"ვეჩერნი ნოვოსტიმ" საქართველოს ნაკრებიდან ყველაზე მაღალი შეფასება მაკარიძეს დაუწერა

AutoSharing Option
ბელგრადში "რაიკო მიტიჩის" სტადიონზე 40 ათასმა მაყურებელმა არნახულად დაუჭირა საქართველოს ნაკრებთან მატჩში მხარი სერბეთის ეროვნულ გუნდს, რომლის მწვრთნელმა სლავოლიუბ მუსლინმა "ვეჩერნი ნოვოსტის" განუცხადა, რომ თამაშის წინ ჰიმნის მოსმენისას და თამაშის დასრულების შემდეგაც თვალზე ცრემლი მოადგა, შესარჩევი ციკლი ურიგოდ არ ჩაუტარებიათ, მაგრამ ამ მატჩში გამარჯვება ყველაზე უფრო  გაუჭირდათ.

აღნიშნულმა გამოცემამ ორივე გუნდის ფეხბურთელების თამაში შეაფასა.

სერბეთი: სტოიკოვიჩი 7, ივანოვიჩი 7.5, მაქსიმოვიჩი 6.5, ტოშიჩი 6.5, რუკავინა 6.5, მატიჩი 7, გუდელი 7, კოლაროვი 7, ლიაიჩი 6 (61. პრიოვიჩი 8), ტადიჩი 7, (89. კოსტიჩი),
მიტროვიჩი 7, (76. მილივოიევიჩი)

საქართველო: მაკარიძე 7, კაკაბაძე 6, კაშია 6.5, ხოჭოლავა 6, ნავალოვსკი 6.5, გვილია 6, კანკავა 6, აბურჯანია 6 (84.დვალიშვილი), ყაზაიშვილი 6.5, ჯიღაური 6 (87. ჰუფნაგელი), ქვილითაია 6.5, (78. მერებაშვილი)
მკითხველის კომენტარები / 15 /
სადაა ფეხბურთელები, და მათი თავმოყვარეობა, ფულში ცურავენ და პატივს არ ცემენ გუშემატკივრებს,ყურებით უნდა მიაბათ ვიდეოებთან და აყურებინოთ თითქმის უფასოდ, მხოლოდ სამშობლოს და ხალხის სიყვარულით გულანთებულები როგორ ფეხბურთს თამაშობდნენ: მაჩაიძეები,ყიფიანი,გუცაევი,ჩივაძე,დარასელია,მესხი,მეტრეველი,ძოძუაშვილი,შენგელია........... და კიდევ ბევრნი, ესენი კი მხოლოდ იმიტომ გაიქნევენ ხანდახან ფეხს იქნებ ცხვარივით ვინმემ გვიყიდოსო, ვინ გიყიდით მეცხვარე ფარერები? არა მათ ბევრი ყავთ თქვენნაირი და კიდევ უფრო უკეთესი ჯიშის ცხვრები.
ლევანი
12 ოქტომბერი 2017 13:13
0
მოყოლილს გიყვებით: ,,ჩვენი სასიქადულო პოეტი გრიშაშვილი თბილისის დინამოს ,,ჩავარდნის" პერიოდში ,,დინამო"-ს სტადიონზე თამაშს ესწრებოდა თურმე, ის ამ დროს ასაკში იყო უკვე,ხოდა დინამოს უჭირს ქომაგები კი ყვირიან მიდი ,,დინამო" მიდით ბიჭებოვო, მარა ვერაფერი, ბოლოს წამომდაგარა პოეტი და ხმამაღლა უთქვამს: ,,ხალხო ჩემმა ცოლმა რაც არ უნდა მიძახოს მიდი იოსებ მიდიო, როცა აღარაფერი შემიძლია რა, შეძახილი მიშველისო"
დათო
12 ოქტომბერი 2017 13:06
0
მაკარიზე უელსტან იკნებოდა კარებსჰი მინიმუმ 0-0 ,ლორია კარებსჰი ნაკრები აგებს 99 %
otar
11 ოქტომბერი 2017 20:53
0
დაუყონებლივ დინიშნოს მამუჩარ მაჩაიძე ფედერაციის ხელმძღვანელად, და მასთან ერთად კი ნაკრების უფროსად მოიყვანეთ ჩივაძე და ცხადაძე ერთად. ხოლო კობიაშვილი კი პირობის შეუსრულობლობის გამო თავის გუნდთან ერთად ,თუ სამშობლო უყვარს ეხლავე გადადგეს.
ქუთათელი
10 ოქტომბერი 2017 14:27
0
ისე აქ რომ ვიჯრით ვენებს და ვწუხვართ ქართულ ფეხბურთზე როდის, ვიყავით ბოლოს ფეხბურთის მათჩზე. ჩვენი წვლილი რა გვაქვს შეტანილი, რომ შედეგი მოვითხოვოთ. თიბლისში რომ 2 მილიონი კაცი ცხოვრობს და თამაშზე 20 კაცის მეტი არ დადის ესეც ხომ ფაქტია, რაც რაც შეეძლოთ ითამაშეს.მადლობა ბიჯებს ბრძოლისთვის.
aleko
10 ოქტომბერი 2017 13:14
1
ძველი დიდება რომ მახსენდება - რა ხალხი იყო "დინამოში"! კიდევ აიტანდა გულშემატკივარი ნაკრების თამაშს, გამტანი რომ ჰყავდეთ! თავდასხმა სად არის?!
მერაბი
10 ოქტომბერი 2017 12:52
0
გაუმარჯოს ისლანდიას, 330 ათასიანი ქვეყანა პირველ ადგილზე გადის ჯგუფში და ამათ კარებში ვერ დაურტყიათ, დააბრუნეთ კალაძე თავის კარში მაინც გაჰქონდა
niko
10 ოქტომბერი 2017 12:48
0
მონდომება არ აკლიათ უბრალოდ მეტი არ შეუძლიათ, მე უფრო მეცოდებიან, როგორც ასწავლეს ისე თამაშობენ, არადა ახალგაზრდები კიდევ უფრო უარესები არიან. მოკლედ ცუდად არის საქმე, თუ ჩვენმა გუნდმა მაგ. დინამომ რომელიც ძირითადად ნაკრებით იქნება დაკომპლექტებული არ მიიღო სხვა ქვეყნის პირველობაში მონაწილეობა მაგ. უკრაინის ან სხვა ქვეყნის (რუსეთს არ ვგულისხმობ არ დამეტაკოთ) მთლიანად ჩამოიშლება ქართული ფეხბურთი ერთ ორ წელიწადში
zmo
10 ოქტომბერი 2017 12:35
0
ქვილიტაია ამ სიმაგლის კაცია და 19 სააერო ორტაბრზოლიდან 18 რო აგებს რა ჰირი ჰირს ამ უბედურს.ან სჰეცვლები რო ავიცყდება ამ ვუიიის რა ჰირს.ბოლო ფაა ნულიაააა ჰვენი
BAJO
10 ოქტომბერი 2017 11:16
1
ეხლა გეგუჩა მოვა და გაგვიყვანს ჯგუფიდან ⚽⚽⚽ როგორც ახალგაზრდული ყავს პირველზე
Kvelam icis pexburti saqartveloshi
10 ოქტომბერი 2017 10:31
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული