თუ ვაისი წავა... ქომაგთა რჩეული კახა ცხადაძეა

AutoSharing Option
რუსეთში გასამართავ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოსა და უკრაინის ჰიმნები ვერ აჟღერდება. თუ საქართველოს ნაკრების შემთხვევაში მალევე გაირკვა, რომ შანსი არ გვქონდა, უკრაინელები ბოლო ტურში საკუთარ სტადიონზე დამარცხდნენ ხორვატიასთან და მიზანი ვერ აისრულეს.

დღეს ქართულ ფეხბურთში უკვე მთავარი განსახილველი თემა ნაკრებში ვლადიმირ ვაისის დარჩენა-არდარჩენის საკითხია. ყველაფერი საქართველოს ნაკრების სამშობლოში დაბრუნების შემდეგ უნდა გაირკვეს, რის შემდეგაც გვეცოდინება სლოვაკი სპეციალისტის პასუხი. არ არის გამორიცხული, ჩვენი ნაკრების მთავარ მწვრთნელს შეთავაზება ყაზახეთის ნაკრებიდანაც ჰქონდეს.

რამდენიმე გამოკითხვის შედეგად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საქართველოს ნაკრების გულშემატკივართა უმეტესობა ვაისის დარჩენის
მომხრეა, უბრალოდ, მთავარი მოთხოვნაა, სლოვაკმა სპეციალისტმა საქართველოში უფრო დიდი დრო გაატაროს და მოთამაშეებს დააკვირდეს.

მეორე ნაწილი, ვისაც ვაისთან დამშვიდობება სურს, ნაკრებში ადგილობრივი მწვრთნელის დანიშვნას ემხრობა. მწვრთნელობის სავარაუდო კანდიდატებს შორის რამდენიმეს ყველაზე მეტად ასახელებენ.

Sportall.Ge
აქტიურად განიხილება კახაბერ ცხადაძის ნაკრებში დაბრუნების საკითხი. ბევრი ქომაგი ფიქრობს, რომ ეროვნულ გუნდში მის მიერ დაწყებული ცვლილებები ძალიან კარგი იყო და უნდა გაგრძელებულიყო...

ცხადაძე 2014 წელს თემურ ქეცბაიას ნაცვლად დაინიშნა და ეროვნულ ნაკრებს 10 თამაშში გაუძღვა: 3 მოიგო, 1 ფრედ ითამაშა და 6 წააგო.

გულშემატკივრის მთავარი პრეტენზია კახა ცხადაძისადმი ნაკრებში მისი ვაჟის, ბაჩანას მიწვევას უკავშირდებოდა. სხვა შემთხვევაში, ქომაგი მწვრთნელის მიმართ აშკარად პოზიტიურად იყო განწყობილი, მაგრამ ფედერაციამ ცხადაძე ნაკრებიდან ხელფასის საკითხზე შეუთანხმებლობის გამო გაუშვა და მის მაგივრად ვლადიმირ ვაისი მოიწვია.

ბოლო პერიოდში ქართველი მწვრთნელი ალმათის "ქაირათში" მუშაობდა, დღეს კი ახალ სამსახურს ეძებს.

Sportall.Ge
მეორე სპეციალისტი, რომელსაც საქართველოს ნაკრებთან მიმართებაში ახსენებენ, გია ცეცაძეა. სულ ცოტა ხნის წინ მან "სამტრედია" დატოვა.

თუ ცეცაძის კარიერას გადავხედავთ იმერულ კლუბში, მას შიდა ასპარეზზე წარმატებული უნდა ვუწოდოთ, რადგან არსებული კონტინგენტით მუდმივად ახერხებდა დადებითი შედეგის მიღწევას.

რაც შეეხება საერთაშორისო სარბიელს, ცეცაძემ ევროტურნირებზე, ორ საკვალიფიკაციო ეტაპზე ვერაფერი დაუპირისპირა აზერბაიჯანულ კლუბებს.

ცეცაძე ეროვნულ ნაკრებში კახაბერ ცხადაძის ასისტენტიც იყო და შემდგომ, ვლადიმირ ვაისისაც. მანამდე მან საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები გაიყვანა ევროპის ჩემპიონატზე. გია ცეცაძე 43 წლისაა...

Sportall.Ge
თბილისის "ლოკომოტივის" მთავარი მწვრთნელი გიორგი დევდარიანი გულშემატკივართა კეთილგანწყობას აქამდე ინარჩუნებს, რაც დიდწილად გორის "დილაში" მის მუშაობას უკავშირდება. მისი ხელმძღვანელობით გორის გუნდმა ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე შთამბეჭდავად ითამაშა.

44 წლის მწვრთნელს საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებებშიც აქვს ნამუშევარი და საერთაშორისო გამოცდილებაც გააჩნია. "ტრაბზონსპორში" შოთა არველაძის ასისტენტი იყო.

რაც შეეხება დევდარიანის დამოძღვრილ "ლოკომოტივს", ევროტურნირების ზონაში მოსახვედრად იბრძვის და საკმაოდ ნაყოფიერად.

Sportall.Ge

საუბრობენ შოთა არველაძეზეც, რომელიც დღეს ტაშკენტის "ფახთაქორის" მთავარი მწვრთნელია.

საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი აქამდე ვერ ახერხებდა წარმატებული სამწვრთნელო კარიერის აწყობას და კლუბებს ხშირად იცვლიდა, სანაკრებო დონეზე კი არასდროს უმუშავია.

განსაკუთრებით გამორჩეული გუნდი, სადაც შოთას უმუშავია, ჰოლანდიური "ალკმაარია". იქ ის ლუი ვან გაალის ასისტენტი იყო.

Sportall.Ge
გია გეგუჩაძეს საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში უარყოფითი ბალანსი აქვს, მაგრამ მისი წარმატებები ქართველ გულშემატკივარს არ ავიწყდება და 52 წლის სპეციალისტი ეროვნულ გუნდში მიწვევის ერთ-ერთი კანდიდატია.

ხოლო ის, თუ რატომ ვერ დაატყო თავის ხელი გეგუჩაძემ ახალგაზრდულ ნაკრებს, ბევრისთვის გამოცანაა.

ცნობისთვის, გია გეგუჩაძესთან ერთად თბილისის "დინამოს" უეფას თასზე უთამაშია, "ზესტაფონს" კი ძალიან ცოტა დააკლდა ევროტურნირზე მოსახვედრად.
მკითხველის კომენტარები / 62 /
მწვრთნელის ცვლილება შედეგს ვერ შეცვლის. ვაისის დამსახურება ისაა, რომ გუნდს აშკარად სწორ ფეხბურთს ათამაშებს. შედეგი კი იმიტომ არაა, რომ გუნდში შემსრულებლები არ არიან. ორნი მეკარესთან რომ გადიან პირისპირ და გოლს ვერ იტანენ, ვერანაირი მწვრთნელი ვერ უშველის ამას. ამ ეტაპზე რაც მიაღწია ვაისმა ის არის, რომ ბურთს უაზროდ არ იშორებენ, რაღაცა კომბინაციების გაკეთებას ცდილობენ (უბრალოდ შესრულების ოსტატობა არ ყოფნით) და ადვილად ვეღარ გვამარცხებენ.
bacho
10 ოქტომბერი 2017 19:39
2
ექპერიმენტების დრო არ არის ის ჯობია ეს ჯობია ვინც არ უნდა დანიშნონ ზოგიერთები რამოდენიმე თვეში უკმაყოფილებას გამოთქვამს.ძლივს გუნდი შედარებით ცოტა უკეთესათდ ათამაშდა შეეწყვნენ ერთმანეთს ვაისსაც შეეჩვივნენ არ არის კონფლიქტი და ეხლა ამათ კიდევ სხვის ხელში ტვინის გადაბრუნება უნდა ვარესათ დაიბნებიან.ახალკაცი რომ მოვიდა დინამოში პირველ წლებში ჩემპიონები არ იყვნენ. დრო უნდა ყველაფერს დააცადეთ ვაისს ის თავის სათქმელს იტყვის როგორც კოკოშკოვმა დაამტკიცა.
ვაკო
10 ოქტომბერი 2017 16:32
4
ბოლოს წინა ადგილი და არცერთი მოგება 10 თამაშიდან ეს საკმარისი საფუძველია,რომ მწვრთნელი წავიდეს 5წაგება 5 ფრეე ეს არაა დადებითი შედეგი თავმოყვარე მწვრთნელი თვითო წავიდოდა.
100% უნდა დააბრუნონ ცხადაძე ნაკრებში საქართველოს ნაკრებს ქართველი მწვრთნელი უნდა ჰყავდეს არცერთმა უცხოელმა მწვრთნელმა არ გაამათლა ქართველი ვინ უფრო მეტად ჩახედულია ქართულ ფეხბურთში და იცის ყველაფერი უალტერნატივოა კახა ცხადაძე და თუ ცხადაძე არ დათახმდება მაშინ ცეცაძე.
daTo
10 ოქტომბერი 2017 13:48
11
ჩემი აზრით ვინც უნდა მოვიდეს ეს ცხადაძე უნდა იყოოს ან გია ცენცაძე . ბოლო ორი ტამში რო შევფასოთ დადებითს ვერფერს დავნახავთ ჩემი აზრით მწვრთნელმა ბევრი შეცდომა დაუშვა ამ ორ თამაში და სარტოდ ამ კაცმა არ იცის ცვლილების გამყნება გუშინდელ თამში როცა ვაგებდით 78 წუტიდან დაწყო შეცვლა და ვინები შემოყვანა ჩანტურიას შანსი არ მისცა მერბიშვილი და დვალიშვილი შემოგდო სტადიონზე როცა ზამენაზე სხირტლაძე და ჩანტურია გყავს უნდა გამიყენო მის გადწყვტილებები არ მომწონს და ტუ წავა ამით არფერი დაშავდება წარმტებას მარტო ქართველი მწვრელთან ერტად მივაგწვევთ სხვნირად შეუძლებელია წარმტებაზე ფიქრი და რომ იზახით რო ვაისის ხელში ათამშდა გუნდიოა ეს სიმრტლეს არ შესბამება კახა ცხადძემ შეკრა გუნდი მებრძოლი გუნდი დაყენა და შემდეგ გაგდეს გუნდიდან იმიტომ რომ წინა ფედერაცის მოყვნილი იყო და რა არ მოსწონდათ მასში ვერ ვხვდები ტუ გინდა რომ ერვნულმა ნაკრება წარმტებას მიგწიოს მაშინ ფული არ უნდა დაგენანოთ ბატონებო ვაისი არ არის წარმტებული ჩვენს ნაკრებში იძახის დონე დაბალი არისო და მოლდოვას რო ვერ მოუგო მაგას ვის აბრალის მაგათ მაინც ვჯობივართ ბევრი შეცდომა დაუშვა ამ მატჩებში და არამგონია რო მისი დარჩენა კარგი იყოს ტან ერტა ლიგა იწყება და ეს ჩვენი შანსია მე ვისვრებდი რომ ქართველ მწვრთნელს გაყვნა გუნდი და მჯერა რო ევროზე მოვხვდებით და მინდა ეს ქართველმა მწვრთნელმა მოხერხოს რომლიც თავს დადებს როგორც ჩვენი ბიჩები იბრძოდნენ სტადიონზე ვ .. ვაისი უფრო უმტვაციო იყო ვიდრე ფეგგბურთელები ამ ორ ტამში გამჩნდა ეს
gio
10 ოქტომბერი 2017 13:26
7
ჭანტურია რომ ჯობია დვალიშვილს რად უნდა მაგას ბევრი ფილოსოფია? ჯობია საკუთარი საფეხბურთო ინტელექტს მიხედო. კაცი ამბობს ინდივიდუალისტია და მცირედით მეტი შანსი იყო რომ გოლი გაეტანა. არ უთქვამს აუცილებლად მოვიგებდითო.
gio
10 ოქტომბერი 2017 14:40
2
ბევრი კარგი რამე გინდა, მაგრამ მინდა ერთია და საქმე მეორე. კაცი რომ იტყვის ჭანტურია უნდა შემოეშვაო, იქ დამთავრდა მისი ფეხბურთის ინტელექტი. თურმე ჭანტურია გვინდოდა და ვიგებდით.)))
vaime
10 ოქტომბერი 2017 13:44
8
შაბურის ვარიანტი გამოირიცხა? როგორც გავიგე შაბურ მანდბუბარდიმანაგვანდილიშვილის კანდიდატურაა ყველაზე რეალურიო.
იქნებ ამან გვიშველოს.

მიდი შაბურ!
გენადი
10 ოქტომბერი 2017 18:01
1
ცხადადზე მარტო სხვა არავინ,ვის უხდიტ პულს აზრზე ხარტ.
kuteisi
10 ოქტომბერი 2017 15:25
8
უკვე ამაზრზენია თქვენი და ცხადაძის სასიყვარულო სტატიები, სოფლის ჟურნალივით იქცევით, გავიგეთ რომ ძაან გინდათ დააბრუნოთ მწვრთნელად მარა უკვე გულისამრევია ეს ყველაფერი.
რუსთაველი
11 ოქტომბერი 2017 09:35
3
დატოვეთ ეს მწვრთნელი ბოლოსდაბოლოს 6 ნოლებს მაინც აღარ ვაგებთ.ცოტა გამოფხიზლდით რას თხოვთ ამ კაცს ამ ეზოს ფეხბურთელებს ვერ აქცევს მესებად და მარადონებად. ჩემპიონატი ჩვენ არ გვაქვს ფეხბურთს კორუფცია ჭამს ამ კაცმა რაქნას ? უნდა დარჩეს და ახალი თაობა მოიყვანოს ნაკრებში
aleko
10 ოქტომბერი 2017 22:33
4
წვერს განა იმიტომ არ იპარსავენ რომ მოდაა, უბრალოდ გაპარსვა ეზარებათ. ბევრი ვიცი ასე რომ აკეთებს. ალბათ ვარჯიშიც ეზარებათ და იმიტომაც არიან "ჭ" დივიზიონის გუნდებში ზამენებზე რომ ზიან. თორემ ვერ დავიჯერებ, რომ უნიჭო ხალხი ვართ.
bacho
10 ოქტომბერი 2017 20:50
2
ვან გაალს ვერ გავქაჩავთ?
ILIA
10 ოქტომბერი 2017 17:21
2
კი როგორ არა, გავქაავთ ვან გაალსაც და არტემ ჯანჯუღაზიანსაც.

არტემი ჯობია, უფრო გულიანად მიუდგება საქმეს.
კრისტიანო რონალდო
10 ოქტომბერი 2017 17:59
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული