გიორგი მამარდაშვილი: კვარაცხელია უკეთესია, ვიდრე მთელი ესპანეთი - მიქაუტაძე დიდ კლუბში გადავა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილმა ესპანეთთან ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში შეხვედრის შესახებ გააკეთა კომენტარი:

"ჩემი აზრით, ესპანეთი ტურნირის მთავარი ფავორიტია. საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ დიდი გული აქვს და მთელი ძალით უნდა ვიბრძოლოთ, რათა დავინახოთ, რა გამოგვივა. ევრო 2024 უკვე კარგად ჩავატარეთ, ახლა სიამოვნება უნდა მივიღოთ და ჩვენსას ბოლომდე ვეცადოთ. რთული იქნება, თუმცა ამისათვის მზად ვართ.

თავის კარგად დაცვა და კონტრშეტევებზე სწრაფად გადასვლა გვმართებს. საამისოდ წინ უნარიანი ფეხბურთელები გვყავს.

ესპანეთთან 1:7 წაგებული მატჩი? ვფიქრობ, მაშინ არ გაგვიმართლა. მეტოქე გუნდიდან ყველანი სახიფათონი არიან.
იამალი მაღალი კლასისაა, გოლების გატანაც შეუძლია და საგოლე გადაცემების გაკეთებაც. აგრეთვე ლა ლიგის საუკეთესო მეკარე ჰყავთ. ბრძოლა და კონცენტრაცია მოგვიწევს, რასაც აქამდე ვაკეთებდით.

ესპანეთში გატარებული მთელი პერიოდი კარგად მახსენდება. სანიოლმა გვითხრა, რომ ჩვენს დონეზე უნდა დავრჩეთ. ევროპირველობაზე ჩემი საუკეთესო მოგერიება ის იყო, როდესაც პორტუგალიელ დიოგუ დალოტს არ გავატანინე, თუმცა გოლი რომ გასულიყო, მაინც არ ჩაითვლებოდა, რადგან VAR-მა იქამდე ჩვენს სასარგებლოდ პენალტი დააფიქსირა.

ჩემი მომავალი "ვალენშიაში" ესპანეთთან შეხვედრის შემდეგ გადაწყდება. მიქაუტაძე ძალიან კარგი თავდამსხმელია და მგონია, ისიც მალე ძალიან დიდ კლუბში გადავა.

კვარაცხელია უკეთესია, ვიდრე მთელი ესპანეთი. არ ვამბობ, რომ გავიმარჯვებთ, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლებთ და ვნახავთ, რა მოხდება".

მკითხველის კომენტარები / 33 /
მამარდას გარეშე აქამდე ვერ მოვიდოდით. ეს ფაქტია, მაგრამ... იმედია, რომ კვარაცხელია ჯობია მთელს ესპანეთს, ამ სიტყვებით არ განუცხადებია და კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი. სხვანაირად, მე დიდ შეცდომად ჩავუთვლიდი. არ მგონია, ასეთ მოწესრიგებულ და დელიკატურ ადამიანს ასეთი განცხადება გაეკეთებინა, რა რა და, ესპანეთმა უდიდესი როლი შეასრულა მის კარიერაში.
ზაზა
16:24 29-06-2024
0
1000000% !!!
cheroeli -ს
14:38 29-06-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული