოლი" ბოლონიას" ფრედ ეთამაშა და "ინტერს" 3 ქულით ჩამორჩება [VIDEO]
ნური შაჰინი გადაყენების ზღვარზე - "დორტმუნდს" "მანჩესტერის" ყოფილი მწვრთნელი ჩაიბარებს?
"იცით, ხვიჩა რომ "ლოკომოტივიდან" გაუშვეს, რა დამემართა?" - იური სიომინი
კვარაცხელიას თანაგუნდელი რონალდოსთან? - პსჟ-ის ფეხბურთელის გაშვება არ სურს
დილეტა ლეოტამ სიცილი ვერ შეიკავა - რა საჩუქარი მიიღო კონტემ მას შემდეგ რაც "ნაპოლიმ" სკუდეტო მოიგო
[VIDEO] დიდებული დახვედრა - როგორ შეხვდნენ ნეაპოლში სამედიცინო შემოწმებაზე ჩასულ დე ბრუინს "პარტენოპეის" ფანები
"კვარასნაირი" ფეხბურთელები არ გვყავს" - დეშამმა თავი იმართლა
კოკე: პსჟ გამარჯვებას არ იმსახურებდა!
"როდესაც ენრიკეს პრობლემები შეექმნა და დახმარება დასჭირდა..." - რა თქვა სიმეონემ კვარაცხელიაზე?
"ნუთუ ამაზეც უარს იტყვის?!" - "ალ ჰილალის" სუპერ შეთავაზება ოსიმენს
ოსიმენს იტალიაში დასაბრუნებლად ახალი ვარიანტი გამოუჩნდა? - ნიგერიელის სატრანსფერო საგა გრძელდება
პსჟ-ის ახალი სტადიონი ექნება - რას აპირებს კვარაცხელიას კლუბი
"ნაპოლი" არ ჩერდება - "პარტენოპეიმ" მორიგი ტრანსფერი შეათანხმა